პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია შესაძლო: გრაფიკული მოდელები და სანთლური ფიგურები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.
ტრენდული პრიორიტეტები:
გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:
- MN: –;
გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:
- W1: –;
პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:
- D1: –;
MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია:
(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის და გრაფიკის ფანჯრებში წითელი მონაკვეთით)
- H4: –;
- D1: –;
- W1: აღმავალი დივერგენცია;
- MN: ორმაგი აღმავალი დივერგენცია;
ვულფის ტალღები:
- H4: –;
- D1: –;
- W1: –;
- MN: –;
გრაფიკული ფიგურები:
- H1: –;
- H4: –;
- D1: –;
- W1: –;
- MN: –;
ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და რომლებიც საგრძნობ ზეგავლენას მოახდენენ ფასთა ცვლილებებზე:
ორშაბათი 25 ივლისი
- 12:00 – საქმიანი კლიმატის ინდექსი IFO (გერმანია/ევროზონა);
ოთხშაბათი 27 ივლისი
- 22:00 – ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზრის ოპერაციების ფედერალური კომიტეტის განცხადება (აშშ);
- 22:00 – ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის შესახებ (აშშ);
- 22:30 – ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზრის ოპერაციების ფედერალური კომიტეტის პრესკონფერენცია (აშშ);
ხუთშაბათი 28 ივლისი
- 16:30 – II კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტი (აშშ);
- 16:30 – უმუშევართა შემწეობის მიღებისათვის პირველადი განაცხადების რაოდენობა (აშშ);
პარასკევი 29 ივლისი
- 11:15 – უმუშევართა რაოდენობის ცვლილება (გერმანია/ევროზონა);
- 12:00 – II კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტი (გერმანია/ევროზონა);
- 13:00 სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ევროზონა);
Geoforex.info პრიორიტეტი:
- სავალუტო ბაზარზე და ზოგადად ყველა საფინანსო ბაზარზე ყველაზე კარგი სიტუაციაა, როდესაც ტრეიდერი ხედავს მარკეტმეიკერების გარკვეულ შეთანხმებას, ანუ როდესაც ფასი იმ ადგილას დგას, რომელი ადგილიც გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება, როდესაც ასეთ კანონზომნიერებას ვერ ვხედავთ ე.ი. ბაზარზე დაპირისპირებაა საფინანსო ჯგუფებს შორის და რომლის ბაზარზე ინექცირებული ფინანსური კაპიტალის მოცულობაც გადაძალავს სწორედ იმ მიმართულებით წავა ფასი. სწორედ ეს მომენტია სახიფათო ლიფსიტებისთვის, ანუ ჩვენისთანა ტრეიდერებისთვის, რომლთა საოპერაციო თანხა რამდენიმე ასეულ ან ათასეულ დოლარს არ აღემატება;
- ვხედავთ პირველ შეთანმებას – მიუხედავად ევროზონაში საპროცენტო განაკვეთის, მართლაც მკვეთრი ზრდისა, ევრო მხოლოდ მოლოდინის ინერციით გამყარდა დოლართან მიმართებაში ორშაბათიდან ხუთშაბათამდე. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად საპროცენტო განაკვეთის ზრდისა ევროზონაში რეცესიის “რაზგონი” აღებულია და მხოლოდ განაკვეთების ზრდით ფულად-საკრედიტო სიტუაცია ვერ გამოსწორდება;
- ვხედავთ მეორე შეთანმებას – მარკეტმეიკერებმა ევროს ფასი არ აუშვეს 1.0277/80 ზემოთ და სწორედ ამ ადგილებში ჩამოყარეს ევროს ყიდვის მოლოდინით გაგულიანებული ტრეიდერების სტოპები. სხვათა შორის მეც მათ რიცხვში ვიყავი და ყიდვის პოზიცია გახსნილი მქონდა 1.0270-ზე მიზნობრივი პროფიტით 1.0360 და დავინახე, რა, რომ მარკეტმეიკერებმა ორი დღე ზედიზედ სამშაბათ-ოთხშაბათს ფასი არ გაუშვეს ზემოთ, ფუი ეშმაკს 🙂 პოზიცია გადავიყვანე მინიმალზე და გამოვედი 4 პუნქტიანი მოგებით, ანუ სპრედი + სვოპი ამოვიღე და “პონჩიკების” ფულიც დამრჩა. დასკვნა: წარმატებული ტრეიდინგი მოითხოვს ძალიან დაკვირვებას. სამშაბათ-ოთხშაბათს გამექცა/გამეპარა ტექნიკური ანალიზის მნიშვნელოვანი დეტალები და კინაღამ ცხვირში მითავაზა სავალუტო ბაზარმა;
- ვხედავთ მესამე შეთანმებას – ბაზრის ყველა მონაწილე შეთანხმდა რომ კვირის ბოლოს ევროს სამართლიანი ფასი არის 1.0200 პლიუს/მინუს რამდენიმე პუნქტი;
- ვხედავთ მესამე შეთანმებას – მარკეტმეიკერებს ჯერ-ჯერობით სურთ სავაჭრო დიაპაზონის დაჭერა 1.0100 – 1.0300 ფარგლებში, შუალედური ფასით – 1.0200;
- სანამ ფასი დამაჯერებლად არ გაარღვევს დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 50% -ს ზემოთ, საშუალოვადიან ყიდვებზე არ შევდივარ.
- მანამდე სავაჭრო დიაპაზონად დავიჭერ 1.0160 – 1.0270/80 მონაკვეთს;
(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)
კვირის დახურვის ზემოთ:
- აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 23%-დან ასხლეტა ზემოთ;
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 50% + ნულოვანი ფასური დონე 1.0300. (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა);
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 61% + ფასური დონე 1.0360;
- ნულოვანი დონე 1.0400;
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 76%;
კვირის დახურვის ქვემოთ:
- აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 23% გარღვევა ქვემოთ;
- აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 38% + ფასური დონე 1.0160;
- აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 50% + ნულოვანი დონე 1.0100;
- გრძელვადიანი მსხვილი წითელი ფიბონაჩის 76% + აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 61% (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა);
- აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 76%;
H1 (1)
H1 (2)
H4
D1
W1
MN
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით