როგორც წესი, არა მარტო დამწყები, არამედ პროფესიონალი ტრეიდერებიც კი ფორექსზე ნაკლებად ფიქრობენ დაბეგვრის სისტემაზე. პირველ რიგში მათი საზრუნავია, შემოსავლის მიღება. სამწუხაროდ კონკრეტულად ეს ასპექტი საერთოდ არ არის არის გაწერილი ქართულ კანონმდებლობაში. ყოველ შემთხვევაში მე ვერ მოვიძიე.
ამიტომ ფორექსზე დაბეგვრის ბუნდოვანმა საკანონმდებლო ასპექტმა, შესაძლებელია სერიოზული პრობლემები შეუქმნას ტრეიდერებს. რა თქმა უნდა, საუბარია სოლიდური თანხების შემოსავალზე.
ფორექსზე დაბეგვრა გულისხმობს სავალუტო ბაზარზე ვაჭრობისგან მიღებული შემოსავლის დაბეგვრას საერთო საფუძველზე და არ აქვს მნიშვნელობა ბროკერი იმყოფება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, მთავარია ტრეიდერი იყოს საქართველოს რეზიდენტი.
მაშასადამე ფორექს ტრეიდერი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რომლის განაკვეთი 20%-ია.
ამ სისტემაში ცუდი მომენტია ის გარემოება, რომ საგადასახადო ორგანოსათვის არ აქვს მნიშვნელობა რა თანხა მოიგო ან წააგო ტრეიდერმა. საგადასახადო ორგანოსთვის მნიშვნელოვანია ტრეიდერის საბანკო ანგარიშზე შემოსული ტრანზაქციის ოდენობა, საიდანაც შემდეგ ხდება საშემოსავლო ბეგარის ათვლა.
საგადასახადო ორგანოებისათვის, საბროკერო კომპანიების საბუღალტრო აღრიცხვიანობა დახურულია, მათი უმრავლესობა დარეგისტრირებულია ოფშორებში და არ აქვთ ვალდებულება გახსნან ინფორმაციები საკუთარი კლიენტების შესახებ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით