ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები: I ჯგუფი

ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები: I ჯგუფი

ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების I ჯგუფს მიეკუთვნება სამრეწველო წარმოება და სამომხმარებლო უნარი (industrial production and capacity utilization) – არის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და გვიჩვენებს ნაციონალური სამრეწველო წარმოებების მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობას და კომუნალური მომსახურეობის საერთო მოცულობას. ასევე იგი გვიჩვენებს ნაციონალური ვალუტისა და ქვეყნის ეკონომიკის ძალას. რაც უფრო მაღალია სამრეწველო წარმოების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ვალუტის კურსი.

საწარმოო ფასების ინდექსი (producer price index, PPI)

საწარმოო ფასების ინდექსი (producer price index, PPI) – არის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და გვიჩვენებს სხვადასხვა დარგის მწარმოებლების შიდა ფასებს: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მძიმე მრეწველობა და ა.შ. იმპორტული საქონელი და მომსახურება არ არის გათვალისწინებული. ზოგჯერ საწარმოო ფასების ინდექსს “საბითუმო ფასების ინდექსს” უწოდებენ. ანალიზის განხორციელების დროს ყურადღება უნდა მიექცეს არა ინდექსის სიდიდეს, არამედ მისი ცვლილების დონეს. მის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ყოველთვიურად, რომელსაც დიდი გავლენა გააჩნია საფონდო ბაზარზე.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი (consumer price index, CPI)

სამომხმარებლო ფასების ინდექსი (consumer price index, CPI) – არის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და წარმოადგენს საქონლისა და მომსახურეობის კრებულს/ერთობლიობას, რომელშიც აგრეთვე გათვალისწინებულია იმპორტული საქონელი და მომსახურეობა. სოციალური სუფსიდიების, პენსიების და ხელფასების უმრავლესობა ბაზირებულია მასზე. ინდექსის მაჩვენებელი ქვეყნდება ორ ვარიანტად – ძირითადი და საერთო. ძირითადი სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეიცავს საკვებს და ენერგიას. მიჩნეულია, რომ ამ ინდექსის ზრდა მიუთითებს ინფლაციის ზრდაზე და შესაბამისად იწვევს ვალუტის მოკლევადიან შესუსტებას, ისევე, როგორც PPI, სამომხმარებლო ფასების ინდექსი ქვეყნდება ყოველთვიურად და ასევე დიდ გავლენას ახდენს ბაზარზე.

სამრეწველო სექტორის და მომსახურეობის სექტორის სახელფასო ინდექსი (non-farm pay roll)

სამრეწველო სექტორის და მომსახურეობის სექტორის სახელფასო ინდექსი (non-farm pay roll) – არის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და წარმოადგენს ყოველთვიურ ანგარიშს, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია, ნაციონალური ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში სახელფასო ანაზღაურების შესახებ. მასში არ არის გათვალისწინებული სოფლის მეურნეობა. ამ მაჩვენებლის ზრდა (და, შესაბამისად ხელფასის ზრდა) იწვევს მოთხოვნის სტიმულირება, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს ბაზარზე.

ხანგრძლივ ვადიან მოხმარების საქონელზე შეკვეთების შესახებ ანგარიში (durable goods orders report)

ხანგრძლივ ვადიან მოხმარების საქონელზე შეკვეთების შესახებ ანგარიში (durable goods orders report) – არის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და გვიჩვენებს მოთხოვნას ხანგრძლივ ვადიანი მოხმარების საქონელზე. ამ კატეგორიას მიეკუთვნება პროდუქცია, რომლის მოხმარების ვადა 3 წელზე მეტ პერიოდს მოიცავს. ვინაიდან ასეთი საქონელი საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ ეს ინდიკატორი მიუთითებს არა მარტო სამომხმარებლო მოლოდინებზე, არამედ მათ (პროდუქციაზე) მსყიდველობით უნარზეც. ინდიკატორის ზრდა გვაუწყებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია და ვინაიდან იგი არის წინმსწრები პარამეტრი (გამოხატავს მოლოდინებს), ამიტომ მისი ზრდა, როგორც წესი იწვევს საფონდო ბაზრის ზდას.

გასაყიდი საქონლის მარაგები (business inventories)

გასაყიდი საქონლის მარაგები (business inventories) – არის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს საბითუმო და საცალო სავაჭრო ქსელში არსებული საქონლის მარაგის მოცულობას. მასში შედის ის სამრეწველო მარაგები, რომლებიც დასაწყობებულია საწყობებში. მარაგების ზრდა მიუთითებს მოთხოვნის დაბალ დონეზე და მთლიანად ეკონომიკური მდგომარეობის სისუსტეზე. რაც განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: მოსახლეობის შემოსავლების კლებით ან თავად საქონლის დაბალი კონკურენტუნარიანობით. ამ ინდექსის მაღალი მაჩვენებელი იწვევს ნაციონალური ვალუტის კლებას და უარუოფითად ახასიათებს ეკონომიკურ მდგომარეობას.

ჩვენ გავეცანით ძირითად მაკროეკონომიკური მაჩვენებლებს, რომლებიც გამოიყენება ფუნდამენტალურ ანალიზში. სხვა დანარჩენი ინდექსები ან ნაკლებად მნიშვნელოვანია, ან წარმოადგენენ ზემოთ აღწერილი ინდექსების რთულ წარმოებულებს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გამოყენების პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვადასხვა ქვეყნების ერთმანეთთად ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება. მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ევროზონის ეკონომიკური მაჩვენებელი კავშირშია რუსეთის ეკონომიკურ სივრცესთან, ხოლო მექსიკის იგივე მაჩვენებელი ევროზონის ეკონომიკურ სივრცესთან.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

დაბეგვრა საფონდო ბირჟაზე

დაბეგვრა საფონდო ბირჟაზე

როგორც უკვე ვიცით აქციებში ინვესტირება დაკავშირებულია მოგების მიღებასთან, მაგრამ ყველა შემოსავალი იბეგრება და შემოსავლის ეს …