გაჯერებული ყიდვები ფორექსზე წარმოადგენს სიტუაციას, როდესაც ბაზარზე ყიდვის ორდერების რაოდენობა, გაყიდვების პოზიციების რაოდენობას გაცილებით სჭარბობს.
ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ ვინაიდან გახსნილია დიდი რაოდენობის ყიდვის პოზიციები, მათი დახურვით გაიხსნება იმავე რაოდენობის გაყიდვის პოზიციები, იმიტომ რომ ფორექსზე პოზიციის გახსნა-დახურვა ციკლური პროცესია.
მაგრამ ამ სიტუაციის არსი ბოლომდე ამაშიც არ მდგომარეობს, უბრალოდ ვალუტის ფასმა მიმდინარე მომენტისათვის მიაღწია თავის მაქსიმუმს და უფრო მეტი ფასის გადახდა მასში აღარავის სურს.
როგორც წესი, ასეთი სიტუაციების დროს ფორექს ინდიკატორები იმყოფებიან თავისი ეკრანის ზედა არეში. სტოჰასტიკური ოსცილატორის შემთხვევაში, მისი მრუდი იმყოფა თავისი 80-იანი დონის ზემოთ. გაჯერებული ყიდვების მდგომარეობას უფრო ზუსტად, ინდიკატორები აფიქსირებენ ერთ საათიანი ტაიმფრეიმის ზემოთ.
უმრავლეს შემთხვევებში, გაჯერებული ყიდვების მდგომარეობა მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია ვალუტის ფასმა ვარდნა განიცადოს, ვინაიდან მასზე მზარდი მოთხოვნა, თანდათან იცვლება მზარდი მიწოდებით.
ქვემოთ სურათზე ჩანს, რომ სტოჰასტიკური ინდიკატორის მიერ თავისი 80-იანი დონის გადაკვეთის შემდეგ, ვალუტის ფასი თანდათან იწყებს კლებას.
გაჯერებული ყიდვები – გრაფიკული მაგალითი:
გაჯერებული ყიდვების ზონა საკმაოდ ხელსაყრელი ადგილია იმისათვის, რომ გავხსნათ გაყიდვის პოზიციები, ეს ზონა წარმოადგენს ერთგვარ, უხილავ წინააღმდეგობის ხაზს/დონეს, რის გადაკვეთის შემდეგ ქვემოთ მიმართულებით, ბაზარს აძლევს შანსს იმოძრაოს იმავე მიმართულებით.
მიჩნეულია, რომ ორდერების განთავსება მიზანშეწონილია იმ მომენტში, როდესაც ბაზარი გამოდის გაჯერებული ყიდვების ზონიდან, ხოლო ტრენდი აგრძელებს მოძრაობას ქვემოთ.
გაჯერებული გაყიდვების გამოსავლენად ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია ოსცილატორი Stochastic . იგი გაცილებით ეფექტურია იმ პერიოდში, როდესაც ბაზარი დინამიურად მოძრაობს, ან ჰორიზონტალური ტრენდია, ვინაიდან ძლიერი მოძრაობების დროს ბაზარი შესაძლებელია დიდი ხნის მანძილზე დარჩეს გაჯერებული ყიდვების ზონაში და ბაზარზე ძალიან ადრეულ პერიოდში შევიდეთ, რაც გამოიწვევს დეპოზიტზე მინუსიან ზეწოლას. ინდიკატორ Stochastic-ზე აყენებენ 20-იან და 80-იან დონეებს, სადაც 80-იანი დონე და მისი ზედა ზონა წარმოადგენს გაჯერებული ყიდვების არეს.
გაჯერებული ყიდვის ცნება არ უნდა გავაიგივოთ მოთხოვნასთან, ვინაიდან ყოველთვის არ ხდება ისე რომ ბაზრის ამ ზონაში ყოფნის დროს მოთხოვნაც მაღალია.
გაჯერებული ყიდვების ცნების საპირისპირო ცნებას წარმოადგენს გაჯერებული გაყიდვების ცნება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით