ბინარული ოფციონებით ვაჭრობის ვარიანტები

ბინარული ოფციონებით ვაჭრობის ვარიანტები

პრაქტიკაში ბინარული ოფციონებით ვაჭრობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე მათგანი. თუმცა არ არის საჭირო მხოლოდ მათზე შეჩერება/ჩაციკვლა, ვინაიდან ზოგჯერ უფო ეფექტურია არასტანდარტული სქემები, ვიდრე ათასჯერ დაღეჭილი და გადაღეჭილი მეთოდები.

ოფციონებით ვაჭრობის ვარიანტები დამოკიდებულია პირობებზე, რომელთა საფუძველზეც მოხდება მოგების დაანგარიშება და ვაჭრობის სტრატეგიაზე, რომელიც საფუძვლად დაედება თავად ოფციონს.

როგორც ავღნიშნე, ბინარული ოფციონებით შემოსავლის მიღებისათვის არსებობს რამდენიმე გავრცელებული ვარიანტი:
  • სწრაფი;
  • მოცემული ინტერვალით;
  • დონეების საფუძველზე;
  • შეხებაზე;

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  • სწრაფი ოფციონი – ზოგჯერ მას “ექსპრეს”-ს უწოდებენ, არის ოფციონებზე ვაჭრობის ყველაზე მარტივი სახეობა. ამ შემთხვევაში უნდა გამოიცნოთ ფასის მნიშვნელობა, რომელზეც იგი მივა გარკვეული პერიოდის შემდეგ. ანუ, მოცემული ინტერვალის შემდეგ იქნება იგი მიმდინარე ფასზე მაღლა თუ დაბლა.

ამასთან ერთად, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა კურსის შუალედურ რყევებს, მთავარია მოცემული ინტერვალის შემდეგ ფასი იმყოფებოდეს საჭირო დონეზე.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობის ვარიანტები

მაგალითად: 09:00 საათზე რომელიმე აქტივზე გავხსენით ოფციონი ზრდაზე. მისი არსებობის პერიოდი არის 3 საათი, ანუ 12:00 საათზე ჩვენი ოფციონი დაიხურება. ოფციონის გახსნის მომენტში აქტივის კურსი იყო 1.320, ხოლო 3 საათის შემდეგ იგი გახდა 1.3045, მაშასადამე ჩვენი პროგნოზი გამართლდა და შესაბამისად მივიღებთ წინასწარ მოლაპარაკებულ მოგებას.

  • მოცემული ინტერვალით – ეს ვარიანტი ჰგავს ზემოთ განხილულ ვარიანტს, მაგრამ მისგან განსხვავებით თავად ვუთითებთ ოფციონის ხანგრძლივობის ვადას.

მაგალითად: ახლა არის 09:00 საათი, ჩვენ კი თავად ვუთითებთ ოფციონის ხანგრძლივობის ვადას 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, რომლის განმავლობაშიც ვპროგნოზირებთ ზრდას.

ეს ვარიანტი შესაძლებლობას გვაძლევს გადადებული სქემით ვივაჭროთ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ტერმინალთან არ ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვართ ჩვენი პროგნოზის სისწორეში.

  • დონეების საფუძველზე – შემოსავლის მიღების შედარებით რთული მეთოდია, ამ შემთხვევაში უნდა მიუთითოთ ოფციონის დონე, რომელზეც დამოკიდებული იქნება მოგება.

ბინარული ოფციონებით ვაჭრობის ვარიანტები

მაგალითად: ახლა არის 09:00 საათი, აქტივის ფასი იმყოფება 1.3020 ნიშნულზე, ჩვენ ვუთითებთ ოფციონის დონეს 1.3030 და მისი ხანგრძლივობის ვადას 15:00 საათამდე, აგრეთვე ოფციონის ტიპს – ზრდას. მითითებულ დროზე აქტივის კურსი აღმოჩნდა ნიშნულზე 1.3080, მაშასადამე მოგების რაოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია თუ სად არის დაყენებული ოფციონის დონე, დაანგარიშება ხდება კოეფიციენტის საფუძველზე.

რაც უფრო შორს მდებარეობს ეს დონე მიმდინარე ფასისგან მით უფრო მეტ მოგებას მივიღებთ, თუმცა იმის რისკიც იზრდება, რომ ფასი ვერ გადალახავს ოფციონის მითითებულ დონეს, მითითებულ დროის ინტერვალში.

  • შეხებაზე – ხშირად გამოიყენება სკალპერების მიერ, ვაჭრობა მიმდინარეობს ძირითადი ტრენდის საპირისპიროდ, მთავარია სწორად შევარჩიოთ წერტილი, რომელსაც შეეხება ფასი დროის მოცემულ მონაკვეთში.

მაგალითად: გარიგების გახსნის მომენტში ვუთითებთ ოპციონურ პარამეტრებს, რომლის მიხედვითაც 1 საათის ინტერვალში აქტივის/ინსტრუმენტის კურსი შეეხება 1.3010 ნიშნულს. იმაზე, თუ რამდენად შორს მდებარეობს ეს დონე მიმდინარე ფასისგან, დამოკიდებულია ჩვენი მოგების სიდიდეც.

სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს ფასის კორექციის პრინციპი. ტრეიდინგის ეს მეთოდი უფრო ეფექტურია მოკლევადიან დროის ინტერვალებზე, როდესაც უფრო ადვილია კორექციის/ფასის უკუსვლის სიდიდის განსაზღვრა.

დაანგარიშების კოეფიცენტები ყველა ბროკერს სხვადასხვა აქვს, ამიტომაც ზემოთაღნიშნული ვარიანტებისათვის მოგებების კონკრეტული დაანგარიშებები არ მაქვს მოყვანილი.

თითქმის ყველა ოფციონურ ბროკერთან ვაჭრობის ყველაზე პოპულარული ვარიანტია სწრაფი ოფციონი.

ოფციონებით ვაჭრობის თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტის ასარჩევად, პირველ რიგში დატესტეთ ისინი დემო ანგარიშებზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …