ხარის ქოლ სპრედი (Bull Call Spread)

ხარის ქოლ სპრედი (Bull Call Spread)

ხარის ქოლ სპრედი (Bull Call Spread) სტრატეგია ეფექტურია მაშინ, როდესაც ვვარაუდობთ, რომ საბაზო აქტივის ფასი კი გაიზრდება, მაგრამ ზრდა იქნება მცირე.

ამ სტრატეგიაში ერთდროულად გავყიდით და ვიყიდით ქოლ ოფციონს. მათ უნდა გააჩნდეთ სხვადასხვა სტრაიკები, მაგრამ ერთდროული ექსპირაცია. ამასთან ერთად, ნაყიდ ოფციონს სტრაიკი უნდა ჰქონდეს უფრო ნაკლები, ვიდრე გაყიდულს.

ხარის ქოლ სპრედი (Bull Call Spread) – გრაფიკული მაგალითი:

ხარის ქოლ სპრედი (Bull Call Spread)

მაშასადამე, იმ გათვლით რომ საბაზო აქტივის ფასი ექსპირაციის მომენტში იქნება 52 500 პე (პირობითი ერთეული), ჩვენ ვყიდულობთ ქოლ ოფციონს სტრაიკით 42 500 პე, 3 941 პე-ს ფასად. ამ ოფციონის ყიდვისათვის დახარჯული ფულის ასანაზღაურებლად, ჩვენ უნდა გავყიდოთ სხვა, ქოლ ოფციონი იგივე ექსპირაციით, მაგრამ სხვა სტრაიკ ფასით. გასაგებია, რომ სტრაიკი უნდა შეესაბამებოდეს საბაზო აქტივის სპოტური ფასის ჩვენეულ პროგნოზს ოფციონის ექსპირაციის მომენტში. მოცემულ მაგალითში ეს არის 52 500 პე. ასეთი ოპერაციის შედეგად, სტრატეგიის რეალიზაციისთვის, ჩვენ ვამცირებთ თავდაპირველ დანაკარგებს 3 941 პე-დან 2 803 პე-მდე (რაც შეადგენს სხვაობას გადახდილ და მიღებულ პრემიებს შორის 3 941 – 1 138).

როდესაც საბაზო აქტივის ფასი გაიზრდება, მოგებას მივიღებთ 45 303 პე-ს დონიდან (ნაყიდი ოფციონის სტრაიკ ფასი 42 500 პე + დანახარჯი 2 803 პე). თანაც მოგება შეზღუდულია ფასური დონით 52 500 პე, რაც წარმოადგენს ჩვენს მიერ შექმნილი ოფციონის გაყიდვის სტრაიკ ფასს. ანუ მოგებაც ფიქსირებულია და შეადგენს 52 500 – 45 303 = 7 197 პე.

ამ სტრატეგიის მიხედვით, საბაზო აქტივზე ფასის გაზრდის მოლოდინის არ გამართლების შემთხვევაში, წაგება შემოიფარგლება 2 803 პე-ით (სხვაობა გადახდილ და მიღებულ პრემიებს შორის 3 941 – 1 138).

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …