რისკი საფინანსო ბაზრებზე – ტრეიდინგის თანმდევი მოვლენაა. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ნებისმიერი მოვლენა და მოქმედება შესაძლებელია ასოცირდეს რისკის წარმოქმნის ალბათობასთან.
ინგლისურენოვან ლიტერატურაში ხშირად გამოიყენება ტერმინი Tradeoff, რომელის ინტერპრეტირება შესაძლებელია შემდეგნაირად – სასურველი შედეგისა და მისი საპირისპირო უარყოფითი მოვლენის თანაფარდობა. ამის ყველაზე გავრცელებული მაგალითია – შეფარდება ფასსა და ხარისხს შორის. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით უფრო დიდია ფასი და პირიქით.
რაც შეეხება ფორექსზე და სხვა საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობის რისკს – არსებობს Tradeoff მოსალოდნელ შემოსავალსა და ინვესტირებულ თანხებს შორის. რაც უფრო მეტია ზარალის რისკი, მით უფრო მეტია მოსალოდნელი მოგება. იგივე ცნება სამართლიანია ბიზნესის სხვა სფეროებისთვისაც.
თუ მიმოვიხედავთ გარშემო, დავინახავთ, რომ ბევრი მდიდარი, წარმატებული და შემდგარი ადამიანია, ამიტომ ცხოვრების მანძილზე არა ერთხელ გაგვჩენია ასეთი, ან თითქმის ასეთი კითხვა – “… ამ ხალხმა ხომ მიაღწია წარმატებას, და მაშინ მე რითი ვარ მათზე ნაკლები?” ხოლო ამ საიტის სტატიების წაკითხვისას კი გვიჩნდება მეორე კითხვაც – “…რატომ ვსაუბრობთ რისკზე ამდენს?”. მათემატიკაში არსებობს ასეთი სფერო – ალბათობის თეორია. მასთან განუყოფელ, უშუალო კავშირშია დიდი რიცხვების თეორიაც. ამ თეორიის მარტივად ახსნა შესაძლებელია შემდეგნაირად. არსებობს ერთგვარი ალბათობა იმისა, რომ გავხდეთ წარმატებული და მდიდარი ადამიანი – ეს ალბათობა დაბალია. მაგრამ, თუ პლანეტის მოსახლეობის რაოდენობისგან (რომლის რაოდენობა შესაძლებელია დიდ რიცხვებად მივიჩნიოთ) გავაკეთებთ შერჩევას, მაშინ აღმოჩნდება, რომ მდიდარი და წარმატებული ადამიანების რაოდენობა არის, ასეთად ქცევის ალბათობის პროპორციული.
უორენ ბაფეტი, ბილ გეიტსი, ჯორჯ სოროსი და ა.შ. – ეს ის ადამიანებია, რომლებმაც უბრალოდ “მათემატიკური შერჩევის პროცესი” გაიარეს. რომ არ ყოფილიყვნენ ისინი, მათ ადგილებზე სხვები აღმოჩნდებოდნენ.
დედამიწაზე 7 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ალბათობისა და დიდი რიცხვების თეორიის მიხედვით, პლანეტის მოსახლეობის შორის არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც გამოიცნობს მონეტის აგდების შედეგს 32 მცდელობიდან, ოცდათირმეტჯერვე. ერთი შეხედვით ვიღაც იფიქრებს, რომ ეს ადამიანი ნათელმხილველია, რჩეულია და მომავალს ჭვრეტს. სინამდვილეში იგი მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკური, “შემთხვევითი სიდიდეა”, ჩვენს ერთი შეხედვით ქაოტურ სამყაროში.
ჩვენ არ ვიცით ვინ წყვეტს ჩვენი არჩევანის საბოლოო შედეგს – ჩვენ თვითონ, ბედი, განგება თუ შემთხვევითობა. ყველაზე დიდი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ – ეს არის ვცადოთ/შევეცადოთ. იქნებ სწორედ რომელიმე ჩვენთაგანი არის ის ადამიანი, რომელიც სულ მალე ფინასური ახალი ამბების ტოპ ნიუსებში იქნება. თუ ეს არ მოხდა, მაშინ იმას მაინც უნდა ვეცადოთ, რომ ფორექსზე ვაჭრობით ღირსეული და სტაბილური შემოსავალი მივიღოთ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით