იმისათვის, რომ გავერკვეთ რას წარმოადგენს ბინარული ოფციონები, პასუხი უნდა გავცეთ ოფციონური ვაჭრობის ძირითადი საკითხებს, რომლებიც ჩნდება ამ თემასთან შეხების პირველივე წუთებიდან.
ოფციონური ვაჭრობის ძირითადი საკითხები:
- ბინარული ოფციონი – გარკვეული მოცულობის ვალუტების, აქციების, ინდექსების და სხვა აქტივების ყიდვის ან გაყიდვის უფლება/საშუალება;
- მოგება/შემოსავლიანობა – შესაძლებელია ვარირებდეს 70-დან 700 პროცენტამდე – გააჩნია ბინარული ოფციონის ტიპს და დამატებით პირობებს;
- ოფციონური ბროკერი – შუამავალი კომპანია, რომლის მეშვეობითაც ტრეიდერი ახორციელებს სავაჭრო ოპერაციებს;
- მინიმალური დეპოზიტი – მინიმალური თანხის რაოდენობა, რომელიც უნდა იყოს დეპოზიტზე, იმისათვის, რომ განხორციელდეს ოფციონური სავაჭრო ოპერაციები. როგორც წესი მინიმალური დეპოზიტი სხვადასხვა ბროკერებთან ვარირებს 5-დან 5000 აშშ დოლარამდე;
- მინიმალური თანხა სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისათვის – ყველაზე მცირე ოპერაციის თანხობრივი მოცულობა შესაძლებელია იყოს 1 აშშ დოლარი;
- ტრეიდერის ტერმინალი – ბროკერების უმრავლესობასთან ოფციონური ვაჭრობა მიმდინარეობს სავაჭრო ტერმინალების გარეშე, პირდაპირ ინტერნეტ ბრაუზერით;
- საბაზო აქტივი – სავაჭრო ინსტრუმენტი, რითიც ტრეიდერი ვაჭრობს. ეს შესაძლებელია იყოს, როგორც ვალუტა ასევე სხვა ფასიანი აქტივები – საქონელი, ინდექსები, მეტალები და სხვა;
- ოციონის მოქმედების ხანგრძლივობა – დრო, რომლის გათვალისწინებითაც ტრეიდერი ქმნის პროგნოზს. მაგალითად: ოქროს ფასი იქნება მიმდინარე ფასზე ნალკები ერთი საათის შემდეგ – ანუ დადაბლების ბინარული ოფციონი, რომლის მოქმედების ვადა დასრულდება ერი საათის შემდეგ. ბინარული ოფციონებით ვაჭრობის დროს პროგნოზირება შესაძლებელია 1 წუთიდან 1 თვემდე ვადით;
- ზარალი – როგორც წესი ბინარული ოფციონებით ვაჭრობის დროს ზარალი შესაძლებელია შეადგენდეს სავაჭრო ოპერაციის თანხის 80-დან 100 პროცენტს. ანუ არასწორი პროგნოზის დროს უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელია ოფციონის საოპერაციო თანხის 20% დარჩეს ტრეიდერის ბალანსზე. ამიტომ არ არის რეკომენდებული ვაჭრობის განხორციელება მთლიანი დეპოზიტით;
- ვაჭრობის სირთულე – ბინარული ოფციონებით ვაჭრობა რთულია. მარტივია მხოლოდ თავად ვაჭრობის პროცესი, ხოლო იმისათვის, რომ სავაჭრო ოპერაციების უმრავლესობა იყოს მომგებიანი – საჭიროა ბინარული ოფციონების ვაჭრობის სისტემის კარგი ცოდნა. თუმცა ბინარული ოფციონები მაინც შედარებით ადვილია, ვიდრე კლასიკური ფორექსი, თანაც წარმატების მიღწევა უფრო მჭიდრო ვადებშია შესაძლებელი;
ტრეიდინგის დაწყება რეკომენდებულია დემონსტრაციულ ანგარიშზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ ვაჭრობის პრინციპი და ნიუანსები. ამ საკითხის ირგვლივ დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის წაიკითხეთ სტატია – როგორ ვივაჭროთ ბინარული ოფციონებით.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით