ქოლ ოფციონის გაყიდვა (Short Call)

ქოლ ოფციონის გაყიდვა (Short Call)

ქოლ ოფციონის გაყიდვა (Short Call) ხდება მაშინ, როდესაც ტრეიდერი დარწმუნებულია საბაზო აქტივის სპოტური ფასის შემდგომ კლებაში.

კოლ ოფციონების გაყიდვით მივიღებთ პრემიას და საბაზო აქტივზე ფასის მოსალოდნელი კლების შემთხვევაში, გარიგება არ შესრულდება.

ქოლ ოფციონის გაყიდვა (Short Call) – გრაფიკული მაგალითი:

ქოლ ოფციონის გაყიდვა (Short Call)

გვაქვს ქოლ ოფციონი, რომლის სტრაიკ ფასია 22 500 პე (პირობითი ერთეული) და პრემია 19 897 პე. როდესაც “X” სააქციო საზოგადოების აქციების ფასი დაიწყებს ვარდნას და ექსპირაციის მომენტში იქნება შესრულების ფასის ქვემოთ, მყიდველი აღარ შეასრულებს კონტრაქტს და ჩვენი მოგება იქნება 19 897 პე, ანუ ოფციონის პრემია.

გასათვალისწინებელია, რომ ამ უმარტივესი სტრატეგიის გამოყენებას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მოგება შემოიფარგლება მხოლოდ ოფციონის პრემიით, მაშინ როცა ზარალმა შესაძლებელია მიაღწიოს ნებისმიერ ოდენობას. ეს ხდება შემდეგნაირად – საბაზო აქტივის ფასი (კომპანიის აქციები) შესაძლებელია გაძვირდეს და ამ შემთხვევაში ჩვენ შევალთ განუსაზღვრელი ზარალის ზონაში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …