ვალუტის კოტირება ფორექსზე

ვალუტის კოტირება ფორექსზე

მაღაზიაში ყველა პროდუქტს აკრავს იარლიყი შესაბამისი ფასით და ჩვენ სალაროსთან მისვლისას უკვე გვაქვს წარმოდგენა, თუ რამდენი უნდა გადავიხადოთ არჩეული პროდუქტის ყიდვისას.

ფორექსის ბაზარზე გამუდმებით მიმდინარეობს ვაჭრობა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ვალუტების გაცვლა-გამოცვლას, ამიტომ როგორც სუპერმარკეტში ვალუტას უბრალოდ მივაკრათ იარლიყი შესაბამისი ფასით – არასაკმარისია.

მაგალითისთვის განვიხილოთ ვაჭრობა ევროსა და აშშ დოლარს შორის. იმისათვის, რომ ვიცოდეთ აღნიშნული ვალუტების ფასი, ამისათვის საჭიროა გამოვხატოთ ერთი ვალუტის ფასი, ვთქვათ ევროს ფასი, მეორე ვალუტის ფასად ამ შემთხვევაში აშშ დოლარის ფასად. ამას ვალუტის კურსი ეწოდება.

იმისათვის, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენთვის საჭირო ვალუტის ფასი, უნდა ვიცოდეთ ერთი ევროს ფასი, რომელიც გამოისახება აშშ დოლარში, ან პირიქით ერთი დოლარის ფასი, რომელიც გამოისახება ევროში. იმისთვის, რომ განვახორციელოთ ასეთი ოპერაციები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენთვის საჭირო ვალუტის ფასი, რომელიც გამოსახულია ჩვენს ხელთ არსებულ ვალუტაში. ეს ე.წ. ვალუტის კურსი გამოიხატება კოტირებაში, რომელსაც ბირჟაზე აქვს ასეთი სახე – A/B. მაგალითად ევროს გადაცვლას აშშ დოლარში ექნება კოტირების ამგვარი გამოსახვა – EUR/USD.

უფრო ზუსტად რომ გავშიფროთ აღნიშნული გამოსახულება, მაშინ მივიღებთ ასეთ ვარიანტს: А – არის ვალუტა, რომელსაც ეწოდება საბაზო (base currency), ანუ ხელთარსებული, ხოლო В – არის კოტირებული ვალუტა (counter ან quoted currency), ანუ ის რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ ფორექსის ბაზარზე. ეს არის მკაცრად დაცული პოზიცია ვალუტის კოტირებებში. აუცილებელია ამას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. სავალუტო წყვილისთვის ევრო – აშშ დოლარი კოტირება გამოისახება მხოლოდ ასეთი პოზიციით – EUR/USD და არავითარ შემთხვევაში სხვაგვარად, ანუ ასე – USD/EUR.

EUR/USD გამოსახულებაში საბაზო ვალუტაა – EUR, ხოლო კოტირებული ვალუტა USD.

განვიხილოთ მაგალითი იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ სავალუტო კოტირებების პოზიციების განსაზღვრა. ცოტა ხნით მოვწყდეთ ფორექსის ბაზარს და განვიხილოთ ნებისმიერი ქვეყანა, რომლებსაც აქვს ნაციონალური ვალუტა. ნებისმიერ ქვეყანაში ყალიბდება გარკვეული წესები, რომლის მიხედვითაც ხდება ვალუტის კურსის გამოსახვა სხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. ეს ხდება იმიტომ, რომ უფრო კარგი წარმოსადგენი იყოს რომელიმე ვალუტის ფასი იმ ვალუტასთან მიმართებაში, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს ამ ქვეყნის მოქალაქე.

თუ განვიხილავთ იაპონიას, მაშინ ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის უფრო მისაღებია განსაზღვრონ ერთი აშშ დოლარის ღირებულება იაპონურ იენასთან მიმართებაში, ვიდრე პირიქით, განსაზღვრონ ერთი იაპონური ენის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებაში. იაპონიის მოქალაქეებისთვის და მათთვის ვინც ფლობს ამ ვალუტას, იაპონური იენის სავალუტო კურსის კოტირება აშშ დოლართან მიმართებაში გამოისახება ასე – USD/JPY და არა პირიქით.

ვალუტის კურსის გამოსახვის ასეთ მეთოდს, როდესაც ერთი ერთეული უცხოური ვალუტის ღირებულება გამოსახულია ადგილობრივი ვალუტის გარკვეული რაოდენობის ერთეულში, ეწოდება პირდაპირი კოტირება. ვალუტის კურსის გამოსახვის სხვა მეთოდს, როდესაც ერთი ერთეული ნაციონალური ვალუტის ღირებულება გამოსახულია საჭირო უცხოური ვალუტის გარკვეული რაოდენობის ერთეულში, ეწოდება არაპირდაპირი კოტირება. USD/JPY – არის პირდაპირი კოტირება იაპონიისთვის.

ფორექსის სავალუტო ბაზარზე არ არის ისეთი ცნება, როგორიცაა ნაციონალური ვალუტა. ფორექსზე მთავარი და ძირითადი ვალუტა იყო და არის აშშ დოლარი, ამიტომ ფორექსის კოტირებების აღნიშვნისათვის (ჩანაწერისთვის), მოქმედი სავალუტო კურსებისთვის, გამოიყენება მხოლოდ ის წესები რომელიც ფორმირებულია შესაბამის ქვეყნებში.

ფორექსზე, პირდაპირი და არაპირდაპირი კოტირებების ყველა ცნება გამოიყენება მხოლოდ აშშ დოლართან დამოკიდებულებაში. ბევრ ვალუტასთან მიმართებაში აშშ დოლარი ყოველთვის ითვლება კოტირების საბაზო ვალუტად, ხოლო თვითონ კოტირება ითვლება არაპირდაპირ კოტირებად. იმ სავალუტო წყვილებს, სადაც აშშ დოლარი ითვლება კოტირებულ ვალუტად, ეწოდეპა პირდაპირი. მაგალითად: USD/JPY – აქ აშშ დოლარი იაპონურ იენასთან წყვილში ითვლება საბაზო ვალუტად, ამიტომაც კოტირება არაპირდაპირია. სხვა მაგალითი: GBP/USD – აშშ დოლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან წყვილში, აშშ დოლარი არის კოტირებული ვალუტა პირდაპირ კოტირებაში.

მაშასადამე, ფორექსზე ნაციონალურ ვალუტად ყოველთვის ჩაითვლება აშშ დოლარი (USD). და თუ დოლარი სავალუტო წყვილში არის კოტირებული ვალუტა, მაშინ კოტირება ითვლება პირდაპირად, მაგალითად EUR/USD.

თუ ფორექსზე აღნიშნულია, რომ კოტირება A/B უდრის X, მაშინ იგულისხმება ერთიანი (“1” ციფრი), რომლის ღირებულების ფასად შესაძლებელია ვიყიდოთ ან გავყიდოთ X რაოდენობა А საბაზო ვალუტა B კოტირებულ ვალუტასთან მიმართებაში. თუ განვიხილავთ ევრო-აშშ დოლარის მაგალითს, მაშინ მივიღებთ: EUR/USD უდრის Х, სადაც Х – არის კოტირება, რომელიც უდრის იმ ციფრს, ანუ უდრის აშშ დოლარების იმ რაოდენობას, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, თუ გავყიდით ერთ ევროს, ანუ რამდენ აშშ დოლარსაც გადავიხდით ერთი ევროს საყიდელად.

მაგალითად თუ ფასი EUR/USD უდრის 1.3457, მაშინ ჩვენ ვგულისხმობთ, რომ 1 ევროს ჩვენ მივიღებთ 1.3457 აშშ დოლარის ფასად.

მაშასადამე, ჩვენს მიერ ფორექსზე განხორციელებული ყველა ყიდვა/გაყიდვის ოპერაცია, ყოველთვის აღირიცხება კოტირების საბაზო ვალუტით. ქვემოთ მაგალითის სახით მოყვანილია ფორექსის კოტირებების ცხრილი, სადაც კოტირებების საფუძვლად აღებულია აშშ დოლარი

სავალუტო წყვილი კოტირება:

[list type=”arrow” color=”#009900″] [list_item] EUR/USD – 1.3373 [/list_item] [list_item] AUD/USD – 0.9266 [/list_item] [list_item] GBP/USD – 1.5377 [/list_item] [list_item] NZD/USD – 0.7162 [/list_item] [list_item] USD/CAD – 0.9991 [/list_item] [list_item] USD/CHF – 1.0733 [/list_item] [list_item] USD/JPY – 94.03 [/list_item] [/list]

ცხრილიდან ჩანს, თუ რამდენ აშშ დოლარად არის შესაძლებელი ერთი ევროს ყიდვა ან გაყიდვა და შესაბამისად რამდენ იაპონურ იენად არის შესაძლებელი ერთი აშშ დოლარის ყიდვა ან გაყიდვა და ა.შ.

აუცილებელია გვახსოვდეს ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტები. ინტერნეტში არის კოტირებების მრავალი მონაცემები (სიები), სადაც აქცენტი პირდაპი და არაპირდაპირ კოტირებებზე საერთოდ არკეთდება, ვინაიდან მიჩნეულია, რომ, თუ ადამიანი ვაჭრობს ფორექსზე, მაშასადამე საკმარისად კომპეტენტურია და ყველაფრის შესახებ ფლობს ცოდნას. თუ არ გავიაზრებთ, კოტირებაში რომელი ვალუტა არის საბაზო, მაშინ შესაძლებელია დავუშვათ ბევრი გაუთვალისწინებელი შეცდომა. მაგალითად ინტერნეტში შესაძლებელია შევხვდეთ ასეთ ჩნაწერს JPY/USD 94.03 და ჩვენ შესაძლებელია ვიგულისხმოთ საპირისპირო, ვიდრე ამ ჩანაწერში გადმოცემულია ინფორმაცია. სინამდვილეში კი ამ ჩანაწერში იგულისხმება სწორედ რომ არაპირდაპირი კოტირება აშშ დოლართან მიმართებაში ანუ USD/JPY 94.03.

ასევე უნდა ავღნიშნო, რომ გვხდება ჩანაწერები, სადაც ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამოსახულია მხოლოდ ერთი სიმბოლოთი, მაგალითად JPY 94.03, CHF 1.0733 და ა.შ. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ ჩანაწერში იგულისხმება, რომ აშშ დოლარი (USD) არის საბაზო ვალუტა და მაშასადამე იგი დგას პირველ ადგილზე.

სანამ ვაჭრობას დაიწყებთ ფორექსზე, მანამდე შეისწავლეთ ძირითადი სავალუტო წყვილების, რომლებთანაც თქვენ გსურთ მუშაობა, კოტირებების განსაკუთრებული მახასიათებლები. აუცილებლად შეისწავლეთ პირდაპირი და არაპირდაპირი კოტირებები აშშ დოლართან მიმართებაში. უამისოდ ფორექსის ბაზარზე მუშაობა შეუძლებელია. საჭირო კოტირებების საფუძვლების ცოდნა საშუალებას მოგცემთ სიტუაციაში სწრაფი ორიენტაციისა და წარმატებული ვაჭრობისთვის.

კოტირებების ცოდნასთან ერთად, ასევე საჭიროა გავიგოთ ამ კოტირებების ცვლილებების ზოგიერთი მიმართულებები. ფორექსზე ვაჭრობის მთავარი ამოცანაა მოგების მიღება. ვალუტა უნდა იყიდოთ იაფად და მისი გაძვირების შემთხვევაში უნდა გაყიდოთ რაც შეიძლება ძვირად. უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი კოტირებებისთვის, ვალუტის კურსის ცვლილების მიმართულებას აქვს მხოლოდ საპირისპირო მნიშვნელობა. მაგალითად, GBP/USD პირდაპირი კოტირების კურსის ზრდა ნიშნავს, რომ ძვირდება ბრიტანული ფუნტი სტერლინგი, ხოლო აშშ დოლარი იაფდება, ანუ ერთ ფუნტი სტერლინგი შესაძლებელია ვიყიდოთ ან გავყიდოთ უფრო მეტ აშშ დოლარის რაოდენობაზე. ხოლო დოლართან მიმართებაში არაპირდაპირი კოტირების ზრდა, მაგალითად USD/JPY, ნიშნავს აშშ დოლარის გაძვირებას, ანუ იმას რომ იაპონური იენა გაიაფდა, ამიტომ ერთი აშშ დოლარის ყიდვა ან გაყიდვა შესაძლებელია უფრო მეტი იაპონური იენის რაოდენობაზე.

ვალუტის კოტირება ფორექსზე

კოტირებების მუდმივი ცვლილებების გამო გაჩნდა ტერმინი, რომელიც გამოხატავს კოტირებების მინიმალურ მნიშვნელობას. მას ეწოდება – პუნქტი (point, pip). როგორც წესი მისი რიცხობრივი გამოხატულებაა 0,0001 ან 0,001.

ერთი პუნქტის ღირებულებას აქვს კონკრეტული მნიშვნელობა ყოველი სავალუტო წყვილისთვის. თუ განვიხილავთ პირდაპირ კოტირებებს, მაშინ ერთი პუნქტის ღირებულება ყოველთვის გამოიხატება აშშ დოლარებში. სხვა შემთხვევებში, მაგალითად დოლართან დამოკიდებულებაში მყოფი არაპირდაპირი კოტირებებისთვის ერთი პუნქტის ღირებულება გამოითვლება ფორმულით, რომელსაც განვიხილავთ შემდეგ სტატიაში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საბანკო ინტერესი

საბანკო ინტერესი

მარჯინალური ვაჭრობისას გამოიყენება ნასესხები კაპიტალი – ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში, სხვა სიტყვებით …