ტრეიდერის დღიური vs გრაფიკული აღნიშვნები

ტრეიდერის დღიური vs გრაფიკული აღნიშვნები

გასაგები მომენტია და მეც ვემხრობი, თუმცა გარკვეულწილად ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ ტრეიდერის დღიური საჭირო ატრიბუტია ტრეიდერის სამუშაო პროცესისთვის. ტრეიდერის დღიური კატეგორიულად აუცილებლად მიმაჩნია საწყის ეტაპზე, როდესაც საქმე გვაქვს 1, 2 ან 3 სავაჭრო ინსტრუმენტის ანალიზთან, და გახსნილი პოზიციებიც თითზე ჩამოსათვლელია.

მაგრამ, როდესაც ტრეიდინგი პროფესიონალური საქმეა, სამუშაო ტემპი მაღალია და საქმე გვაქვს დიდი რაოდენობით სავაჭრო ინსტრუმენტებთან და პოზიციებსაც ხშირად ვხსნით – ტრეიდერის დღიურის წარმოება, მასში კირკიტი გარკვეულწილად არაკომფორტულია და დროის დეფიციტს, აქტივზე კონცენტრირების დეფიციტს და გონების დაღლასაც იწვევს.

ცნობილია, რომ ტრეიდერის დღიური კლასიკურ ტრეიდინგში უპირობო საჭიროებად ითვლება. ამიტომ ზემოთ ხსენებული პირადი გამოცდილებიდან მიღებული უშუალოდ ჩემი პოზიციაა და არავის ვახვევ თავზე და არც ვურჩევ. უბრალოდ ვამბობ.

ტრეიდერის დღიურის ალტერნატივად მიმაჩნია აქტივის ანალიზის დროს უშუალოდ აქტივის გრაფიკზე შესაბამის ვითარებაში შესაბამისი აბრევიატურის (სიტყვების პირობითი შემოკლება) დაწერა/აღნიშვნა, რაც პრინციპში ტრეიდერის დღიურის ალტერნატივაა. დღიურში ანალიზური მომენტების ჩანიშვნის ნაცვლად, აბრევიატურების მეშვეობით შეგვიძლია იგივე ანალიზური მომენტები აღვნიშნოთ უშუალოდ გრაფიკზე.

ტექსტუალური აღნიშვნების დაწერა უშუალოდ აქტივის სავაჭრო გრაფიკზე შესაძლებელია ნებისმიერ ვებ-პლატფორმაზე მაგალითად Binance-ზე, ან სტაციონარულ სავაჭრო ტერმინალში მაგალითად MetaTrader-ში.

მაშასადამე, ყველაზე პოპულარული და სავაჭრო აბრევიატურებია:

✅ WO – კვირის გახსნა;

✅ MO – თვის გახსნა;

✅ YO – წლის გახსნა;

✅ MS – ბაზრის სტრუქტურა;

✅ BOS,BMS – ბაზრის სტრუქტურის გარდატეხა;

✅ OB – ორდერ ბლოკი;

✅ IMB – იმბალანსი (დისბალანსი);

✅ FVG – სამართლიანი ფასური წყვეტა;

✅ RR – ჯილდო რისკისთვის;

✅ POI – ინტერესის ზონა;

✅ POB – გარღვევის ზონა;

✅ FTA – პირველი პრობლემური ზონა;

✅ SFP – წინა/წარსული სვინგის მაქსიმუმის ან მინიმუმის ცრუ გარღვევა. სვინგ ტრეიდინგი – სავაჭრო ტაქტიკა/სტრატეგია, რომლის დროსაც პოზიცია ღიაა რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, ანუ საშუალო ვადიანი ვაჭრობის ტაქტიკა. ძირითადად სვინგ ტრეიდინგში ითვლება 1 დღიდან 10 დღემდე პერიოდი;

✅ TF – თაიმ ფრეიმი;

✅ MOM – მომენტუმი, იმპულსი;

✅ SL – სტოპ ლოსი, დანაკარგის შეზღუდვა/შეჩერება;

✅ FIb – ფიბონაჩი (ინდიკატორი);

✅ WICK – კუდიანი სანთელი, რომელიც ხსნის ლიკვიდურობას, სტოპებს;

✅ Squeeze – სწრაფი ზრდა ან კლება;

არსებობს:

➡️ Short squeeze სიტუაცია, როდესაც ფასის ზრდა გამოწვეულია მოკლე პოზიციების (გაყიდვის პოზიციების) გაჯერებული კონცენტრაციით ფასის მოცემულ არეალში, რომელთა დახურვა იწვევს აქტივის ყიდვების დამატებით მოთხოვნას, რაც შესაბამისად იწვევს ფასის შემდგომ ზრდას.

➡️ Long squeeze სიტუაცია, როდესაც ფასის კლება გამოწვეულია გრძელი პოზიციების (ყიდვის პოზიციების) გაჯერებული კონცენტრაციით ფასის მოცემულ არეალში, რომელთა დახურვა იწვევს აქტივის გაყიდვების დამატებით მოთხოვნას, რაც შესაბამისად იწვევს ფასის შემდგომ კლებას.

✅ Range – ძლიერი იმპულსის შემდეგ ფასის გაჩერება (დერეფანი, დიაპაზონი);

✅ Deviation – რენჯის (Range) საზღვრებიდან გასვლა;

✅ Entry Point (EP) – პოზიციაში შესვლის წერტილიТВХ- точка входа;

✅ Take Profit- დაფიქსირებული მოგება;

აღნიშნული აბრევიატურები გამოიყენება როგორც ინდიკატორული ანალიზის, ასევე სანთლური და პატერნული ანალიზის დროსაც. აბრევიატურა მიღებულია საერთაშორისო ტრეიდინგში.

კარგია თუ გვემახსოვრება, რომ ინდიკატორული და სანთლურ-პატერნული ანალიზების ერთმანეთთან შერწყმა გაცილებით უკეთეს შედეგებს იძლევა.

მაგალითად, თუ გრაფიკზე ვხედავთ პატერნს აღმავალი “თავი და მხრები”, ან აღმავალ ორდერ ბლოკს, ხოლო იმავე თაიმ ფრეიმზე ინდიკატორები გვაძლევენ დაღმავალ სიგნალს, ამ შემთხვევაში დაუშვებელია რომელიმე მათგანის ნდობა, უმჯობესია ასეთ შემთხვევაში საერთოდ არ გავხსნათ პოზიცია. ხოლო თუ პატერნები და ინდიკატორები ერთნაირ სიგნალს გვაძლევენ მაშინ პოზიციაც “კანფეტი” იქნება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტექნიკური ანალიზის მეთოდები

ტექნიკური ანალიზის მეთოდები

ფორექსის ბაზარზე ვაჭრობისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი (თუ ძირითადი არა) ინსტრუმენტია ტექნიკური ანალიზი, რომელიც მოიცავს ბაზრის სიტუაციური …