ბინარული ოფციონების ბროკერის შესარჩევად საჭიროა ზოგიერთი ნიუანსის ცოდნა, რომელთა გათვალისწინება რიგ შემთხვევებში გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ საქმიანობის წარმატებით წარმართვაში.
- პირველ რიგში ნაკლებად მიზანშეწონილია ისეთი ბროკერის შერჩევა, რომელიც მხოლოდ ბინარებით ვაჭრობაში სპეციალიზდება. როგორც წესი ასეთი ბროკერები დაარსდა 3-4 წლის უკან, ამიტომ ეს ბაზარი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და სპეციალიზებულ ბროკერებს საბოლოოდ ჩამოყალიბებული რეპუტაცია არ გააჩნიათ. ამიტომ სასურველია ვიმუშაოთ ისეთ ბროკერებთან, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში მოღვაწეობენ ფინანსურ ბაზრებზე, მათ შორის ფორექსზე და სპეციფიკაციაში დამატებით აქვთ ბინარებზე ვაჭრობის სპეციფიკაციაც.
- მეორე რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ჯილდოს და დაზღვევა-კომპენსაციის პარამეტრს. როგორც წესი ბროკერებთან, ჯილდოს რაოდენობა ვარირებს 65%-100%-ის ფარგლებში, ხოლო წარუმატებელი გარიგების შემთხვევაში კომპენსაცია 0-15%-ის ფარგლებში მერყეობს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ ჯილდოს სიდიდე დამოკიდებულია ოფციონის შესრულების ინტერვალზე.
- მესამე რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ოფციონების ვარიანტებს. გასაგები მომენტია, რომ რაც უფრო მეტი ვარიანტი არსებობს, მით უფრო მეტი შანსია სავაჭრო დღის ბოლოს ტრეიდერმა მიიღოს დადებითი ჯამური რეზულტატი.
როგორც წესი, ბროკერები კლიენტებს თავაზობენ ოფციონების კლასიკურ ვარიანტს – ზემოთ/ქვემოთ, თუმცა არსებობს ბინარების სხვა ვარიანტებიც: შეხება, დიაპაზონი, გარღვევა და სხვა. ამიტომ სერიოზული/სოლიდური ბინარული ბროკერისთვის თამაშის/ვაჭრობის მხოლოდ ერთი ვარიანტი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ბინარული ოფციონების სავაჭრო პლატფორმა:
ვისთვისაც ცნობილია სავალუტო და საფონდო ბაზრების თემა, მან იცის თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნიკურ ანალიზს და მის განხორციელებაში თუ რა როლი ენჭება სავაჭრო პლატფორმას.
სტანდარტულ ვარიანტში ბინარული ბროკერები ოფციონებით ვაჭრობის საშუალებას იძლევიან ვებ პლატფორმიდან – ონლაინ რეჟიმში, რომლებსაც შეკვეცილი ფუნქციონალი გააჩნიათ და თანაც, თავად სხვადასხვა ბროკერის ტერმინალს შორის არის განსხვავებები. დღეისთვის იშვიათია ბინარული ბროკერი, რომელიც ტრადიციული Metatrader-ის მეშვეობით იძლევა ოფციონებით ვაჭრობის საშუალებას.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით