საბირჟო ინდექსების რყევების გამო, დერივატივების ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ საბირჟო ინდექსების ფიუჩერსები და ოფციონები.
დერივატივების ბაზრის მუშაობის არსი მარტივია: საბირჟო ინდექსის ფიუჩერსული კონტრაქტის შეძენა ხდება იმ ფასად, რომელიც შეესაბამება ინდექსის მაჩვენებელს ყიდვის მომენტში. ამ ფიუჩერსის დახურვის მომენტში განისაზღვრება მისი შემოსავლიანობა და ზარალი, რომელიც დამოკიდებულია ფიუჩერსის კონტრაქტის დახურვის დღეს ფორმირებულ ფასზე. ამრიგად, თუ საბირჟო ინდექსის მაჩვენებელი იმყოფება 720 პუნქტზე, მაშინ ამ ინდექსის ფიუჩერსის ღირებულება იქნება 720 აშშ დოლარი. თუ დღის ბოლოს დერივატივების ბაზარზე ინდექსის ფასია 740 პუნქტი, მაშინ ინვესტორს შეუძლია დახუროს ეს პოზიცია და მიიღოს მოგება 20 აშშ დოლარის ოდენობით. ანალოგიურად მიმდინარეობს გარიგებები ოფციონებზე დერივატივების ბაზარზე.
ყოველწლიურად, ამერკის შეერთებული შტატების დერივატივების ბაზრის სწრაფი კონტრაქტების 30 % არის საბირჟო ინდექსების ფიუჩერსები და ოფციონები. იაპონიაში ეს მაჩვენებელი 50 %-ს აღემატება. თავისი არსით აღნიშნული გარიგებები – წმინდა სპეკულაციურ ხასიათს ატარებენ. ევროპის დერივატივების ბაზრზე ინდექსებზე განხორციელებული გარიგებების ხვედრითი წილი გაცილებით ნაკლებია. მაგალითად ევროპის წამყვანი ქვეყნების (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია) დერივატივების ბაზარზე ინდექსებზე განხორცელებული სვოპების, ოფციონების და ფიუჩერსების ოპერაციების ხვედრითი წილი, მთლიანი საბირჟო გარიგებების 15 %-ს არ აღემატება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით