ფორექსის სტრატეგია "EBB-1"

ფორექსის სტრატეგია “EBB-1”

ფორექსის სტრატეგია “EBB-1” საკმაოდ წარმატებული კომბინირებული ინდიკატორული სტრატეგიაა.

  • ტაიმ ფრეიმი: H1;
  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • Envelopes (პერიოდი – 288; ბიჯი – 1; exponential; close; deviation (გადახრა) – 0,15);
  • Bollinger Bands (24, 0, 2, close);
ფორექსის სტრატეგია “EBB-1” – ალგორითმი

გაყიდვა:

  • ფასმა გადაკვეთა და დაიხურა ინდიკატორი Envelopes წითელი მრუდი ზემოდან ქვემოთ;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ ინდიკატორი Envelopes ლურჯი მრუდის ზემოთ;
  • +40 პუნქტის მოგების მიღებისთანავე პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში;
  • ტეიკ პროფიტის არ ვაყენებთ. პოზიცია იხურება მხოლოდ სტოპ ლოსით, რომელსაც ვაჩოჩებთ ინდიკატორი Bollinger Bands-ის ზედა მრუდის მიხედვით. სტოპ ლოსი რეკომენდებულია “დაღმავალი კიბეების საფეხურების” მსგავსი სტილით დავაყენოთ, ანუ ფასი ჯერ მიუახლოვდება ბოლინჯერის ზედა მრუდს ხოლო შემდეგ უბრუნდება ცენტრალურ მრუდს. რითიც ერთგვარი კიბის მსგავს მოძრაობას ასრულებს. ფასის ზედა მრუდთან შეხების არეში ვაყენებთ სტოპ ლოსს და ა.შ. ვაჩოჩებთ “კიბის საფეხურებზე” ქვემოთ;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "EBB-1"

ყიდვა:

  • ერთ საათიანმა სანთელმა გადაკვეთა და დაიხურა ინდიკატორი Envelopes ლურჯი მრუდი ქვემოდან ზემოთ;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ ინდიკატორი Envelopes წითელი მრუდის ქვემოთ;
  • +40 პუნქტის მოგების მიღებისთანავე პოზიცია გადაგვყავს უზარალობაში;
  • ტეიკ პროფიტის არ ვაყენებთ. პოზიცია იხურება მხოლოდ სტოპ ლოსით, რომელსაც ვაჩოჩებთ ინდიკატორი Bollinger Bands-ის ზედა მრუდის მიხედვით. სტოპ ლოსი რეკომენდებულია “აღმავალი კიბეების საფეხურების” მსგავსი სტილით დავაყენოთ, ანუ ფასი ჯერ მიუახლოვდება ბოლინჯერის ქვედა მრუდს ხოლო შემდეგ უბრუნდება ცენტრალურ მრუდს. რითიც ერთგვარი კიბის მსგავს მოძრაობას ასრულებს. ფასის ქვედა მრუდთან შეხების არეში ვაყენებთ სტოპ ლოსს და ა.შ. ვაჩოჩებთ “კიბის საფეხურებზე” ზემოთ;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "EBB-1"

აღსანიშნავია, რომ სტრატეგია არ არის მაღალშემოსავლიანი, თუმცა სტაბილურია და დინამიური.

დამატებითი სარეკომენდაციო პირობები:

  • სტოპ ლოსი არ უნდა აღემატბოდეს 50 პუნქტს;
  • თუ სანთელი დაიხურა ისეთ წერტილში, რომ გასახსნელი პოზიციის სტოპ ლოსის არე, ანუ ინდიკატორი Envelopes რომელიმე მრუდი, 50 პუნქტზე მეტადაა დაშორებული ორდერის გახსნის წერტილთან, მაშინ სტოპ ლოსს ვაყენებთ ფიქსირებულად 50 პუნქტზე;
  • რისკ მენეჯმენტი ერთი ორდერისათვის დეპოზიტის არაუმეტეს 5%;
  • სანამ არ დაიხურება ერთი ორდერი, იმავე მიმართულების მეორე ორდერის გახსნა არ არის რეკომენდებული. ველოდებით პირველი პოზიციის დახურვას;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები"

ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები”

ფორექსის სტრატეგია “შიდა დღიური + ბოლინჯერის ველები” ტრენდული სტრატეგიაა, და უმთავრესი პრინციპი მდგომარეობს ტრენდის შემობრუნების …