ფორექსის სტრატეგია “სრული ჩაქრობა” საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ტრენდის მწვერვალები და ფსკერები, ადგილები სადაც ერთი ტიპის ტრენდი “სრულად ქრება”, ხოლო მეორე “აინთება”, რაც თავის მხრი შემოსავლის მიღების კარგ შანსს იძლევა.
- სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
- ტაიმ ფრეიმი: H1;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- ინდიკატორი ბოლინჯერის ველები Bollinger Bands (20) გადახრა 1. ანუ, Bollinger Bands (20/1). გრაფიკზე იასამნისფერი;
- ინდიკატორი ბოლინჯერის ველები Bollinger Bands (20) გადახრა 2. ანუ, Bollinger Bands (20/2).გრაფიკზე ლურჯი ფერი;
- ინდიკატორი ბოლინჯერის ველები Bollinger Bands (20) გადახრა 3. ანუ, Bollinger Bands (20/3). გრაფიკზე წითელი ფერი;
- ოსცილატორი RSI (14) , დონეებით 30 და 70;
ფორექსის სტრატეგია “სრული ჩაქრობა” – პირობები:
- გარიგების დადებას განვიხილავთ მხოლოდ იმ მომენტში: ინდიკატორი RSI მიაღწევს გაჯერებული გაყიდვის ზონას, ანუ თავის 70-იან დონეს, ან გაჯერებული გაყიდვების ზონას, ანუ თავის 30-იან დონეს;
- ბოლინჯერის ველების კომპლექტით ვავლენთ ტრენდის ე.წ. სრული ჩაქრობოს წერტილს;
- თუ ფასმა მიაღწია ბოლინჯერის ველების მესამე მრუდს Bollinger Bands (20/3), ეს იმის სიგნალია, რომ ფასი იმყოფება ექსტრემალურ ზონაში. მას შემდეგ, რაც ფასი დასცილდება მე-3 მრუდს და შევა პირველი, ანუ Bollinger Bands (20/1) და მეორე, ანუ Bollinger Bands (20/2) მრუდების ზონაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ფასი შედის შემობრუნების ფაზაში;
- გარიგების დადების მთავარი პირობაა ის რომ, ერთი სანთელი მაინც უნდა დაიხუროს Bollinger Bands (20/1) და Bollinger Bands (20/2) მრუდების ზონაში;
ყიდვა:
- ოსცილატორი RSI იმყიფება 30-იანი დონის ქვემოთ;
- ფასმა მიაღწია Bollinger Bands (20/3)-ის ქვედა მრუდს, ხოლო შემდეგ დაბრუნდა და შევიდა Bollinger Bands (20/2) და Bollinger Bands (20/1)-ის ზონაში და დაიხურა იქ. მომდევნო სანთელზე ვხსნით ყიდვის ორდერს მიმდინარე ფასით;
- სტოპ ლოსს ვაყენებთ ლოკალურ მინიმუმზე მინუს 10 პუნქტი;
- საწყის ტეიკ პროფიტს ვაყენებთ სტოპ ლოსის ტოლ მანძილზე;
- საწყისი ტეიკ პროფიტის მიღწევის შემდეგ სტოპ ლოსი გადაგვყავს უზარალობაში და ორდერის ერთ ნაწილს ვხურავთ;
- ორდერის დარჩენილ ნაწილს ან ვატრეილინგებთ, ან ვხურავთ, როდესაც ფასი მიაღწევს Bollinger Bands (20/2)-ის ზედა მრუდს;
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვა:
- ოსცილატორი RSI იმყიფება 70-იანი დონის ზემოთ;
- ფასმა მიაღწია Bollinger Bands (20/3)-ის ზედა მრუდს, ხოლო შემდეგ დაბრუნდა და შევიდა Bollinger Bands (20/2) და Bollinger Bands (20/1)-ის ზონაში და დაიხურა იქ. მომდევნო სანთელზე ვხსნით გაყიდვის ორდერს მიმდინარე ფასით;
- სტოპ ლოსს ვაყენებთ ლოკალურ მაქსიმუმზე პლიუს 10 პუნქტი;
- საწყის ტეიკ პროფიტს ვაყენებთ სტოპ ლოსის ტოლ მანძილზე;
- საწყისი ტეიკ პროფიტის მიღწევის შემდეგ სტოპ ლოსი გადაგვყავს უზარალობაში და ორდერის ერთ ნაწილს ვხურავთ;
- ორდერის დარჩენილ ნაწილს ან ვატრეილინგებთ, ან ვხურავთ, როდესაც ფასი მიაღწევს Bollinger Bands (20/2)-ის ქვედა მრუდს;
გაყიდვის მაგალითი:
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით