რა არის დეფოლტი

რა არის დეფოლტი (მარტივად)

დეფოლტი (ვალდებულებების არშესრულება) – არის სასესხო ხელშეკრულების არ შესრულება, ანუ სესხის პროცენტის, ან თავად ძირითადი სესხის, ან მისი ნაწილის არ გადახდა სასესხო ვალდებულების პირობების შესაბამისად.

დეფოლტის გამოცხადება შეუძლია ფიზიკურ პირს, კომპანიას ან სახელმწიფოს, რომლის მიხედვითაც დეფოლტის გამომცხადებელი აღიარებს, რომ არ შეუძლია თავისი ვალდებულებების შესრულება მთლიანად ან ნაწილობრივ.

არსებობს დეფოლტის ორი პრინციპულად განსხვავებული სახეობა:
  • ჩვეუებრივი დეფოლტი – იგივე გაკოტრება;
  • ტექნიკური დეფოლტი;

ჩვეულებრივი დეფოლტი არის მევალის  მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობა, როგორც მიმდინარე ეტაპზე, ასევე მომავალშიც, რაც ფაქტობრივად ნიშნავს მის გაკოტრებას. ამ ვითარებას აქვს თავისი პროცედურები, რომლებიც რეგულირდება ადგილობრივი კანონმდებლობით. ხოლო, თუ დეფოლტს გამოაცხადებს სახელმწიფო („სუვერენული დეფოლტი“), მაშინ ეს ვითარება რეგულირდება საერთაშორისო დონეზე.

ტექნიკური დეფოლტი ხდება ემიტენტის (მევალის) ნების გარეშე, მის მიერ გადახდისუნარიანობის არ არსებობის გამო. პრეცენდენტი რეგულირდება მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

ტექნიკური დეფოლტი არის სიტუაცია, როდესაც მევალე ვერ ასრულებს სავალო ხელშეკრულების პირობებს მიმდინარე ეტაპზე, თუმცა ფიზიკურად ამ პირობების შესრულება შეუძლია მომავალში.

ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა გულისხმობს სავალო პროცენტის არ გადახდას, ან ძირითადი ვალის ან/და ვალის ნაწილის არ გადახდას, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების არ წარდგენას დამკრედიტებლისათვის, ან ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის დარღვევას.

დეფოლტი შეუძლია გამოაცხადოს, როგორც მევალემ, ასევე კრედიტორმაც გადახდის გრაფიკის დარღვევისათვის, ან  ხელშეკრულების სხვა პირობების შეუსრულებლობის გამო.

კრედიტორის და მევალის შემდგომი ბედი დამოკიდებულია დეფოლტის გამოცხადების მიზეზებზე და მომავალში სასესხო ვალდებულების დარეგულირების პირობებზე, რომელიც გათვალისწინებულია ნაციონალური კანონმდებლობით.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საკმაოდ ხშირად ტექნიკური დეფოლტი იწვევს ჩვეულებრივ დეფოლტს, ანუ მევალის გაკოტრებას.

თანამედროვე ისტორიაში კორპორატიული და სახელმწიფო დეფოლტები საკმაოდ ხშირად ხდებოდა. დეფოლტი გამოუცხადებიათ, როგორც ბიზნესის ფლაგმანებს, ასევე წამყვან სახელმწიფოებს.

  • აშშ – 1933 წელი;
  • აშშ – 1971 წელი;
  • მექსიკა – 1982 წელი;
  • ჩრდილოეთ კორეა – 1987 წელი;
  • რუსეთი – 1998 წელი (მხოლოდ შიდა ვალდებულებების მიხედვით);
  • არგენტინა – 2001 წელი;
  • ურუგვაი – 2003 წელი;
  • საბერძნეთი – 2015 წელი;
  • შრი-ლანკა – 2022 წელი;
  • რუსეთი – 2022 წელი (მხოლოდ საგარეო ვალდებულებების მომსახურეობის მიხედვით – ამ საკითხზე ერთიანი ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს);
სუვერენულ დეფოლტი ნეგატიური ფაქტორები:
  • სახელმწიფოს ავტორიტეტის შელახვა;
  • სახელმწიფოსმიერ შიდა და საგარეო კრედიტების აღების გართულება ან საერთოდ შეუძლებლობა;
  • ეკონომიკის ვარდნა;
  • ინფლაციის ზრდა;
  • ნაციონალური ვალუტის დევალვაცია;
  • მოსახლეობის ცხოვრების დონის ვარდნა;
  • პროდუქციის რეალიზაციის დეფიციტი იწვევს კომპანიების გაკოტრებასა და მათ ლიკვიდაციას;
  • იზრდება უმუშევრობა;
  • მცირდება ხელფასები;
  • ნაციონალური ვალუტა კარგავს მსყიდველობით უნარს;
  • საბანკო სექტორი განიცდის ლიკვიდურობის და დაკრედიტების კრიზისს, რაც თავის მხრივ იწვევს მათ სტრუქტურულ ჩამოშლას და ლიკვიდაციას;
დეფოლტის პოზიტიუური ფაქტორები:
  • სახელმწიფოს რეზერვების მობილიზაცია;
  • საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა, მათი განაწილების ეფექტურობის ზრდა და არამიზნობრივი ხარჯების შემცირება/გაუქმება;
  • კრედიტორების კონსტრუქციული დამოკიდებულების ზრდა ვალის რესტრუქტურიზაციის მიმართ, აგრეთვე სავალო პროცენტებზე უარის თქმა იმის შიშით, რომ დეფოლტის პირობებში საერთოდ არ დაეკარგოთ გაცემული კრედიტები;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ახალი წლის დღესასწაულები საფინანსო ბაზრებზე

საახალწლო დღესასწაულები საფინანსო ბაზრებზე

ახალი წლის დღესასწაულები ყოველთვის ასოცირდება ნაძვის ხესთნ, სუფრასთან დასვენებასთან, კორპორატივებთან, ოჯახთან და საერთოდ არ ასოცირდება …