ტრენდის სახეობები

ტრენდის სახეობები

ტრენდი გვიჩვენებს ფასის მოძრაობას პერიოდის გარკვეულ მონაკვეთში.

ნებისმიერი საფინანსო ბაზრის, ნებისმიერი ტრეიდერისათვის, ბაზარზე ვაჭრობის დროს, ტრენდი არის ფუნდამენტური ასპექტი. ტრენდის მიმართულების მხოლოდ სწორი პროგნოზირების შედეგად არის შესაძლებელი მოგების მიღება და ზარალის თავიდან აცილება.

არსებობს ტრენდის სამი სახეობა:

აღმავალი ტრენდი, ანუ/იგივე “ხარის” ტრენდი (Uptrend, Upward, Bullish Trend)

ხასითდება იმით რომ, ყოველი შემდეგი მაქსიმუმი, ისევე, როგორც ყოველი შემდეგი მინიმუმი არის განვლილ მაქსიმუმსა და მინიმუმზე მაღალი. აღმავალი ტრენდის დროს საზღვარი უნდა მდებარეობდეს ქვემოთ, რამეთუ ფსონს ვდებთ ფასის ზრდაზე. ტრენდული ხაზის გადაკვეთა, რომელიც ზღუდავს/საზღვრავს ფასებს ქვემოდან (მხარდაჭერის ხაზი – Support Line) შესაძლებელია გვაძლევდეს იმის სიგნალს, რომ ფასს ზრდის საერთო ტრენდი ან სუსტდება, ან საერთოდ იცვლის მიმართულებას. ტენდენცია ითვლება აღმავალად, სანამ არ არის გარღვეული განვლილი, შედარებითი მინიმუმი.

აღმავალი ტრენდი – გრაფიკული მაგალითი

 

ტრენდის სახეობები

დაღმავალი ტრენდი, ანუ/იგივე “დათვის” ტრენდი (Downtrend, Downward, Bearish Trend)

წარმოიქმნება, მაშინ როდესაც ფასთა რყევის მაქსიმუმები და მინიმუმები თანამიმდევრულად იკლებს. დაღმავალი ტრენდის დროს გვაინტერესებს ტრენდული ხაზი, რომელიც ფასებს საზღვრავს/ზღუდავს ზემოდან და რომელსაც წინააღმდეგობის ხაზი ეწოდება (Resistance Line).

დაღმავალი ტრენდი – გრაფიკული მაგალითი

 

ტრენდის სახეობები

დაღმავალი ტრენდის დროს ფსონს ვდებთ ფასის კლებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მხოლოდ ფასის ზემოთა ზღუდე/საზღვარი. წინააღმდეგობის ხაზის გადაკვეთა ან გარღვევა მიგვითითებს ტრენდის შესუსტებაზე ან მიმართულების ცვლაზე.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ არხები (Channel), როდესაც მკვეთრად გამოხატული ტრენდის დროს ერთდროულად არსებობენ მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის კარგი ხაზები. ამასთან ერთად ტრენდი, ზედა და ქვედა ზღვრული დონეების პროგნოზიების საშუალებას გვაძლევს.

ტრენდის მესამე სახეობაა – ტრენდის არ არსებობა (ჰორიზონტალური ტრენდი, გვერდული ტრენდი, ფლეტი)

ამ დროს ფასები მოძრაობენ ჰორიზონტალურ დიაპაზონში (Sideways, Flat Market, Trendless). ჰორიზონტალური ტრენდის დროსაც არსებობენ წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზები, თუმცა არ არსებობენ ფასების მკვეთრად გამოხატული მოძრაობები ზემოთ, ან ქვემოთ.

ჰორიზონტალური ტრენდი – გრაფიკული მაგალითი

 

ტრენდის სახეობები

ამ შემხვევაში პოზიციის გახსნისათვის ხელსაყრელი პერიოდებია: ფასის მიახლოვება მხარდაჭერის ხაზთან – აღმავალი ტენდენციის დროს და ფასის მიახლოვება წინააღმდეგობის ხაზთან – დაღმავალი ტენდენციის დროს. პოზიციის დახურვა უმჯობესია განვახორციელოთ ამ ხაზების გარღვევის შემდეგ, თუმცა მხოლოდ ასეთი მოვლენის დადასტურების შემდეგ (ფასის ცვლილება გარკვეული პროცენტით). მოკლევადიანი ტრეიდინგისთვის ფასის მიახლოვება წინააღმდეგობის ხაზთან – აღმავალი ტრენდის დროს და მიახლოვება მხარდაჭერის ხაზთან დაღმავალი ტრენდის დროს არის მოგების ფიქსაციის საუკეთესო/მნიშვნელოვანი პერიოდი.

ტრენდული ხაზები უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, თუმცა მათი მნიშვნელობის ზეაღმატებულ ხარისხში შეფასება მაინც არ არის საჭირო. ფორექსზე ვაჭრობისას, ფასთა მნიშვნელობების ცვლილებებიდან გამომდინარე, აუცილებელია ტრენდული ხაზების კორექტირება. მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზების გარღვევას შეუძლია მიგვითითოს, როგორც ტენდენციის შემობრუნებაზე, ასევე იგივე წარმატებით ან წარუმატებლობით მიგვითითოს ტრენდის კორექციაზე და მისი ინტენსივობის ცვლილებაზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსის დაყენება

სტოპ ლოსი წარმოადგენს ფორექსზე ვაჭრობის უმთავრეს ინსტრუმენტს. მხოლოდ მისი სწორად დაყენება იძლევა ზარალის შემცირების შესაძლებლობას.