ფორექსის სტრატეგია “Momentum Pinball” ავტორია ცნობილი ტრეიდერი ლინდა რაშკე.
სტრატეგია “Momentum Pinball” – მულტივალუტურია, ანუ გამოიყენება ნებისმიერი სავალუტო წყვილისთვის. ორდერები იხსნება ორი ინტერვალის, D1 და H1, წარმოქმნილი სიგნალების მიხედვით.
არჩეული სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ მხოლოდ ერთი ინდიკატორს:
- ინდიკატორი Momentum Pinball პარამეტრებით PeriodRSI -3, PeriodRSI -1 და ვამატებთ დონეებს – “70” და “30”;
ფორექსის სტრატეგია “Momentum Pinball” – ყიდვა:
- ინდიკატორი Momentum Pinball დღიური სანთლის დახურვის დროს აღმოჩნდა გაჯერებული გაყიდვის დონის, ანუ “30”-იანი დონის ქვემოთ;
- მეორე დღეს ველოდებით პირველი საათის სანთლის დახურვას;
- ვაყენებთ Buy Stop ორდერს დახურული საათის სანთლის დახურვის ფასის მაქსიმუმის ზემოთ მინიმუმ 10-15 პუნქტის, მაქსიმუმ 20 პუნქტის მანძილზე. ლუფტის პუნქტების რაოდენობა დამოკიდებულია სავალუტო წყვილის ვოლატილობაზე, რაც უფრო მეტია ვოლატილობა, მით უფრო მეტია ზემოთხსენებული პუნქტების რაოდენობა;
- შემდეგ, Buy Stop ორდერის დაყენების მანძილზე ვაყენებთ სტოპ ლოსს, დახურული სავაჭრო დღის უკანასკნელი საათობრივი სანთლის მინიმუმიდან;
D1 გრაფიკი:
H1 გრაფიკი:
თუ ფასმა აამუშავა სტოპ-ლოსი, მაშინ ხელმეორედ ვაყენებთ გადადებულ ორდერს პირველი ორდერის დონეზე. ანუ ბაზარზე იგივე ალგორითმით შევდივართ განმეორებით.
- ორდერი დავხუროთ მთლიანად;
- ორდერის ერთი ნაწილი დავხუროთ, ხოლო მეორე ნაწილი გადავიყვანოთ უზარალობაში;
- ორდერს ვტოვებთ ღია მდგომარეობაში მომდევნო დღე-ღამის განმავლობაში და მას დავხურავთ მაშინ, როდესაც ფასი აიწევს მე-2 დღის მაქსიმუმის რამდენიმე პუნქტით ზემოთ;
- ორდერს აუცილებლად უნდა დაიხუროს მე-3 დღის ბოლოს;
- კარგი ვარიანტია, თუ პოზიციას მივედევნებით 30, 50 ან 70 პუნქტიანი ტრეილინგ სტოპით;
ამ შემთხვევაში ინდიკატორი Momentum Pinball დღიური სანთლის დახურვის დროს უნდა იმყოფებოდეს გაჯერებული ყიდვის დონის, ანუ “70”-იანი დონის ზემოთ.
D1 გრაფიკი:
H1 გრაფიკი:
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით