ბინარული ოფციონების სფეროში კაპიტალის ეფექტური მართვა

ბინარული ოფციონების სფეროში კაპიტალის ეფექტური მართვა

ბინარული ოფციონების ტრეიდინგში წარმატებული საქმიანობისათვის გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი და თითოეული მათგანი განსაზღვრავს საინვესტიციო საქმიანობის შედეგს. მათ შორის ძირითადი ფაქტორის გამორჩევა საკმაოდ რთულია, თუმცა არსებობს გარკვეული იერარქია, რომელთა შორისაც უკანასკნელი ადგილი ნამდვილად არ უკავია კაპიტალის განაწილებას.

ფული მოითხოვს მზრუნველ დამოკიდებულებას და ეს აქტუალურია ბიზნესის ნებისმიერი სფეროსათვის. თუ ტრეიდერს არ აქვს უნარი რაციონალურად გაანაწილოს კაპიტალი, მაშინ სავსებით მოსალოდნელია გაკოტრების საშიშროების წინაშე დადგეს. კაპიტალისადმი უდიერი დამოკიდებულებით ტრეიდერის საქმიანობა ვერ იქნება ეფექტური.

პირველ რიგში თავიდან უნდა ავირიდოთ მაღალ რისკიანი გარიგებები და ჩამოვყალიბდეთ – თუ რომელ გარიგებაში იქნება ინვესტირება უფრო მეტად მომგებიანი. ტრეიდერს შეუძლია გამოიყენოს რეზულტატური სტრატეგიები, ეფექტური ინდიკატორები, ფილტრები, იმუშაოს სარფიან სავაჭრო მოედნებზე, მაგრამ ყოველივე ეს ვერ იხსნის მას, თუ ფულის მიმართ არ აქვს პრაგმატული და რაციონალური დამოკიდებულება.

დაუშვებელია დიდი რაოდენობის თანხებით გარისკვა, მაშინაც კი თუ გარიგება და სიტუაცია მომგებიანად გვეჩვენება. ყველა შემთხვევაში არსებობს იმის ალბათობა, რომ გარიგება დაიხურება ჩვენთვის წამგებიანი რეზულტატით, რაც თავის მხრივ გაანადგურებს ტრეიდერის დეპოზიტს, ხოლო ცარიელი დეპოზიტით კი სიტუაციის დასტაბილურება და გამოსწორება შეუძლებელი გახდება. ანგარიშზე ყოველთვის უნდა დარჩეს იმდენი ფული რომ წამგებიანი გარიგებების შემდეგ შევძლოთ რევანშის აღება. მიმაჩნია, რომ წარმატებისკენ გზა უნდა გავიაროთ პატარ-პატარა, მოზომილი ნაბიჯებით, ვიდრე დიდი ნახტომებით, ვინაიდან დიდი ნახტომებით მოძრაობისას ერთხელაც შპაგატზე ჩავჯდებით, რაც საკმაოდ მტკივნეული იქნება და მწარედ ვინანებთ დახარჯული ფულისა და დაკარგული დროზე.

ბინარული ოფციონების ტრეიდინგის ტაქტიკა

ბინარულ ოფციონებზე ვაჭრობა აქტივების თვალსაზრისით შეზღუდული არ არის. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში უმჯობესია კაპიტალი განაწილდეს სავალუტო წყვილებსა და სხვა აქტივებს შორის (აქციები, ინდექსები და ა.შ.). თუმცა ეს პროცესი არ უნდა იყოს ბრმა. შესაძლებელია ერთი-ორჯერ “გავარტყათ” და მოვიგოთ, მაგრამ ყოველთვის დადგება უიღბლობის პერიოდი და ქარის მოტანილს ისევ ბირჟა წაიღებს. ამ შემთხვევაში გამოსავალია ეფექტური სამუშაო გეგმის შექმნა, რომელიც მოიცავს აქტივებს შორის კაპიტალის სწორი განაწილების მომენტებს.

მხოლოდ სამუშაო გეგმით არის შესაძლებელი კაპიტალის დაგროვების პროცესი გავხადოთ დინამიური და უწყვეტი. გირჩევთ!!! დიდი ფსონის ცდუნება გამორიცხეთ თავიდანვე და დაეყრდენით მხოლოდ მკაფიოდ გაწერილ კაპიტალის განაწილების გეგმას.

გამოცდილ ტრეიდერებს აქვთ გარიგებების დადების თანამიმდევრობის მთელი სისტემები, სადაც გაწერილია წამგებიანი ვარიანტების მომგებიანი ფსონებით გადაფარვის სარეზერვო პოზიციები. ეს იმისთვისაა გაკეთებული, რომ ანგარიში თუ არ გაიზრდება, მაშინ მინუსში მაინც არ გადავა, ეს რა თქმა უნდა უკეთესია ვიდრე ანგარიშის განულება. ამისთანა, ერთგვარი ჰეჯირებული სამუშაო გეგმებით სწრაფად ვერ გავხდებით “ათასიონერები” ან “მილიონრები”, თუმცა საშუალება გვექნება თანდათან მივუახლოვდეთ მიზანს.

ინვესტორი, რომელსაც სწორი მიდგომა აქვს საკუთარი სასტარტო კაპიტალის მიმართ განსხვავდება სხვა ტრეიდერებისგან და მას უფრო მეტი შანსი აქვს კარგი კარიერა გაიკეთოს ბინარული ოფციონების სფეროში. იგი ნებისმიერ სიტუაციასა და პირობებში გააგრძელებს რეზულტატიურ საქმიანობას.

ბინარული ოფციონების “სტრატეგია 50%”

თითოეულ ინვესტორს გააჩნია კაპიტალის მართვის საკუთარი გეგმა, თუმცა მათგან გამოსაყოფია ზოგადი ხასიათის, უმარტივესი გეგმა, რომელსაც “სტრატეგია 50%”-ს უწოდებენ.

პრინციპში, როგორც ყველა ყველა საფინანსო ბაზარზე, ასევე ოფციონებზეც საშუალო რისკი შეადგენს 50%-ს. ანუ, ან პოზიცია მოიგებს, ან წააგებს. ამ თეორიიდან გამომდინარე წარმატებული ერთი პოზიციის მოგება უნდა გაიყოს ორად: ერთი ნაწილი უნდა დარეზერვდეს, ხოლო მეორე ნაწილი კვლავ უნდა დაბრუნდეს ოფციონურ ინვესტირებაში. გასაგები მომენტია, რომ: კაპიტალის ასეთი განაწილების დროს, წაგების შემთხვევაში ვრისკავთ მხოლოდ 50%-ით, ხოლო დარჩენილი 50% გვაძლევს რევანშის საშუალებას.

თუმცა, 50%-იანი რისკის დონის შემცირების მიზნითაც შესაძლებელია კაპიტალის მართვის სამუშაო გეგმა გავამდიდროთ სავაჭრო სისტემით, რომლის დროსაც გაიხსნება რამდენიმე ჰეჯირებული და/ან თანამიმდევრული პოზიცია, რომელიც თავის მხრივ უნდა გაიხსნას ეფექტური ოფციონური სტრატეგიის მიხედვით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ბინარული ოფციონების წარმატებული კონტრაქტების პროცენტული მაჩვენებელი

ხშირ შემთხვევებში, ბინარული ოფციონები ასოცირებულია მინიმალურ ძალისხმევის ფონზე კოლოსალურ შემოსავლებთან. რა თქმა უნდა ეს ესე …