სარჩევი
MA Chanels FIBO ინდიკატორს გრაფიკზე ხაზავს ფიბო დონეები (არხები). შესაძლებლობას აძლევს ტრეიდერს განთავისუფლდეს, ბაზარზე შესასვლელად არხებზე არსებული წერტილების მოძიების მექანიკური სამუშაოსგან. ინდიკატორს უნდა მიეცეს საწყისი პარამეტრები, ხოლო შემდეგ პროგრამა თავისით დახაზავს ფიბო არხებს.
მცოცავი საშუალოსგან დონეების დაცილების მაჩვენებლები შემდეგია: – 23.5, 38.2, 50 и 61.8.
ინდიკატორს გააჩნია ბევრი დამატებითი პარამეტრი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მას დაურეგულიროთ შესაბამისი მუშაობის რეჟიმი.
სურვილისამებრ შეგიძლიათ თავიდან დატოვოთ ძირითადი საწყისი პარამეტრები უცვლელად, ხოლო ტესტების ჩატარების შემდეგ შეიტანოთ საჭირო კორექტივები ინდიკატორის მუშაობაში.
MA Chanels FIBO ვაჭრობის სტრატეგია
ვაჭრობა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით – ფასთა დონეების სტანდარტული თეორიის გამოყენებით, ან ფასის მცოცავ საშუალოსთან უშუალო სიახლოვეში მოძრაობის საფუძველზე.
დონეების მიხედვით – ამ შემთხვევაში ორიენტირად გამოიყენება ფიბონაჩის დონეები. ორდერი იხსნება იმ შემთხვევაში, თუ ფასმა გაარღვია რომელიმე დონე. ორდერის მიმართულება ემთხვევა ფასის მოძრაობის მიმართულებას.
მცოცავის საშუალოს მიხედვით – პოზიცია იხსნება ფასის მცოცავი საშუალოსგან მაქსიმალური დაშორების წერტილში, ამავე დროს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას სავაჭრო პერიოდი. პრაქტიკულად ამ ვარიანტს შესაძლებელია ვუწოდოთ – ვაჭრობა შემობრუნებაზე. ორდერი იხურება მაშინ, როდესაც ფასი მაქსიმალურად მიუახლოვდება საპირისპირო შემობრუნების წერტილს.
ინდიკატორი კარგ შედეგებს აჩვენებს ყველაზე ვოლატილურ სავალუტო წყვილებზე, როგორებიცაა: GBR/JPY, GBR/CHF, USD/JPY. – იხილეთ მაღალი ვოლატილობის სავალუტო წყვილების ჩამონათვალი.
MA Chanels FIBO მაგალითი
ინდიკატორი არ გამოდგება მოკლე ტაიმფრეიმებისთვის. მისი გამოყენება რეკომენდებულია Н1 და ზემოთ დროის ინტერვალებისთვის. ამიტომ სასურველია დეპოზიტი იყოს დიდი, ხოლო საკრედიტო მხარი არაუმეტეს 1:100. სხვა შემთხვევაში რთული იქნება ძლიერ უკუსვლებთან გამკლავება.
MA Chanels FIBO პარამეტრები:
- BarsCount – ბარების რაოდენობა ისტორიაში, საიდანაც დაიწყება ინდიკატორის გამოთვლა;
- MAPeriod – მცოცავი საშუალოს პერიოდი, უნდა შერჩეს სავაჭრო პირობებიდან გამომდინარე;
- MAMethod – მცოცავი საშუალის გამოთვლის მეთოდი:
- 0 – Simple;
- 1 – Exponential;
- 2 – Smoothed;
- 3 – Linear Weighted;
- MAPrice – რომელი ფასის მიმართ უნდა იქნას გამოყენებული მცოცავი საშუალო:
- 0 – Close;
- 1 – Open;
- 2 – High;
- 3 – Low;
- 4 – Median Price (HL/2);
- 5 – Typical Price (HLC/3);
- 6 – Weighted Close (HLCC/4);
- Fontsize – შრიფტის ზომა;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით