ფორექსის სტრატეგია “Weighted Taylor” (“შეწონილი ტეილორი”) ეფუძნება შეწონილი მცოცავი საშუალოების (WMA) და RSI ისცილატორისაგან მიღებულ სიგნალებს.
- ტაიმ ფრეიმი: მხოლოდ D1;
- სავალუტო წვილი: მხოლოდ EUR/USD;
იმის გამო, რომ ვაჭრობა მიმდინარეობს დღიურ ტაიმფრეიმზე და ფასური გაშლის დიაპაზონი დიდია, ამიტომ მიზანშეწონილია მცირე ლოტით ვაჭრობა.
გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- Linear Weighted Moving Average პერიოდით 5, Close. გრაფიკზე ლურჯი;
- Linear Weighted Moving Average პერიოდით 15, Close. გრაფიკზე ნარინჯისფერი;
- Linear Weighted Moving Average პერიოდით 30, Close. გრაფიკზე ყვითელი;
- Linear Weighted Moving Average პერიოდით 60, Close. გრაფიკზე ვარდისფერი;
- Linear Weighted Moving Average პერიოდით 90, Close. გრაფიკზე წითელი;
- ინდიკატორი RSI – პერიოდი 13, დონეები – 60 და 40;
- ინდიკატორი MACD 5, 13, 1. დონეები 0.005 და -0.005;
ინდიკატორული კომბინაციების განმარტება:
- 5 მცოცავი საშუალო: გვიჩვენებს ბაზარზე არსებულ მიმდინარე სიტუაციას. მათი გამოყენების ლოგიკა ეფუძნება, პოზიციის გახსნის მიმართულებით, მოკლევადიანი მცოცავი საშუალოების მიერ გრძელვადიანი მცოცავი საშუალოების გადაკვეთის ალგორითმს;
- ოსცილატორი RSI: მისი გამოყენების ლოგიკა ეფუძნება თავისივე 60-იანი და 40-იანი დონეების გამოყენების ალგორითმს, ანუ ამ დონეებს შორის არსებულ ზონაში არ ვვაჭრობთ, უფრო სწორედ არ ვხსნით პოზიციას, რადგან, როდესაც ინდიკატორის მრუდი იმყოფება ამ ზონაში, მაშასადამე როგორც წესი, ბაზარზე ამ დროს არის ბევრი “ხმაური” და ნაკლებად მდგრადი და ჩამოყალიბებული ტრენდი;
როდესაც RSI-ის მრუდი გადის ზემოაღნიშნული ზონიდან, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია ტრენდის შემდგომი განვითარება, ამიტომ ამ პერიოდში მზად უნდა ვიყოთ პოზიციის გასახსნისათვის. როდესაც RSI გაარღვევს 60-იან დონეს და მიმართულია ზემოთ, ეს მიუთითებს, რომ ტრენდი აღმავალ ფაზაშია, შესაბამისად თუ RSI მრუდი გაარღვევს 40-ან დონეს და მიმართულია ქვემოთ – ეს მიუთითებს, რომ ტრენდი დაღმავალ ფაზაშია.
- ინდიკატორი MACD: გამოყენების ლოგიკით ფილტრავს ზემოთაღნიშნული ინდიკატორების სიგნალებს და ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის წერტილებს გვიჩვენებს. მის 0.005-იან და -0.005-იან დონეებს შორის ასევე არ ვვაჭობთ (არ ვხსნით პოზიციებს). ლოგიკა იგივეა რაც ინდიკატორი RSI-ის შემთხვევაში, ანუ მიჩნეულია, რომ ამ ზონაში ყოფნის დროს ბაზარზე არის ბევრი “ფასური ხმაური”. როგორც კი ინდიკატორი MACD-ის სვეტი გაარღვევს 0.005-იან დონეს ზემოთ – არის ყიდვის სიგნალი და -0.005-იან დონეს გაარღვევს ქვემოთ – არის გაყიდვის სიგნალი;
ფორექსის სტრატეგია „Weighted Taylor“ – ბაზარზე შესვლის სიგნალები:
გაყიდვა:
- LWMA ინდიკატორებმა პერიოდებთ: 5, 15, 30 – გადაკვეთა ზემოდან ქვემოთ ინდიკატორები LWMA პერიოდით 60 და 90. მიზანშეწონილია რომ ხუთივე ინდიკატორი გაიშალოს და მარაოსავით დაეწყოს კლებადი პარამეტრებით: LWMA 90, 60, 30, 15, 5;
- ოსცილატორი RSI-ს მრუდმა ზემოდან ქვემოთ გადაკვეთა თავისი 40-იანი დონე;
- ინდიკატორი MACD-ის ჰისტოგრამამ ზემოდან ქვემოთ გადაკვეთა თავისი -0.005 დონე;
პოზიციიდან გამოვდივართ, როდესაც:
- ოსცილატორი RSI-ის მრუდი შედის წითელ ზონაში, ანუ 40-იანი და 60-იანი დონეების მიერ შექმნილ ზონაში.
ამ დონეზე შესაძლებელია დავხუროთ პოზიციის ნაწილი, იგი გადავიყვანოთ უზარალობაში და დაველოდოთ მეორე ნაწილის დახურვის სიგნალს:
- ინდიკატორი MACD-ის ჰისტოგრამამ გადაკვეთა თავისი -0.005 დონე ქვემოდან ზემოთ (-0.005-დან 0.005-მდე დონეების მიერ შექმნილი ზონა);
გაყიდვის მაგალითი:
ყიდვა:
- LWMA ინდიკატორებმა პერიოდებთ: 5, 15, 30 – გადაკვეთა ქვემოდან ზემოთ ინდიკატორები LWMA პერიოდით 90 და 60. მიზანშეწონილია რომ ხუთივე ინდიკატორი გაიშალოს და მარაოსავით დაეწყოს ზრდადი პარამეტრებით: LWMA 5, 15, 30, 60, 90;
- ოსცილატორი RSI-ს მრუდმა ქვემოდან ზემოთ გადაკვეთა თავისი 40-იანი დონე;
- ინდიკატორი MACD-ის ჰისტოგრამამ ქვემოდან ზემოთ გადაკვეთა თავისი 0.005 დონე;
პოზიციიდან გამოვდივართ, როდესაც:
- ოსცილატორი RSI-ის მრუდი შედის წითელ ზონაში, ანუ 60-იანი და 40-იანი დონეების მიერ შექმნილ ზონაში;
ამ დონეზე შესაძლებელია დავხუროთ პოზიციის ნაწილი, იგი გადავიყვანოთ უზარალობაში და დაველოდოთ მეორე ნაწილის დახურვის სიგნალს:
- ინდიკატორი MACD-ის ჰისტოგრამამ გადაკვეთა თავისი 0.005 დონე ზემოდან ქვემოთ და თავს წითელ ზონაში (-0.005-დან 0.005-მდე დონეების მიერ შექმნილი ზონა);
ყიდვის მაგალითი:
- სტოპ ლოსი დგება მცოცავი საშუალოების ზემოთ ან ქვემოთ – პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით