ამერიკის შეერთბული შტატების საფონდო ინდექსები S&P500, NASDAQ100 და US30 უარყოფით კორელაციაში არიან აშშ დოლარის ინდექსთან DXY.
ხოლო, დოლარის ინდექსი თავის მხრივ უარყოფით კორელაციაშია არაპირდაპირ კოტირების სავალუტო წყვილებთან, ანუ EUR/USD და სხვა ე.წ. ამ ოჯახის წევრ სავალუტო წყვილთან (XXX/USD), ანუ სადაც დოლარი კოტირებაში მეორე ადგილზეა.
პრინციპში, წყვილებთან: BTC/USD (ბიტკოინი/დოლარი) და სხვა კრიპტოვალუტებთან, აგრეთვე XAU/USD (ოქრო/დოლარი) და XAG/USD (ვერცხლი/დოლარი) მიმართებაშიც, იგივე წესი შესაძლებელია ვიგულისხმოთ. ამ საკთხთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ვინაიდან ოქროს, ვერცხლს და კრიპტოვალუტების მოთხოვნა-მიწოდებას შედარებით განსხვავებული პრინციპები აფორმირებენ.
ხოლო, საფონდო ინდექსების S&P500-ის, NASDAQ100-ის და US30-ის უარყოფითი კორელაცია დოლარის ინდექსთან და დოლარის ინდექსის უარყოფითი კორელაცია EUR/USD-სთან აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პროგნოზირების პროცესში.
? იმედია მიმიხვდით რაც დავწერე, ანუ “…უკუღმა ეს ასინეთე, უკუღმა, მარა სულერთია”.
S&P500 ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმებთანაა. საშუალოვადიან პერსპექტივაში ფასის მიზიდულობის ზონა აღმავალი იმბალანსის შევსების სექტორია (4400.00 – 4550.00). თვის გრაფიკზე MACD დივერგენციაც ხელს უწყობს ამ სცენარს.
და თუ S&P500 ფასმა გაარღვია ოქტომბრის თვის მინიმუმი (4100.00), მაშინ საშუალოვადიანი ტენდენცია გრძელვადიანად გარდაიქმნება და აქტივის ჩამოფასება 3500.00 -მდე რეალურად მიმაჩნია (2022 წლის ოქტომბრის თვის მინიმუმი).
ჰოდაააა… თუ საფონდო ბირჟების ინდექსები ვარდნაში იქნებიან, მაშასადამე ეს გარემოება უნდა გავითვალისწინოთ მათაც ვინც კონკრეტულ აქცებზე ვვაჭრობთ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით