თუ ველოდებით არჩეულ საბაზო აქტივზე ფასის ზრდას, მაშინ შეგვიძლია განვახორციელოთ ფუთ ოფციონის გაყიდვა (Short Put), იმის მოლოდინში, რომ მყიდველი არ შეასრულებს გარიგებას კონტრაქტის დასრულების თარიღის დადგომის მომენტში.
ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ X” სააქციო საზოგადოების აქციების ფასის ზრდაზე და ვყიდით ფუთ ოფციონს, რომლის სტრაიკ ფასია 22 500 პე (პირობითი ერთეული) პრემიით 15 პე.
ფუთ ოფციონის გაყიდვა (Short Put) – გრაფიკული მაგალითი
როდესაც აქციების ფასი იქნება უფრო მეტი ფასურ დონეზე 22 500 – 15 = 22 485 პე, მაშინ მყიდველი აღარ შეასრულებს გარიგებას და ჩვენი შემოსავალი იქნება ოფციონის პრემია. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ თუ ბაზარზე სიტუაცია ისე არ განვითარდება, როგორც ჩვენ გვსურს და ფასი საბაზო აქტივზე დაეცემა, მაშინ ჩვენი ზარალი არაფრით იქნება შეზღუდული და დავრჩებით მხოლოდ ოფციონის პრემიის 15 პე-ს ამარა.
მიაქციეთ ყურადღება ოფციონის პრემიის ძალიან მცირე რაოდენობას – 15 პე. ეს ხდება იმიტომ, რომ განხილული მაგალითის შემთხვევაში “X” სააქციო საზოგადოების აქციების სპოტური ფასი 42 382 პე-ს შეადგენს და ის რომ ექსპირაციის თარიღის დადგომისათვის მისი სტაიკ ფასი დაეცემა 22 500 პე-ს ქვემოთ – მიზერულია.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით