ბოლო პერიოდში ბინარული ოფციონების ძირითადი სარეკლამო ფიშკა მდგომარეობს იმაში, რომ ბროკერებს კლიენტებამდე სურთ მიიტანონ მესიჯი – ოფციონები არის ფულის შოვნის მარტივი საშუალება. ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ოფციონებზე ვაჭრობამ მასიური და პოპულარული ხასიათი არც თუ დიდი ხნის წინ მოიპოვა. ამიტომ იბადება რეზონული კითხვა – ოფციონები თუ ფორექსი.
იმისათვის რომ ზემოთ ხსენებულ შეკითხვას გავცეთ არგუმენტირებული პასუხი, მიზანშეწონილად მიმაჩნია ტრეიდინგის ამ ორი სახეობის შედარება სხვადასხვა ასპექტების მიხედვით.
შედარებაში არ გავითვალისწინებ კონკრეტული ტრეიდერის მომზადების დონეს და გამოცდილებას, ვინაიდან ეს ცალკე თემაა და ორივე ვარიანტში საჭიროა და დაკავშირებულია დროის ფაქტორთან და გარკვეულ ხარჯებთან. ფორექსზე, ან ოფციონებზე ვაჭრობა რომ ვისწავლოთ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და მხოლოდ უფასო რესურსებით ვისარგებლოთ, იმდენი დეპოზიტი დაიხარჯება გამოცდილების აკრეფაში, რომ საბოლოო ჯამში ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორად მოგვევლიბა.
შედარებას გავაკეთებ ფორექსზე და ოფციონებზე ვაჭრობის ყველაზე მარტივი ვარიანტების გათვალისწინებით:
- შემოსავლიანობა – ალბათ უმთავრესი საკითხია, იმისათვის რომ შევაფასოთ ეს ფაქტორი, დეპოზიტის ამოსავალ თანხად პირობითად ჩავთვალოთ 100 აშშ დოლარი და ვნახოთ რა შემოსავალს მივიღებთ ცალკე ფორექსზე და ცალკე ოფციონებზე ვაჭრობის შედეგად.ზოგადად ითვლება, რომ ფორექსზე დეპოზიტის თვიური 20%-30%-იანი ზრდა კარგი შედეგია. ჩავთვალოთ, რომ ისეთი ვირტუოზები ვართ, რომ ესეთი შედეგი დავდეთ არა ერთ თვეში არამედ ერთ დღეში. ანალოგიური “ვირტუოზობიდან” გამომდინარე ოფციონზე მხოლოდ ერთი გარიგებით შეგვძლია 65%-იანი შედეგი დავდოთ. მაშასადამე, ასეთი უხეში მაგალითიდანაც ჩანს რომ ოფციონები გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ფორექსი;
- რისკი – ოფციონები გაცილებით რისკიანი სისტემაა, თუ ფორექსზე არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა: სტოპ ლოსი, ტეიკ პროფიტი, ორდერის დროზე ადრე დახურვის შესაძლებლობა, ორდერის შემოტრიალება, ჰეჯირება, პოზიციის ნაკლები ზარალით დახურვა და ლოკირება, ამგვარი რამ ოფციონებზე არ არსებობს. ოფციონზე ან ზევით ან ქვევით, სხვა ვარიანტი არ არის. წაგების შემთხვევაში ვკარგავთ მთლიან ფსონს ან ვიღებთ მცირე კომპენსაციას, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ფსონის 15%-ს არ აღემატება;
- სირთულე – მიმაჩნია, რომ ფორექსი უფრო სისტემური თემაა, ანუ ანალიზისადმი სისტემური მიდგომა ახასიათებს, რომელიც შესაბამის ინტელექტუალურ ბაზის მოითხოვს. ოფციონები შედარებით ნაკლებად ანალიზტევადია, თუმცა ბაზრის ინტუიტიურ შეგრძნების მაღალ დონეს მოითხოვს. ორივე შემთხვევაში ვერავინ იტყვის, რომ ფორექსი ოფციონებზე უფრო რთულია ან პირიქით. აპრიორია – ფულის შოვნაა რთული;
- ინსტრუმენტალური სისტმების სანდოობა – ოფციონური ბროკერების უმრავლესობასთან ოფციონებზე ვაჭრობა ხდება ვებ ბრაუზერების მეშვეობით, ხოლო ფორექზე, როგორც სტატისტიკა მეტყველებს ტრეიდერების 95% სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ტერმინალით ვაჭრობს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალსაც და ვებ ბრაუზერსაც შესაბამისი ხარვეზები გააჩნიათ, ჩემი აზრით და გამოცდილებით ტერმინალით ვაჭრობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც უფრო მეტად სანდოა, ხოლო ტექნიკური ანალიზის ჩატარებისათვის სავაჭრო ტერმინალს კონკურენტი არ ჰყავს;
- კომპანიის სანდოობა – იქიდან გამომდინარე, რომ ოფციონებზე ვაჭრობა მასიურად ხელმისაწვდობი შედარებით ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი, ამიტომაც ოფციონური ბროკერების გამოცდილება, რეპუტაცია და სანდოობის ხარისხი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და შემდგარი. ამ საკითხის დალაგებას და დალექვას წლები სჭირდება. ხოლო მრავალი ფორექს ბროკერი საფინანსო ბაზრებზე უკვე ბევრი წელია ოპერირებს და რეპუტაციის თვალსაზრისით მათ შორის ორიენტაცია შედარებით ადვილია. თუმცა ამ საკითხში კარგ გამოსავლად შესაძლებელია ჩაითვალოს, თუ ოფციონურ ბროკერად ავირჩევთ უკვე გამოცდილ ფორექს ბროკერს. თუმცა ეს საკითხიც დოგმა არ არის, ვინაიდან ბაზარზე არსებობენ ვიწრო სპეციალიზაციის ოფციონური ბროკერები რომლებიც სანდოობისა და რეპუტაცუიის ხარისხით არაფრით ჩამოუვარდებიან “ბებერ” ფორექს ბროკერებს.
დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, ისევე როგორც ყველაფერი ცხოვრებაში, აქაც დოგმატური არაფერია. რა თქმა უნდა შემოსავლიანობის თვალსაზრისით ოფციონებით ვაჭრობა გაცილებით მომგებიანია, თუმცა ამ თეზას აკნინებს რისკის ხარისხი, რომელიც ოფციონებზე ასევე გაცილებით მაღალია. ანუ უნდა ავირჩიოთ ან ვრისკავთ დიდი დოზით, მოგებასაც უფრო მეტს ვიღებთ და ვვაჭრობთ ოფციონებზე, ან ვიღებთ შედარებით ნაკლებ შემოსავალს და შესაბამისად ნაკლებად ვრისკავთ. თუმცა ორივე სისტემისადმი ჭკვიანური მიდგომა უდავოდ კარგ რეზულტატს იძლევა.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით