საინვესტიციო პორტფელის მართვა

საინვესტიციო პორტფელის მართვა

საინვესტიციო პორტფელის მართვა არის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი, სადაც გამოგვადგება ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზები.

ფუნდამენტალური ანალიზის მთავარი მიზანია, საინვესტიციო პორტფელის ფორმირებისა და მართვისათვის ავირჩიოთ ფასიანი ქაღალდები. ამ ანალიზის გამოყენებით შეგვიძლია დავადგინოთ აქციების საანგარიში (სამართლიანი) ფასი. ანალიზის განხორციელების შედეგად მიღებული ფასი შეგვიძლია შევადაროთ აქციის საბაზრო ფასს და დავადგინოთ რანდენად გადაფასებული ან შეუფასებელია ეს ფასიანი ქაღალდი. ხოლო საინვესტიციო პორტფელის მართვის დროს ტექნიკური ანალიზის მიზანია – ფასიანი ქაღალდების ყიდვის ან/და გაყიდვის მომენტის განსაზღვრა. როგორც ვხედავთ, ეს არის ანალიზის ორი, პრინციპულად განსხვავებული სახეობა და მხოლოდ მათი სწორი, ერთობლივი გამოყენებით შესაძლებელია საინვესტიციო პორტფელის ფორმირებისა და მართვის ეფექტური სტრატეგიის ჩამოყალიბება.

მაშ ასე, ფუნდამენტალური ანალიზის მიზანიაბაზრის მიერ შეუფასებელი და გადაფასებული კომპანიების მოძებნა. საინვესტიციო პორტფელის მართვის ფარგლებში, მისი პრინციპი მდგომარეობს იმ მაჩვენებლების მოძიებაში, რომელთა მიხედვითაც კომპანია შეუფასებელია ან გადაფასებულია, რომელიც დაგვეხმარება მივიღოთ გადაწყვეტილება ამ კომპანიის აქციების ყიდვის ან გაყიდვის შესახებ. ამასთან ერთად იგულისხმება, რომ კომპანიის აქციების ღირებულება, უახლოეს მომავალში გაუტოლდება სამართლიან ფასს.

საინვესტიციო პორტფელის მართვაში ფუნდამენტალური ანალიზის საგნობრივი დატვირთვა ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს. თუმცა ჩვეულებრივ ტრეიდერსაც თავისუფლად შეუძლია ანალიზის ძირითადი ილეთების დაუფლება. მაგალითად: სხვადასხვა ანალიტიკური სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ ანალიზურ საანგარიშო ინფორმაციაში ორიენტირება. როგორც წესი, რიგითი/ჩვეულებრივი ინვესტორები დეტალურად არ უღმავდებიან დარგობრივ ან კომპანიის ეკონომიკურ და ფინანსურ ვითარებას და არ ახორციელებენ დამოუკიდებელ გამოთვლებს. საინვესტიციო პორტფელის მართვისათვის, უმრავლეს შემთხვევაში ფუნდამენტალური ანალიზის გამოყენება შემოიფარგლება მზა მონაცემების, ანგარიშების გამოყენებითა და მათი ერთმანეთთან შედარებით.

ანუ სავსებით საკმარისია საერთო მოდელის ცოდნა. ფუნდამენტალურ ფაქტორებში არსებობს მრავალი ისეთი მომენტები, რომლებიც საერთოდ უსარგებლოა და მათი იგნორირებაა საჭირო, რათა საერთო სურათი ზედმეტად არ დაიტვირთოს. არ არის საჭირო რეკლამებისა და რჩევების გათვალისწინება, უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ ინფორმაციებს კომპანიების შესახებ, რომელთა ამოკრება შესაძლებელია შესაბამისი კვლევების რეზულტატების გაცნობის შემდეგ, რომლებსაც კომპეტენტური ანალიტიკური სააგენტოები აქვეყნებენ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

დაბეგვრა საფონდო ბირჟაზე

დაბეგვრა საფონდო ბირჟაზე

როგორც უკვე ვიცით აქციებში ინვესტირება დაკავშირებულია მოგების მიღებასთან, მაგრამ ყველა შემოსავალი იბეგრება და შემოსავლის ეს …