საბირჟო ჭიქა და სავაჭრო ოპერაციების სქემა

საბირჟო ჭიქა და სავაჭრო ოპერაციების სქემა

სარჩევი

ფასიან ქაღალდებზე სავაჭრო ოპერაციების განხორციელებისათვის საჭიროა ბროკერს მისცეთ ბრძანება ბირჟაზე შესაბამისი გარიგების ჩატარებისათვის. იყო დრო, როდესაც ეს ბრძანებები მხოლოდ ტელეფონით გაიცემოდა.

ამჟამად ყველაფერი ინტერნეტიზირებულია და სავაჭრო გარიგების ბრძანების გაცემა შეგიძლიათ ინტერნეტით შესაბამისი ტრეიდინგული პროგრამის მეშვეობით. ასეთ პროგრამებში ბრძანებას აქვს განაცხადის ფორმა, რომელშიც მითითებულია აქცია, ლოტების რაოდენობა და ყიდვის ან გაყიდვის სასურველი ფასი.

განვიხილოთ ვაჭრობის მექანიზმი საფონდო ბირჟებზე. მაშასადამე ტრეიდერები (ინვესტორები) აგზავნიან განაცხადებს (აძლევენ დავალებებს ბროკერებს), სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტების (ფასიანი ქაღალდები და ა.შ.) ყიდვის ან გაყიდვის შესახებ – არჩეულ ფასად. თავად განაცხადის ფორმა ტრეიდინგული საპროგრამო უზრუნველყოფის შესაბამისად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ არსი ყველას ერთი და იგივე აქვს, და ერთი პროგრამის ინტერფეისის გაცნობის შემდეგ იგივე პროცედურების ჩატარება სხვა ტრეიდინგულ პროგრამაში აღარ გაგიჭირდებათ.

ინვესტორმა საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ უნდა აირჩიოს:

  • სავაჭრო მოედანი (ბირჟა);
  • ინსტრუმენტი (ე.წ. ტიკერის სახით) – რომლის ყიდვა-გაყიდვასაც აპირებს;
  • ლოტების რაოდენობა;
  • ინსტრუმენტის ყიდვის ან გაყიდვის ფასი;

ინვეტორის მიერ, ბირჟაზე განაცხადის განთავსების შემდეგ დაიწყება ავტომატური შემოწმება ყველა იმ შემხვედრი/საპიროსპირო განაცხადის, რომლებსაც გააჩნიათ მსგავსი, ან უკეთესი ფასი (მაგალითად: გაყიდვისათვის იძებნება ისეთი შემხვედრი განაცხადები, რომელთა ფასი მსგავსი ან მეტია ინვესტორის მიერ მითითებულ ფასზე). გარიგება ხორციელდება მაშინ როდესაც შემხვედრი განაცხადი იქნება მოძებნილი. თუ შესაფერისი განაცხადები არ არის, მაშინ ინვესტორის განაცხადი დარჩება ბირჟაზე და იქნება ცდის რეჟიმში, სანამ არ გამოჩნდება შესაფერისი განაცხადი ან სანამ თავად ინვესტორი არ გააუქმებს მას.

ვაჭრობის პროცესში, დროის ყოველ მომენტში, ბირჟის მონაცემთა ბაზაში არის შეუსრულებელი – გაყიდვის (offers) და ყიდვის (bids) განაცხადების რიგი. მას აქვს შემდეგი სახე: offers იმყოფებიან ზემოთ (მანამდე სანამ არ მოიძებნება მათი ყიდვის მსურველები), ხოლო bids იმყოფებიან ქვემოთ (რომლებისთვისაც ვერ მოიძებნა ისეთი მსურველები, რომლებსაც უნდათ ასეთ იაფ ფასად გაყიდვა). როგორც წესი, მათ შორის არის წყვეტა/მონაკვეთი (სპრედი). სპრედის ზემოთა საზღვარზე იმყოფება გაყიდვის საუკეთესო განაცხადი, ქვემოთა საზღვარზე კი – ყიდვის საუკეთესო განაცხადი. ამ განაცხადებით იქმნება ე.წ. საბირჟო ჭიქა, რომელსაც გააჩნია სურათზე წარმოდგენილი სახე.

საბირჟო ჭიქა სხვადასხვა პროგრამებში და სხვადასხვა ბროკერებთან ვიზუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა პრინციპი ერთი და იგივეა. თანაც სავაჭრო პლატფორმაში ტრეიდერს თავად შეუძლია საბირჟო ჭიქის ვიზუალიზაციის შეცვლა.
საბირჟო ჭიქა

საბირჟო ჭიქა და სავაჭრო ოპერაციების სქემა

როგორც ვამბობდით, საბირჟო ჭიქის ქვემოთ იმყოფებიან ყიდვების განაცხადები – bids (წითელი ფერი) და ჩამონათვალი ზემოდან ქვემოთ იწყება ყველაზე მაღალი ფასიდან, რომელიც განცხადებულია მყიდველების მიერ (სურათზე კომპანიის აქციის მაქსიმალური ფასია 10.985, ხოლო მინიმალური 10.971). საბირჟო ჭიქაში აქციის ფასის გასწვრივ არსებული ციფრი მიუთითებს ლოტების რაოდენობაზე, რა მოცულობითაც მყიდველებს სურთ იყიდონ ინსტრუმენტი, ამ (მითითებულ) ფასად.

საბირჟო ჭიქის ზემოთა მხარეს იმყოფებიან გაყიდვების განაცხადები – offers (მწვანე ფერი) და ჩამონათვალი იწყება ქვემოდან ზემოთ ყველაზე დაბალი ფასიდან, რომელიც განცხადებულია გამყიდველების მიერ (სურათზე კომპანიის აქციის მინიმალური ფასია 10.986, ხოლო მაქსიმალური 11.005). ამ შემთხვევაშიც აქციის ფასის გასწვრივ არსებული ციფრი მიუთითებს ლოტების რაოდენობაზე.

ყიდვის განაცხადის ბირჟაზე შესვლის/განთავსების შემდეგ, რომელშიც მითითებულია ფასი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე გაყიდვის მაქსიმალური ფასი, განაცხადი უცებ დაკმაყოფილებული იქნება და მოცულობის შესაბამისი offers ნაწილი “შეიჭმევა/შეისრუტება” (საბირჟო ჟარგონია). ხოლო გაყიდვის განაცხადის ბირჟაზე შესვლის/განთავსების შემდეგ, რომელშიც მითითებულია ფასი, რომელიც უფრო ნაკლებია, ვიდრე ყიდვის საუკეთესო ფასი, მაშინ ამ შემთხვევაში მოცულობის შესაბამისი ზედა bids ნაწილი “შეიჭმევა/შეისრუტება”.

საბირჟო ტერმინალებში საბირჟო ჭიქა არსებობს. სავაჭრო ტერმინალში Meta Trader 4-ში კი ასეთი ინსტრუმენტი არ არის გათვალისწინებული, რადგან თავიდანვე ეს პლატფორმა ჩაფიქრებული იყო როგორც ფორექსის სავალუტო ბაზარზე სავალუტო წყვილებზე სავაჭრო პროგრამა, სადაც მაღალი ვოლატილობისა და ლიკვიდურობის გამო, მოთხოვნის შემხვედრი მიწოდება ყოველთვის არსებობს. სავაჭრო ტერმინალში Meta Trader 5-ში კი, რომელიც მე-4 ვერსიის განახლებული ვარიანტია – საბირჟო ჭიქა გათვალისწინებულია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

დაბეგვრა საფონდო ბირჟაზე

დაბეგვრა საფონდო ბირჟაზე

როგორც უკვე ვიცით აქციებში ინვესტირება დაკავშირებულია მოგების მიღებასთან, მაგრამ ყველა შემოსავალი იბეგრება და შემოსავლის ეს …