არსებობს კოდებისა და აღნიშვნების გარკვეული სახეობები, რომლითაც სწრაფ ბაზრებზე ხდება ფიუჩერსული კონტრაქტების სტანდარტიზაცია.
საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ფიუჩერსების გაშიფვრა შესაძლებელია რთულად მოეჩვენოს, თუმცა ეს ძალაინ მარივი საკითხია და ყველა ბირჟისთვის ერთი და იგივეა (თითქმის ყველა ბირჟისთვის).
ფიუჩერსის აღნიშვნა შედგება სამი ნაწილისგან:
- საბაზო აქტივის კოდი, კოდების შესახებ ინფორმაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ თავად ბირჟის საიტზე;
- ექსპირაციის წელი;
- ექსპირაციის თვე;
ზემოთ ხსენებული სპეციფიკაციის მიხედვით ფიუჩერსი GOLD-12.15 არის აფინირებული ოქროს ზოდების კონტრაქტი, სადაც:
- GOLD – საბაზო აქტივის კოდია, აფინირებული ოქროს ზოდები;
- 12 – კონტრაქტის ექსპირაციის თვე – დეკემბერი;
- 15 – კონტრაქტის ექსპირაციის წელი, 2015;
სწრაფ ბაზარზე არაფერი არ არის დამალული. არსებობს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიუჩერსულ კონტრაქტებს. მათი წაკითხვა შესაძლებელია შესაბამისი ბირჟების ოფიციალურ ვებ-საიტებზე. ამასთან ერთად, საიტებზე მოცემულია ინფორმაციები არა მარტო ფიუჩერსების გაშიფვრის, არამედ საბაზო აქტივების მოცულობების და საბაზო აქტივების ფიუჩერსული კონტრაქტების რაოდენობის შესახებ, აგრეთვე ფიუჩერსის ბრუნვის ბოლო ვადის (ექსპირაცია) და საგარანტიო უზრუნველყოფის შესახებ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით