ფორექსის სტრატეგია “SMA 108” ეფუძვნება ფორექსის 2 ინდიკატორის სიგნალს: ფასის მიერ დამატებითი დონეების მქონე მცოცავი საშუალოს გადაკვეთას, რომელიც მოგების ფიქსაციისთვის გამოიყენება და დამატებითი მცოცავი არხის ფუნქციას ასრულებს, აგრეთვე შესაბამის პირობებში სესიური ექსტრემუმების გარღვევას.
- სავალუტო წყვილი: EUR/USD (სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია სხვა სავალუტო წვილებისათვისაც პარამეტრების და დონეების სხვა მნიშვნელობებით);
- თაიმ-რეიმი: H1;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- მარტივი მცოცავი საშუალო SMA(108) , Open. დადებითი დონეებით: 140, 240, 350 და უარყოფითი დონეებით: -140, -240, -350;
- ინდიკატორი i-ParamonWorkTime;
ინდიკატორი გვაჩვენებს სავაჭრო სესიებს. იგი გვესაჭიროება გრაფიკზე იმ ინტერვალის გამოსახვისთვის, რომელზეც მოვძებნით მცოცავი საშუალოს გარღვევას და ვიპოვით ექსტრემუმებს გადადებული ორდერების დაყენებისთვის. ინდიკატორი ავტომატურ რეჟიმში გრაფიკზე ნაცრისფრად გამოსახავს მართკუთხედს GTM დროით 18.00 საათიდან 9.00 საათამდე ინტერვალში, ანუ მონიშნავს აზიის და წყნარი ოკეანიის სავაჭრო სესიის დროის ინტერვალს/პერიოდს.
ფორექსის სტრატეგია “SMA 108” – ალგორითმი
ყიდვა:
- აზიის სავაჭრო სესიაზე ფასმა გაარღვია SMA(108) ქვემოდან ზემოთ;
- თუ საკონტროლო სავაჭრო სესიებზე ფასი არღვევს SMA(108)-ს ქვემოდან ზემოთ და შემდეგ თუნდაც დაბრუნდა საპირისპირო მხარეს, ანუ ჩამოვიდა SMA(108)-თან ქვემოთ, მაინც ვდებთ 3 გადადებულ Buy Stop ორდერს თანაბარ ლოტით, აზიის + წყნარი ოკეანიის სესიის მაქსიმუმის მაღლა, სურვილის შემთხვევაში 5-10 პუნქტის დაშორებით (ლუფტით);
- სტოპ ლოსს ვაყენებთ წარმოქმნილი ნაცრიფერი ზოლის მინიმუმის დაბლა (ანუ ამავე დღის აზიის და წყნარი ოკეანიის სესიის მინიმუმის დაბლა);
- ტეიკ პროფიტს არ ვაყენებთ, მაგრამ თუ ფასი ჩვენი მიმართულებით წავიდა, მაშინ მოგებას ვაფიქსირებთ მცოცავი საშუალოს დონეებზე 140, 240, 350. თანაც პირველი ორდერის ტეიკ პროფიტს ვაფიქსირებთ 140 დონეზე, მეორე ტეიკ პროფიტს 240 დონეზე, ხოლო მესამე ტეიკ-პროფიტს 350 დონეზე;
- როგორც კი დაიხურება პირველი ორდერი, დანარჩენი ორი გადაგვყავს უზარალობის დონეზე. ასევე ვმოქმედებთ, როდესაც ფასი მიაღწევს 70 პუნქტიან პროფიტს. მოკლედ რომ ვთქვათ ველოდებით რომელი უფრო ადრე იქნება – SMA(108)-ის 140-იანი დონე, თუ 70 პუნქტიანი მოგება;
- თუ ფასი კვლავ SMA(108)-ს დაუბრუნდება, (მნიშვნელობა არ აქვს ორდერები მომგებიან თუ უზარალობის დონეზე არიან) – ვხურავთ ორდერებს მიმდინარე ფასით. თუ პოზიცია მინუსშია, მაშინ დახურვა ხდება მხოლოდ სტოპ-ლოსით;
ყიდვის მაგალითი:
- აზიის სავაჭრო სესიაზე ფასმა გაარღვია SMA(108) ზემოდან ქვემოთ ;
- თუ საკონტროლო სავაჭრო სესიებზე ფასი არღვევს SMA(108)-ს ზემოდან ქვემოთ და შემდეგ თუნდაც დაბრუნდა საპირისპირო მხარეს, ანუ ავიდა SMA(108)-თან ზემოთ, მაინც ვდებთ 3 გადადებულ Sell Stop ორდერს თანაბარ ლოტით, აზიის + წყნარი ოკეანიის სესიის მინიმუმის ქვემოთ, სურვილის შემთხვევაში 5-10 პუნქტის დაშორებით (ლუფტით);
- სტოპ ლოსს ვაყენებთ წარმოქმნილი ნაცრიფერი ზოლის მაქსიმუმის ზემოთ (ანუ ამავე დღის აზიის და წყნარი ოკეანიის სესიის მაქსიმუმის ზემოთ);
- ტეიკ პროფიტს არ ვაყენებთ, მაგრამ თუ ფასი ჩვენი მიმართულებით წავიდა, მაშინ მოგებას ვაფიქსირებთ მცოცავი საშუალოს დონეებზე 140, 240, 350. თანაც პირველი ორდერის ტეიკ პროფიტს ვაფიქსირებთ 140 დონეზე, მეორე ტეიკ პროფიტს 240 დონეზე, ხოლო მესამე ტეიკ-პროფიტს 350 დონეზე;
- როგორც კი დაიხურება პირველი ორდერი, დანარჩენი ორი გადაგვყავს უზარალობის დონეზე. ასევე ვმოქმედებთ, როდესაც ფასი მიაღწევს 70 პუნქტიან პროფიტს. მოკლედ რომ ვთქვათ ველოდებით რომელი უფრო ადრე იქნება – SMA(108)-ის 140-იანი დონე, თუ 70 პუნქტიანი მოგება;
- თუ ფასი კვლავ SMA(108)-ს დაუბრუნდება, (მნიშვნელობა არ აქვს ორდერები მომგებიან თუ უზარალობის დონეზე არიან) – ვხურავთ ორდერებს მიმდინარე ფასით. თუ პოზიცია მინუსშია, მაშინ დახურვა ხდება მხოლოდ სტოპ-ლოსით;
გაყიდვის მაგალითი:
დამატებითი პირობები:
- ორდერებს არ ვდებთ, თუ ფასი SMA(108)-ის გაარღვევის შემდეგ გადის 80-90 პუნქტს გარღვევის მიმართულებით;
- დღის განმავლობაში გაუაქტიურებელ ორდერებს ვაუქმებთ მომდევნო ნაცრისფერი ზოლის წარმოქმნამდე, ანუ მეორე დღის 18.00 საათამდე (GTM დროით);
- სანამ არ დაიხურება ყველა პოზიცია – ახალს არ ვხსნით, თუნდაც გვქონდეს ბაზარზე შესვლის სიგნალი. ყოველ შემთხვევაში, ახალი პოზიციების გახსნისას, ძველი პოზიციები უზარალობის დონეზე მაინც უნდა იმყოფებოდნენ;
ინდივიდუალური რჩევა:
თუმცა ყოველივე ზემოთ თქმული თქვენს გემოვნებაზე და თქვენს მიერ სწორედ შერჩეულ ინდივიდუალურ მანი მენეჯმენტზეა დამოკიდებული.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით