ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე არ არის და ამგვარი ასოცირება მხოლოდ და მხოლოდ აგრესიული სარეკლამო კამპანიის შედეგია.

სარეკლამო პროსპექტების მიხედვით ბინარული ოფციონები იმდენად მარტივია, რომ ინვესტირება შეუძლიათ მცირეწლოვან ბავშვებსაც კი, თანაც წარმატებული კონტრაქტების ჯამური პროცენტული მაჩვენებელი 90%-ს უტოლდება. იბადება კითხვა: მაშინ რატომღა დადიან ადამიანები სხვა სამსახურებში და მთელი მსოფლიო რატომ არ ვაჭრობს მხოლოდ ბინარულ ოფციონებზე?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ბინარული ოფციონები, ბიზნესის საკმაოდ რთული სფეროა. ამასთან ერთად რეგულარული და სტაბილური შემოსავლით დაიკვეხნიან მხოლოდ გამოცდილი და კვალიფიცირებული ტრეიდერები. ამიტომ ნუ შეხედავთ ოფციონებს სარეკლამო პროსპექტების თვალებით და ნუ მიუდგებით ამ საქმეს ზერელედ და აღმატებული მოლოდინებით, ვინაიდან ამგვარი დამოკიდებულება კრახამდე მიგიყვანთ.

სანამ ოფციონების სფეროში სიღრმისეულად არ გაერკვევით, მანამდე არ გირჩევთ ვირტუალური მოგებების თვლას და მონაკოში ვილებზე ოცნებას. უმჯობესია კონცენტრირდეთ ოფციონური სტრატეგიების ფორმირებაზე და რისკების მართვის სისტემების შესწავლაზე – მხოლოდ ასეთ შემთხვევაში თქვენი ტრეიდერული კარიერა წარმატებული იქნება.

ტრეიდერის ძირითადი მიზანია ფულის გამომუშავება, სხვა მიზანი მას არ ამოძრავებს. ამ მიზნის მისაღწევად სარეკლამო პროსპექტებში არაფერია ნახსენები ტრეიდერის უნარ-ჩვევების სწავლების შესახებ, ან ასეთი სწავლება არის მხოლოდ ზედაპირული. ბროკერები ცდილობენ ჩაითრიონ ადამიანები ტრეიდერულ პროფესიაში ყოველგვარი მომზადების გარეშე, სამაგიეროდ ჰპირდებიან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ კარიერას. ასეთი მიდგომით ნებისმიერი ადამიანი დეპოზიტს დაკარგავს მინიმუმ 60 წამში, მაქსიმუმ ერთ დღეში.

ამიტომ, აქცენტი უნდა გააკეთოთ პრაქტიკოსი, გამოცდილი ტრეიდერების რჩევებზე, ვინაიდან ისინი შემოგთავაზებენ მართლაც აზრიან სავაჭრო მეთოდებს.

ბინარული ოფციონებით ტრეიდინგის ძირითადი წესი

ტრეიდინგის ძირითადი წესია – რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დავრჩეთ პლიუსში, გავახანგრძლივოთ დადებითი ზონის პერიოდი. თუნდაც ფსონები იყოს მცირე სიდიდის, მთავარია შევქმნათ დადებითი ეფექტი.

კვალიფიციური ოფციონური ტრეიდერის შეფასების ძირითადი მაჩვენებელია – წარმატებული კონტრაქტების პროცენტული შედეგი. პრინციპში ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია ტრეიდერის სავაჭრო სტრატეგიაზე, რადგან მისი ეფექტურობა განსაზღვრავს მოგების ჯამურ სიდიდეს.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ ტრეიდერი ვაჭრობს ალალბედზე, სტრატეგიისა და ტაქტიკის გარეშე, მაშინ წარმატებული კონტრაქტების პროცენტული შემადგენელი, უკეთეს შემთხვევაში 30% იქნება, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში 50%-ს არ ასცდება. ანუ ტრეიდერის ასეთი ვაჭრობის სტილი, მონეტით “არიოლ” “რეშკის” თამაშს უფრო ჰგავს, ვიდრე საფინანსო ბაზრებზე სერიოზულ ვაჭრობას. ასე რომ, წარმატების შანსი – წარუმატებელი შანსების ექვივალენტურია.

ბროკერების და მათთან დაკავშირებული სტრუქტურების მხრიდან ყოველდღიურად ძლიერდება სპეკულაციური აჟიოტაჟი ტრეიდერის შანსების წარმატებულობის ირგვლივ, მაგალითად სანდო სავაჭრო სიგნალების ხარჯზე, რომელთა ეფექტურობა მათივე მხრიდან ფასდება დაახლოვებით 80%-ით. მაშასადამე წესით 10 კონტრაქტიდან 8 კონტრაქტი წარმატებული უნდა იყოს. ამასთან ერთად სიგნალების გამოყენების წყალობით არ არის ტექნიკური ანალიზის და ოფციონური ვჭრობის სხვა ნიუანსების შესწავლა.

ამ ლოგიკით, საკმარისია დღეში 10-20 კონტრაქტი და წლის ბოლოს უკვე მილიონერია ადამიანი. და ამისათვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ დეპოზიტის შევსება სულ რაღაც 500 აშშ დოლარით.

იბადება კითხვა: შესაძლებელია თუ არა ადამიანმა არაფერი აკეთოს, არ იშრომოს, ტვინი არ დაძაბოს და გახდეს მილიონერი? რა თქმა უნდა არა. ამიტომ, ყოველგვარი საუბარი ოფციონური სიგნალების ზებუნებრივი ეფექტურობის შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ ბროკერები, ან მათთან დაკავშირებული სტრუქტურები, როგორც ფასიანს ასევე უფასოდ – არის კეთილი ზღაპარი ბოროტი დასასრულით და გათვლილია კონკრეტული ტრეიდერის გულუბრყვილობასა და სიხარბეზე.

სტატისტიკის მიხედვით, დამწყები ტრეიდერების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი დაახლოვებით 50%-ია. კარიერული ზრდის პროცესში უნდა მივაღწიოთ დადებით სალდოს, ანუ მომგებიანი კონტრაქტების პროცენტული ჯამური რაოდენობა დროის გარკვეულ მონაკვეთში თუ 57%-60%-მდე ავწიეთ, უნდა ჩავთვალოთ, რომ საკმაოდ კარგი შედეგია. ამიტომ 80%-90%-იან შედეგებზე ზღაპრები დავუტოვოთ ბროკერებს, აფერისტ ფორექს მასწავლებლებს და გულუბრყვილო ადამიანებს. საკუთარი გამოცდილებით ვიცი, 70%-75%-იანი შედეგი – ეს უკვე დიდი პროფესიონალიზმია.

ეფექტურობის პროცენტის ზრდა შესაძლებელია მანიმენეჯმენტისა და რისკების მართვის სისტემის შესწავლით. სწორედ ეს ორი ფაქტორი და ეფექტური სტრატეგია განაპირობებენ ტრეიდერის შემოსავლის რაოდენობას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერები

ბინარული ოფციონების მენეჯერი, ისევე როგორც სხვა ტიპის მენეჯერი არის ამა თუ იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც …