One Touch ოფციონი

One Touch ოფციონი

სტანდარტული ოფციონების ჯილდოს მაქსიმალური ზღვარი 85%-ია. თუმცა არსებობს ე.წ. ეგზოტიკური ოფციონის სისტემა სადაც სტანდარტულ გარიგებაზე ჯილდო 100%-დან ზემოთ არის. ასეთ სისტემას წარმოადგენს One Touch ოფციონი.

One Touch, ინგლისურიდან თარგმანში ერთ შეხებას ნიშნავს და ოფციონის სისტემის სახელწოდებაც აქედან გამომდინარეობს.

One Touch ოფციონის ალგორითმი მდგომარეობს შემდეგში:

ტრეიდერი განსაზღვრავს რომ დროის გარკვეული ინტერვალის შემდეგ ფასი შეეხება ქვედა ან ზედა ფასურ დონეს. და არ აქვს მნიშვნელობა გადალახავს თუა უკან დაბრუნდება იგი, მთავარია ერთხელ შეეხოს საექსპირაციო ფასურ ნიშნულს.

მაგალითად, EUR/USD აქტივის მიმდინარე ფასია – 1.1100, ზედა შეხების ნიშნულია – 1.1150, ხოლო ქვედა შეხების ნიშნულია 1.1050. ტრეიდერი ვარაუდობს რომ, დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ აქტივის ფასი გაიზრდება და მიაღწევს 1.1150 ფასურ ნიშნულს. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე იგი დებს ფსონს ზედა შეხებაზე. თუ ამ პერიოდში აქტივის ფასი ერთხელ მაინც შეეხო ზედა ფასურ დონეს და არ აქვს მნიშვნელობა ფასმა გადალახა თუ არა ეს დონე, ან უკან შემობრუნდა – ყველა შემთხვევაში ტრეიდერი იღებს მოგებას. თუ დროის ამ ინტერვალში შეხება არ მოხდა – ბუნებრივია ტრეიდერი კარგავს ფსონს.

One Touch ოფციონის მთავარი ხიბლია მოგების მაღალი კოეფიცენტი. მაგალითად თუ ტრეიდერი ფსონზე დებს 100 აშშ დოლარს – წარმატების შედეგად აორმაგებს ან ზოგჯერ ახუთმაგებს კიდეც საწყის კაპიტალს.

ერთი შეხედვით ადვილი სისტემაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ One Touch-ის ზედა და ქვედა ზღვარს აწესებს ბროკერი. ვინაიდან საბროკერო კომპანიებშიც სულელები არ მუშაობენ, ამიტომ მათ მიერ დაწესებული ზღვრული შეხების დიაპაზონიც საკმაოდ სარისკოა.

აღსანიშნავია, რომ One Touch ოფციონებით ვაჭრობას აქვს გარკვეული სპეციფიკა, იგი საშუალო და გრძელვადიანი ოფციონია და როგორც წესი მოქმედებს ერთი კვირის განმავლობაში. ოფციონის ყიდვა ხდება შაბათ დღის X საათიდან კვირა დღის X საათამდე. ოფციონი ამუშავდება ორშაბათი დღის X საათიდან. ხოლო ექსპირაციის თარიღი დგება მომდევნო კვირის პარასკევი დღის X საათზე. აღნიშნული X საათი თითქმის ყველა ბროკერისთვის ერთი და იგივეა, თუმცა ცდომილება რომ არ დავუშვა, ამიტომ უმჯობესია ამ პარამეტრს გაეცნოთ თავად თქვენ მიერ არჩეული ბროკერების საიტებზე.

ოფციონის ყიდვა შესაძლებელია ბროკერის მიერ მითითებული ფასით. ოფციონის არსებობის/მუშაობის პერიოდში, აქტივის ფასის მიერ ნიშნულამდე მიღწევის შემოწმება/შედარება ხდება დღეში ერთხელ სააგენტო Reuters-ის მიერ X საათზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით. ამ შემთხვევაშიც X საათს უნდა გაეცნოთ ბროკერის საიტზე, ხოლო Reuters-ის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობა ხდება სოლიდურ ბროკერებთან.

ზოგიერთ ბროკერთან One Touch ოფციონებით ვაჭრობა შესაძლებელია ასევე ყოველდღიურადაც, მკაცრად განსაზღვრულ საათებში.

სტატიაში ავღწერე One Touch ოფციონებით ზოგადი სქემა. დაწვრილებით სპეციფიკაციებს გაეცანით თავად ბროკერის საიტზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …