ოფციონის ბროკერის არჩევისას ყოველთვის გვსურს ავირჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი. გარდა მომგებიანი სავაჭრო პირობებისა და ხარისხიანი მომსახურებისა დამატებით პლიუსად შესაძლებელია ბონუსების პროგრამაც ჩავთვალოთ.
ბინარული ოფციონების ბროკერებთან, ტრეიდერის ანგარიშს ბონუსი ერიცხება დეპოზიტზე ჩარიცხული თანხის პროპორციულად პროცენტულ გამოსახულებაში, ანუ რაც უფრო დიდი დეპოზიტზე ჩარიცხული თანხა, მით უფრო მეტია დარიცხული ბონუსი.
ზემოთხსენებულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ სტატიის დაწერის მომენტში (2016 წლის შემოდგომა) ოფციონური ბროკერების ბაზარზე იშვიათია კომპანია, რომელიც ბინარებზე სავაჭრო სპეციფიკაციის მიხედვით იძლევა ბონუსებს. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.
ზოგადად, თუ ოფციონურ ბროკერს აქვს ბონუსური სპეციფიკაცია, მაშინ იგი არ აღემატება დეპოზიტზე ჩარიცხული თანხის 20%-30%-ს, ისიც საბროკერო კომპანიის შიგნით ჩატარებული აქციის ფარგლებში. ამასთან ერთად ბონუსით მიღებული მოგების გამოტანა სრულად არის შესაძლებელი, გარდა თავად ბონუსისა.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ფორექსისგან განსხვავებით ოფციონებზე ბონუსური სისტემა მრავალფეროვნების თვალსაზრისით უფრო ღარიბია და კომპანიები ამ თვალსაზრისით უფრო ძუნწები არიან.
ფორექსზე ბონუსური სისტემის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მაქვს. გააჩნია სიტუაციას – რიგ შემთხვევებში ბონუსს დადებითად აღვიქვამ, ხოლო რიგ შემთხვევებში ბონუსი ხელისშემშლელ ფსიქოლოგიურ ფაქტორად მიმაჩნია. თუმცა ოფციონებთან დაკავშირებით ბონუსების სარგებელის მიმართ დამოკიდებულება, ჩემი მხრიდან, უფრო მეტად დადებითია. ამიტომ თუ თქვენ ოფციონურ ბროკერს აქვს ბონუსური სისტემა – გირჩევთ ისარგებლოთ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით