გარდა სტანდარტული სავალუტო წყვილებისა, სავაჭრო ტერმინალებში არის შესაძლებლობა ტრეიდერმა ივაჭროს ძვირფას ლითონებზე: ოქრო, ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი და სხვა.
პრაქტიკაში, სავალუტო წყვილებზე და ძვირფას ლითონებზე ვაჭრობა არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. მათი კოტირებები გამოისახება იგივენაირად ორადგილიანი ჩანაწერით, სადაც მეორე ადგილზეა აშშ დოლარი.
ძვირფას ლითონებზე სავაჭროდ ბროკერის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს სამ კომპონენტს:
- სპრედის ზომა;
- ლოტის ზომა;
- მინიმალური დეპოზიტის ზღვარი;
რიგ შემთხვევებში ეს პარამეტრები გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ სავალუტო წყვილებზე ვაჭრობის დროს.
აღსანიშნავია, რომ ძვირფასი ლითონებიდან ძირითადად ვაჭრობა მიმდინარეობს ოქროზე და ვერცხლზე. სხვა ლითონები ფორექს ტრეიდერებში პოპულარობით არ სარგებლობენ. სწორედ ოქროსა და ვერცხლს გააჩნიათ მაღალი ლიკვიდურობა და ამის გამო სპრედის ზომაც მისაღებია ტრეიდერებისათვის. ვინაიდან ფასი საკმაოდ მცირე პერიოდში ფარავს სპრედს და შესაბამისად მოგების მიღება შესაძლებელია დროის შედარებით მცირე მონაკვეთში.
ვერცხლთან შედარებით უფრო მეტად პოპულარულია ოქრო, ვინაიდან იგი კაპიტალის შენახვის ერთგვარი საშუალებაა. გარდა ამისა აქვს პროგნოზირების კარგი ალბათობის ხარისხი. ზოგადი თვისების მიხედვით: ოქროს ფასი იზრდება კრიზისების და ბაზრების დაცემის პირობებში, ხოლო ეკონომიკური სტაბილიზაციის პერიოდებში ოქროს ფასი იკლებს.
ოქროზე ვაჭრობის ნიუანსების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში – ფორექს ტრეიდინგი ოქროზე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით