ფორექსის შესახებ მითების გაქარწყლება

ფორექსის შესახებ მითების გაქარწყლება

ფორექსის შესახებ მითები არსებობს და საკმაოდ “გაცვეთილი” თემაა. თუ თქვენ საფუძვლიანად შეისწავლეთ ამ საიტის რუბრიკები: “ფორექსის სკოლა (ფორექსის შესწავლის I ეტაპი)” და “ფორესის ინსტიტუტი (ფორექსის შესწავლის II ეტაპი)” და შემოიხედეთ ამ რუბრიკაშიც, მაშინ შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება – თქვენ უკვე გაქვთ სურვილი მიიღოთ შემოსავალი ინტერნეტ ტრეიდინგისგან.

ალბათ საიტის სხვა რუბრიკებსაც გაეცნობოდით, ამიტომ დიდი ეჭვი მაქვს, რომ უკვე სცადეთ თქვენი ძალები და ივაჭრეთ ფორექსზე დემო ან რეალურ (ცენტურით მაინც) ანგარიშზე. თუ ეს ასეა, მაშინ თქვენ უკვე დარწმუნდით, რომ ფორექსზე ფულის შოვნა არც თუ ისე ადვილია. თუ რეალურ ანგარიშზე ივაჭრეთ – დარწმუნებული ვარ რომ მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაკარგეთ თქვენი ფული. ეს არის დამწყები ტრეიდერების საქმიანობის ძირითადი კანონზომიერება. ფორექსი არ არის ის რაც გეგონათ?!

ბევრ თქვენთაგანში უკვე არის იმის განცდა, რომ ფორექსის შესწავლისათვის დრო, ძალისხმევა და რესურსი ფუჭად დახარჯეთ. ეს რუბრიკა დაგეხმარებათ მოიხსნათ ვარდისფერი სათვალეები, რომლებითაც აქამდე უყურებდით ფორექსს და უფრო რეალური თვალით შეხედოთ მას.

ცოტაოდენ ბელეტრისტიკაში თუ გადავვარდები გეტყვით რომ, როგორც იცით დედამიწიდან მთვარის მხოლოდ ერთი მხარე ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ციური სხეული ტრიალებს ორბიტის გარშემო. წარმოიდგინეთ, რომ სავალუტო ბაზარი არის მთვარე, რომელის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს ტრეიდერების უმრავლესობა. ასეთი ტრეიდერები არასოდეს არ აღწევენ წარმატებას და ადრე თუ გვიან კარგავენ ფულს სავალუტო ბაზარზე. ხოლო ტრეიდერების მხოლოდ მცირე ნაწილი არიან “ასტრონავტები”, რომლებიც ფორექსის ყველა მხარეს უყურებენ. ასეთმა ტრეიდერებმა სავალუტო ბაზარზე ვაჭრობით მიღებული შემოსავალი გახადეს – თავის მუდმივ და ღირსეულ საარსებო წყაროდ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ფორექსი არის მრავალწახნაგოვანი და მის მიმართ მხოლოდ სწორხაზოვანი, ერთგვაროვანი დამოკიდებულება სწორი არ არის.

მას ვისაც სურს ინტერნეტ ტრეიდინგის მეშვეობით რისკის გარეშე მიიღოს დიდი შემოსავალი, ამ რუბრიკაში ელოდება იმედგაცრუება და გამოფხიზლება. ბევრ საკითხზე, რომელიც უკვე შეისწავლეთ, შეგეცვლებათ წარმოდგენები – არა სისტემური არამედ შეხედულებითი და ტაქტიკური წარმოდგენები.

და მაინც, რას წარმოადგენს ფორექსი, რეალურად შესაძლებელია თუ არა ფორექსზე შემოსავლის მიღება, არსებობს თუ არა “წმინდა გრაალი”, რომელსაც გეომეტრიული პროგრესიით მზარდი შემოსავლის მოცემა შეუძლია. (“წმინდა გრაალი” – ასე უწოდებენ ჟარგონზე ფორექსზე ვაჭრობის ისეთ მეთოდიკას, რომელსაც არ აქვს წაგების დინამიკა და აქვს მოგების მზარდი დინამიკა). შესაძლებელია თუ არა ტალღური რხევების მათემატიკური აღწერა და მოდელირება, ახასიათებს თუ არა ასეთ რხევებს ციკლურობა და კანონზომიერებები. ყველა ამ საკითხზე ვისაუბრებთ ამ რუბრიკაში, ასე, რომ დაისხით ყავა (არავითარ შემთხვევაში ლუდი ან უფრო ძლიერი ალკოჰოლური სასმელი), მოიმარაგეთ სიგარეტი (ვინც ეწევით), და მოხერხებულად მოკალათდით კომპიუტერთან – ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას სავალუტო ბაზრის რეალურ სამყაროში და მერწმუნეთ, რომ ეს მოგზაურობა საკმაოდ საინტერესო იქნება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა - ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. თუმცა, ფორექსზე ვაჭრობის უმარტივესი, სავაჭრო ტაქტიკაა – ყოველგვარი …