პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია შესაძლო: გრაფიკული მოდელები და სანთლური ფიგურები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.
ტრენდული პრიორიტეტები:
გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:
- MN: –;
გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:
- W1: –;
პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:
- D1: –;
MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია:
(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის და გრაფიკის ფანჯრებში წითელი მონაკვეთით)
- H4: –;
- D1: აღმავალი დივერგენცია;
- W1: აღმავალი დივერგენცია;
- MN: სამმაგი აღმავალი დივერგენცია;
ვულფის ტალღები:
- H4: –;
- D1: –;
- W1: –;
- MN: –;
გრაფიკული ფიგურები:
- H1: –;
- H4: –;
- D1: –;
- W1: –;
- MN: –;
ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და რომლებიც საგრძნობ ზეგავლენას მოახდენენ ფასთა ცვლილებებზე:
სამშაბათი 19 ივლისი
- 13:00 – სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ევროზონა);
ოთხშაბათი 20 ივლისი
- 18:30 – ნედლი ნავთობის მარაგი (აშშ);
ხუთშაბათი 21 ივლისი (უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების დღე ევროზონის საფინანსო სისტემისთვის).
- 16:15 – განაკვეთი სადეპოზიტო სახსრებზე (ევროზონა);
- 16:15 – ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთი მარჟინალურ დაკრედიტებაზე (ევროზონა);
- 16:15 – ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადება მონეტარული პოლიტიკის შესახებ (ევროზონა);
- 16:15 – გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის შესახებ (ევროზონა);
- 16:30 – სამრეწველო აქტიურობის ინდექსი ფილადელფიის სარეზერვო ბანკის მონაცემებით (აშშ);
- 16:45 – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეს-კონფერენცია (ევროზონა);
Geoforex.info პრიორიტეტი:
ხუთშაბათი, 21 ივლისი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების დღეა ევროზონის საფინანსო სისტემისთვის. პრინციპში უკვე გადაწყვეტილია, რომ ივლისში საპროცენტო განაკვეთი აიწევს 25 პუნქტით და გახდება 0.25%, ხოლო შემდეგ, სექტემბრის თვეში ინფლაციიდან გამომდინარე შესაძლებელია კიდევ 25 საბაზისო პუნქტით აიწიოს.
ზოგადად, საპროცენტო განაკვეთის ზრდა იწვევს ინვესტორების ინტერესის ზრდას ფინანსური აქტივის მიმართ, მაშასადამე მოსალოდნელია ევროზე მოთხოვნის გაზრდა შესაბამისი აღმავალი ტრენდული ტენდენციის ჩამოყალიბებით. მაგრამ ეს არის “ზოგადი” მოლოდინი, თუმცა მოლოდინის არ გამართლების შემთხვევაში მოსალოდნელია ძალიან მკვეთრი დაღმავალი ტენდენცია. ხოლო, თავად ხუთშაბათის მოლოდინებმა შესაძლოა თავისთვად აღმავალი ტრენდი გამოიწვიოს.
თუმცა, არაა გამოსარიცხი ისიც, რომ მარკეტმეიკერებმა ხუთშაბათამდე აღმავალი ტენდენციის მოლოდინებით დროზე ადრე აღტკინებული ტრეიდერების სტოპების ჩამოყარონ.
კლასიკურ ვარიანტში, იმ ადგილას სადაც ამჟამად იმყოფება ფასი, ველოდები ორდერების დაგროვებას, ანუ ფლეტს და შემდეგ გასროლას რომელიმე მიმართულებით. აი ეგეთია ფინანსური სისტემა, და რა ვქნა 🙂 , “უკუღმა ასინეთე, უკუღმა 🙂 “.
ამიტომ, ხუთშაბათამდე ფრთხილი ორდერები ქვემოთ აღწერილ დიაპაზონებში:
- ფასის მიერ დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 23% + ნულოვანი ფასური დონის 1.0100 გარღვევით სავაჭრო დიაპაზონად მივიჩნევ ნულოვანი ფასური დონეების სივრცეს 1.0100 – 1.0200, შუალედური გაჩერებით 1.0160;
- ფასის მიერ იასამნისფერი ფიბონაჩის 23% + ნულოვანი ფასური დონის 1.0100 ვერ გარღვევით სავაჭრო დიაპაზონად მივიჩნევ ნულოვანი ფასური დონეების სივრცეს 1.0100 – 1.0000;
(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)
კვირის დახურვის ზემოთ:
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 23% + ნულოვანი ფასური დონე 1.0100;
- შუალედური წინააღნდეგობის დონე 1.0160
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 38% + ნულოვანი ფასური დონე 1.0200;
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 50% + ნულოვანი ფასური დონე 1.0300;
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 61% + ნულოვანი ფასური დონე 1.0300 ;
კვირის დახურვის ქვემოთ:
- მხარდაჭერა/წინააღმდეგობის დონე 1.0070 – ზონა, სადაც ამჟამად იმყოფება ფასი;
- ნულოვანი ფასური დონე 1.0000;
- მხარდაჭერის დონე 1.9950 – ზონა, სადაც ამჟამად იმყოფება ფასი =/+ გრძელვადიანი მსხვილი წითელი სატრენდო ხაზი;
- ნულოვანი ფასური დონე 0.9900;
- მხარდაჭერის დონე 0.9735
H1 (1)
H1 (2)
H4
D1
W1
MN
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით