ბინარული ოფციონებით ვაჭრობა

ბინარული ოფციონებით ვაჭრობა

საფინანსო ბირჟებზე მოგების მიღების ერთ-ერთი ვარიანტია – ბინარული ოფციონები. ეს ვარიანტი მაქსიმალურად ამარტივებს ვაჭრობის პროცესს და მაქსიმალურად გასაგებია ტრეიდერისათვი და ნებისმიერი ადამიანისათვის.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობისას ყველაზე რთული ეტაპია არა თავად ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული ნიუანსები, როგორსაც ფორექსზე ვხვდებით, არამედ წინასწარი ანალიზის გაკეთება აქტივის ღირებულების განსაზღვრისათვის პერსპექტივაში, დროის გარკვეული პერიოდის შემდგომ.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობის ზოგად პრინციპებია:
  • ბროკერის არჩევა – გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბროკერი არ იძლება ბინარებით ვაჭრობის შესაძლებლობას (სტატიის დაწერის მომენტში 2016 წლის გაზაფხული – ეს გარემოება სამართლიანია, თუმცა დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ბროკერის სპეციფიკაციას ემატება ბინარებით ვაჭრობა). არსებობენ ბროკერები რომლებიც სპეციალიზდებიან მხოლოდ და მხოლოდ ბინარულ ოფციონებზე. განსხვავებები აგრეთვე შეეხება თავად ბინარებით ვაჭრობის სტილს: ზოგიერთ ბროკერთან ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ ბრაუზერში, ზოგიერთთან კი სავაჭრო ტერმინალშიც. ასევე განსხვავებებია ფასის პროგნოზირების ვარიანტებში;

მარტივი ვაჭრობა – ბროკერი ტრეიდერს სთავაზობს ფასის პროგნოზირების მხოლოდ ორ ან სამ ვარიანტს, ანუ ოფციონის ყიდვისას ხელმისაწვდომია მხოლოდ:

  • ა) Call – თამაში ფასის ზრდაზე;
  • ბ) Put – თამაში ფასის კლებაზე;
  • გ) Flat – თამაში აქტივის კურსის უცვლელობაზე. (თუმცა ეს უკანასკნელი იშვიათად შემხვედრია);

კომბინირებული ვარიანტი:

  • ა) დროის მიხედვით – ფასის მოძრაობის მიმართულების პროგნოზირება დროის გარკვეულ მონაკვეთში;
  • ბ) დონის გარღვევა – დათქმა იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ კურსი იქნება რომელიმე ფასური დონის ზემოთ ან ქვემოთ;
  • გ) შეხება – დათქმა იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეეხება ამა თუ იმ ფასურ დონეს;
  • დ) დიაპაზონი – დათქმა იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფასი არ გასცდება გარკვეულ დიაპაზონს (ფასურ დერეფანს);

გარდა ამისა, ბროკერის შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ ისეთი მომენტები, როგორებიცაა:

  • ა) გარიგების მოცულობის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი (1 აშშ დოლარიდან ზემოთ)
  • ბ) პროგნოზების დროის ინტერვალის სიდიდე (60 წამიდან ზემოთ);
  • გ) მოგებისა და წაგების ზღვარი (ვარირებს 10%-დან 100%-მდე);
  • სავაჭრო ინსტრუმენტი – სავაჭრო ინსტრუმენტებად სხვადასხვა ბროკერთან სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენება. ეს შესაძლებელია იყოს, როგორც სტანდარტული სავალუტო წყვილები, ასევე აქციები, ინდექსები, მეტალები და აქტივების სხვა ვარიანტები.

უმჯობესია ბინარებზე ვითამაშოთ იმ სავალუტო წყვილებზე, რომელთა მოძრაობის მიმართულების პროგნოზირება ყველაზე უკეთ გამოგვდის.

ოფციონებზე ვაჭრობის/თამაშის ტექნოლოგია მარტივია. მაგალითად, დარწმუნებელები ვართ, რომ 4 საათის შემდეგ ევროს კურსი დოლართან მიმართებაში გაიზრდება. ამისათვის ვირჩევთ EUR/USD, ინტერვალს 4 საათი და ვარიანტს “ზრდა”. იმ შემთხვევაში თუ 4 საათის შემდეგ EUR/USD კურსი ოფციონის ყიდვის დონიდან თუნდაც ერთი პუნქტითაც კი გაიზრდება, მაშინ მივიღებთ წინასწარ შეთანხმებული პროცენტის შემოსავალს. თუ ოფციონის ლოტი 100 აშშ დოლარია, ხოლო დათქმული ჯილდო (მოგება, შემოსავალი) 34%-ია, მაშინ მოგებისას, დათქმული დროის შემდეგ ჩვენ ანგარიშს მიემატება 34 აშშ დოლარი.

სხვადასხვა ბროკერთან წაგების ანაზღაურების სხვადასხვა წესია. ზოგიერთთან წაგება განისაზღვრება მოგების პროცენტებით, ანუ თუ დათქმულია 34%-იანი შემოსავალი, მაშინ წაგების შემთხვევაში ანგარიშს ჩემოეჭრება 34%. ზოგიერთ ბროკერთან კი წაგება განისაზღვრება ლოტის სიდიდით, ანუ თუ ლოტი 100 აშშ დოლარია, მაშინ წაგების შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოიჭრება 100 აშშ დოლარი.

  • პროგნოზირება – ყველაზე რთული ამოცანაა. თუ მას ამოხსნით, მაშინ პასუხი კითხვაზე – როგორ ვივაჭროთ ბინარულ ოფციონებზე? – წარმატებით გაგიციათ.

ზოგადად პროგნოზირების პროცესი შედგება ორი ეტაპისაგან: თავდაპირველად, არჩეულ ინსტრუმენტზე აწარმოებთ საბაზრო სიტუაციის ანალიზს, ხოლო შემდეგ გამოავლენთ არსებულ ტენდენციას.

აქ აღვწერ ერთი მეთოდის ზოგად ალგორითმს, რომელიც გაიშლება საიტის სხვა სტატიაში:

მაგალითად, ოქროს ფასი გასული ორი დღის განმავლობაში დამაჯერებლად იზრდება. მაგრამ ზრდა ხდება გარკვეული უკუსვლებით, ამიტომ იმისათვის რომ დარწმუნებული ვიყოთ მიმდინარე დონიდან ფასის ზრდაში, პროგნოზირება უნდა განვახორციელოთ მინიმუმ 5-6 საათის პერსპექტივაში.

ბინარულ ოფციონებზე წარმატებული ვაჭრობისათვის საჭიროა არა მხოლოდ გარიგებების გახსნის ტექნიკური ასპექტების ცოდნა, არამედ ბაზრის ანალიზის შესწავლაც. აქვე ავღნიშნავ რომ არსებობს მრავალი წარმატებული ბინარული სავაჭრო სტრატეგია, რომლებსაც გაეცნობით საიტის შესაბამის რუბრიკაში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …