ფორექსის სტრატეგია “Doske Scalping”, მიუხედავად იმისა რომ ერთ საათიანი ტაიმფრეიმისთვისაა განკუთვნილი, ორიგინალში მაინც სკალპინგურ სტრატეგიად არის მოხსენებული.
- ტაიმ ფრეიმი: H1;
- სავალუტო წყვილი: USD/CHF, GBP/USD და ყველა ის წყვილი სადაც იაპონური იენა მონაწილეობს ;
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- 6 ცალი ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA პარამეტრებით 3, 5, 7, 9, 11, 13 Close – ფერი მწვანე ყველასთვის (EMA (3)-ის მრუდი სხვებზე მეტად გავამსხვილოთ);
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (55) Close – ვარდისფერი;
- ექსპონენციალური მცოცავი საშუალო EMA (275) Close – ყვითელი;
- ინდიკატორი QQE (6);
- ინდიკატორი QQE (60);
ფორექსის სტრატეგია “Doske scalping” – ალგორითმი
ყიდვა:
- საკონტროლო დონეა – ვარდისფერი მცოცავი საშუალო – EMA (55);
- ყველა მწვანე მცოცავი საშუალო უნდა იმყოფებოდეს საკონტროლო, ვარდისფერი მცოცავი საშუალოს ზემოთ;
- ინდიკატორის QQE (6) უწყვეტმა მრუდმა უნდა გადაკვეთოს თავისი 50-იანი დონე ქვემოდან ზემოთ;
- ინდიკატორის QQE (60) უწყვეტმა მრუდმა უნდა გადაკვეთოს თავისი წყვეტილი მრუდი ქვემოდან ზემოთ;
- სტოპ ლოსი დგება ვარდისფერი მოცავი საშუალოს EMA (55)-ის ქვემოთ 3-5 პუნქტის ლუფტით;
- პოზიციიდან გამოვდივართ, როდესაც QQE (60) ინდიკატორის უწყვეტმა მრუდმა გადაკვეთა წყვეტილი მრუდი ზემოდან ქვემოთ;
- პოზიციიდან უფრო ადრე გამოსვლა შესაძლებელია, როდესაც EMA (3) (უფრო მსხვილი მწვანე მცოცავი საშუალო) გადაკვეთს EMA (5)-ს ზემოდან ქვემოთ;
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვებისთვის სარკისებურად ანალოგიური პირობებია
გაყიდვის მაგალითი:
დამატებითი პირობები (ტრეიდერის შეხედულებისამებრ):
- აგრესიული სტილის ტრეიდინგის შემთხვევაში ყურადღებას არ ვაქცევთ EMA (275)-ს. შესაძლებელია იგი საერთოდ მოვაცილოთ გრაფიკიდან;
- კონსერვატიული სტილის ტრეიდინგის შემთხვევაში არ ვხსნით ყიდვების პოზიციებს თუ ფასი იმყოფება EMA (275)-ის ქვემოთ და არ ვხსნით გაყიდვების პოზიციებს, თუ ფასი იმყოფება EMA (275)-ის ზემოთ;
***
***
***
***
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით