სტოპ ლოსის დაყენების წესები

სტოპ ლოსის დაყენების წესები

ხშირ შემთხვევაში სტოპ ლოსის დაყენება უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე ორდერის სწორი მიმართულებით გახსნა.

ამ საკითხზე დაობენ და ფიქრობენ არა მარტო დამწყები, არამედ პროფესიონალი ტრეიდერებიც კი. და საერთოდ საჭიროა თუ არა სტოპ ლოსის დაყენება, ესეც არ არის ერთმნიშვნელოვანი საკითხი და აქსიომა. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვსწავლობთ კლასიკურ ტრეიდინგს, ამიტომ აუცილებლად, გულისყურით უნდა მივუდგეთ სტოპ ლოსის დაყენების თეორიას.

ერთი შეხედვით, ამ მარტივ მომენტს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა და მკვეთრად ახდენს გავლენას საბოლოო ფინანსურ რეზულტატზე. სტატიაში შევეხები იმას, თუ რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ სტოპ ლოსის დაყენების დროს.

სტოპ ლოსის დაყენების მთავარ მაჩვენებელს წარმოადგენს ფასის მიერ გასავლელი მანძილი, გამოხატული პუნქტებში, რომლის გავლის შემდეგაც ამოქმედდება ზარალის ფიქსაციის ბრძანება. მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ორდერი დადგეს სწორედ იმ მაჩვენებელზე, რომლის მიღწევის შემდეგ სინამდვილეში მოხდება ტრენდის შემობრუნება.

  • მცირე სტოპ ლოსის გამო, პოზიცია დაიხურება ფასის მიერ, ორდერის საპირისპირო მიმართულებით მცირე რყევის შედეგად, ამიტომ სტოპ ლოსის დაყენება 15-25 პუნქზე ახლო მანძილზე არ არის რეკომენდებული;
  • დიდი სტოპ ლოსი გამოიწვევს პოზიციის დახურვას გაუმართლებლად დიდი ზარალის ფიქსაციით, რადგან სტოპ ლოსის ამუშავება მოხდება ტრენდის შემობრუნების დროს, მით უფრო რომ ტრენდმა უკვე გაიარა საკმაო მანძილი, ამიტომ არ არის რეკომენდებული სტოპ ლოსის დაყენება 50-70 პუნქტზე მეტ მანძილზე;

სტოპ ლოსის სწორი გათვლა იძლევა, არა მხოლოდ ზარალის მინიმიზაციის საშუალებას, არამედ ამ ზარალის მიღებისათვის ფსიქოლოგიურად ამზადებს ტრეიდერს. ამასთნ ერთად სტოპ ლოსის მაქსიმალური სიდიდის გათვალისწინებით შესაძლებელია წინასწარი პროგნოზირების განხორციელება და სავაჭრო ოპერაციების ტაქტიკის შემუშავებაც.

პირველი, რითიც უნდა დავიწყოთ სტოპ ლოსის ზომის გამოთვლა – არის ბაზრის სიტუაციური ანალიზი. იგი ხორციელდება ფასური რხევების საფუძველზე, რომლებიც განისაზღვრება მინიმუმებისა და მაქსიმუმების წერტილებით. მთავარია გამოვავლინოთ ფასური დერეფნის სიგანე და ტრენდის მიმართულება. შემდეგ, ამ ორი მაჩვენებლის საფუძველზე ვახდენთ სტოპ ლოს ორდერის მნიშვნელობის გამოთვლას.

თუ უკუსვლების/კორექციის სიდიდე 100 პუნქტსა და მეტს შეადგენს, აუცილებელი არ არის ამ მაჩვენებელზე სტოპ ლოსის დაყენება. უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ კორექციის ფსკერზე ან მწვერვალზე (ტრენდის მიმართულებიდან გამომდინარე) შევიდეთ ბაზარზე და არა მის დასაწყისში, ან შუა არეალში. ამ შემთხვევაში ორდერი არა თუ ზარალით დაიხურება, ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მინუსური ზეწოლის ქვეშ იქნება, არამდე დამატებით მოგებასაც კი მიიღებთ სწორ წერტილში სავაჭრო პოზიციის გახსნის გამო.

პრაქტიკაში სიტუაცია გამოიყურება შემდეგნაირად:

ვთქვათ, ბაზარზე სუსტად გამოხატული აღმავალი ტრენდია, 50 პუნქტიანი კორექციის მაჩვენებლით. ვხსნით ყიდვის ორდერს და სტოპ ლოსს ვაყენებთ 50 პუნქტს + 5, 7 პუნქტი. ეს არის სტოპ ლოსის გამოთვლის ყველაზე პრიმიტიული მეთოდი. გარდა ამისა არსებობს Stop Loss-ის დაყენების სხვა “ჭკვიანური” მეთოდებიც, როგორებიცაა მათი განთავსება ფიბონაჩის დონეებზე და ლოკალურ მაქსიმუმებზე, ან მინიმუმებზე. ამ თემების შესახებ ვისაუბრებთ საიტის სხვა სტატიებში.

სტოპ ლოსის გამოთვლისას, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს არა ლოტის ზომა და შესაბამისად დეპოზიტის რაოდენობა, არამედ ფასურ რყევებზე და ტრენდის მიმართულებაზე ორიენტირება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.