სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე საკითხს, რომელიც შეეხება ბინარული ოფციონებით ვაჭრობას.
ბინარული ოფციონებით ვაჭრობის არჩევანი – ტრენდისა და ვოლატილობას შორის:
საკითხი დგას შემდეგნაირად, რა არის უმჯობესი – ვივაჭროთ უფრო მეტად ვოლატილურ ინსტრუმენტზე, რათა მივიღოთ პოტენციურად უფრო მეტი შემოსავალი, თუ ვითამაშოთ ნაკლებად ვოლატილურ ოფციონებზე, რათა უფრო სტაბილური რეზულტატი მივიღოთ.
ოპტიმალური შეფარდება პოტენციურ შემოსავლიანობასა და რისკს შორის კონკრეტული ტრეიდერის გადასაწყვეტია. მაგრამ ოფციონური ტრეიდერების ნაწილში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვაჭრობა უფრო მეტად ვოლატილურ ინსტრუმენტებზე, პოტენციურად უფრო შემოსავლიანია – იმ შემთხვევაში თუ ტრეიდერი ფსიქოლოგიურად და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე მზადაა გადაამუშავოს უფრო ძლიერი ფასური რყევები.
თუმცა, ბინარული ოფციონების ტრეიდერების მეორე ნაწილი იხრება ალტერნატიული სტილისკენ, რაც მდგომარეობს შემდეგში:
ავიღოთ 20 დღიანი პერიოდი ვოლატილური სავაჭრო ინსტრუმენტისთვის, რომლის ფასი ერთ დღეში იზრდება 10%-ით, ხოლო მეორე დღეს იკლებს 10%-ით. ამრიგად, ფასის მოძრაობის გრაფიკი ფორმირდება ზიგზაგით და ფასის აბსოლუტური ცვლილება მიმდინარე პერიოდისთვის – არის 0 პროცენტი.
მეორე მაგალითისთვის ავიღოთ იგივე პერიოდი, თუმცა დაბალი ვოლატილობის სავაჭრო ინსტრუმენტისთვის, რომლის ფასი თანამიმდევრულად იზრდება დღეში 1%-ით, რაც 20 დღეზე გადაანგარიშებით გვაძლევს ინსტრუმენტის ფასის 20%-იან ზრდას (ვგულისხმობ ჯამურ პროცენტს შეკრებითობის მეთოდით).
ტრეიდერების კონსერვატორ ნაწილს კარგად მოეხსენება, რომ გრძელვადიან ოფციონებზე ვაჭრობა მეორე მაგალითში მოყვანილ სავაჭრო ინსტრუმეტის გამოყენება არათუ საჭიროა, არამედ აუცილებელიც კი, თუ გვინდა რომ შემოსავალი მივიღოთ. მაგრამ ზემოთ აღნიშნულ მეორე მაგალითში ასახული სავაჭრო ინსტრუმენტი სტაბილური სახით ბუნებაში არ არსებობს, თუმცა კონცეფცია სტაბილურად გამოიყენება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით