ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორექსის სტრატეგია არის ვაჭრობა გარღვევაზე. ასეთი სტრატეგიების მრავალი ნაირსახეობა არსებობს.
ერთი შეხედვით არაფერია რთული იმაში, რომ დაველოდოთ, როდესაც ფასი გაარღვევს რაიმე მნიშვნელოვან დონეს და გააგრძელებს სვლას გარღვევის მიმართულებით. ტრეიდერს არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ გახსნას ორდერი წარმოქმნილი ტენდენციის მიმართულებით.
ყველაფერი მართლაც კარგად იქნებოდა, რომ არა ცრუ გარღვევები, რომლებიც ნახევარზე მეტ შემთხვევებში ხდება და როგორც წესი, ზარალის წარმოქმნის ძირითად მიზეზს წარმოადგენენ.
ცრუ გარღვევა არის – ფასის მიერ გარკვეული დონის (ბარიერის, საზღვრის) გადალახვა და შემდგომ კვლავ დაბრუნება, გადალახვამდე არსებულ კურსზე.
იმისათვის, რომ ვებრძოლოთ ცრუ გარღვევებს, უნდა ვიცოდეთ მოვლენების განვითარების სცენარი.
გარღვევის შემდეგ ფასი გარკვეული დროის მონაკვეთში აგრძელებს იმავე მიმართულებით მოძრაობას, ხოლო შემდეგ ხდება შემობრუნება და მოძრაობა გრძელდება გარღვევის საპირისპირო მიმართულებით. რასაც მივყავართ – უკეთეს შემთხვევაში სტოპ ლოსის ამუშავებამდე, ხოლო უარეს შემთხვევაში სტოპ აუტის დადგომამდე.
ცრუ გარღვევები – ბრძოლის მეთოდები:
- გარღვევის ზუსტი იდენტიფიკაცია – თან ახლავს სავაჭრო მოცულობების ზრდა, აქვს მიზეზები (მოვლენები, რომლებმაც გამოიწვია გარღვევა), გამყარებულია ტექნიკური ინდიკატორების სიგნალებით;
- მოძრაობის სიგრძე – თუ გარღვევა მოხდა არსებული ძირითადი ტრენდის საპირისპიროდ, მაშინ სამუშაო ტაიმფრეიმზე მისი სიგრძე უნდა აღემატებოდეს კორექციის მაქსიმალურ სიდიდეს;
- მინიმუმების ან მაქსიმუმების გადალახვა – ფასმა გადალახა ფასური დონე უფრო დიდ ტაიმფრეიმზე. მაგალითად, დღეღამის განმავლობაში EUR/USD მაქსიმალური ფასი იყო 1.3540, მოხდა მისი გარღვევა და ფასმა წარმოქმნა ახალი მაქსიმუმი 1.3580, ეს მოვლენა, თავის მხრივ უფრო მეტად გვარწმუნებს იმის ალბათობაში, რომ მოხდა ჭეშმარიტი გარღვევა;
- სტოპ ლოსის დაყენება – აღნიშნული ბრძანება ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ იგი არ ამუშავდეს კორექციის მიზეზით, ამიტომ სასურველია, რომ იგი დადგეს ფასური დონის გარეთ. აგრეთვე მნიშვნელოვანია სტოპ ლოსი არ დაგვავიწყდეს გადადებული ორდერების დაყენების დროსაც;
- დროის მონაკვეთები – რაც უფრო დიდია გარღვევის ხანგრძლივობა, მით უფრო მაღალია მისი შემდგომი არსებობის ალბათობა;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით