სარჩევი
სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლეების ISM Non-Manufacturing PMI და ISM Manufacturing PMI გამოქვეყნება.
კვლევის საგანი
ფუნდამენტალური სიახლის გამოქვეყნების შემდეგ:
- ფასის მინიმალური ცვლილება;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება;
- ფასის საშუალო ცვლილება;
- დაბრუნებების რაოდენობა – რამდენად ხშირად უბრუნდებოდა ფასი მიახლოებით იმ ნიშნულს, სადაც იგი იმყოფებოდა სიახლის პუბლიკაციამდე ( +-10% თავად ფასის ცვლილებიდან სიახლის გამოქვეყნების შემდეგ);
- სიახლის გავლენის პერიოდი – მისი გამოქვეყნებიდან 6 საათი;
- კვლევის სრული პერიოდი 7 წელი;
- კვლევა ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სიახლეებთან მიმართბაში;
კვლევის ინსტრუმენტები (სავალუტო წყვილები)
- USD/CHF;
- GBP/USD;
- EUR/USD;
- USD/JPY;
- USD/CAD;
- AUD/USD;
- NZD/USD;
ISM Manufacturing PMI
ISM Manufacturing PMI – საქმიანი ოპტიმიზმის ინდექსი მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
- შეკვეთები;
- პროდუქცია;
- დასაქმება
- სამრეწველო-მატერიალური მარაგები;
- მიწოდების ვადები;
- ექსპორტის ფასები;
- იმპორტის ფასები;
ინდექსი ყალიბდება 4 000 კომპანიის მენეჯერების გამოკითხვის შედეგების მიხედვით. საერთო ინდექსი წარმოადგენს ხუთი სხვადასხვა ინდექსის შეწონილ მნიშვნელობას:
- შევეთები — 30%;
- პროდუქცია — 25%;
- დასაქმება — 20%;
- მიწოდება — 15%;
- სამრეწველო-მატერიალური მარაგები — 10%;
ინდექსის 50% -ზე მეტი მაჩვენებელი მიანიშნებს სამრეწველო აქტიურობის ზრდაზე, ინდექსის 50% -ზე ნაკლები მაჩვენებელი მიუთითებს სამრეწველო ზრდის ტემპების კლებაზე. როგორც წესი, როდესაც მაჩვენებელი უახლოვდება 60%-ს, ინვესტორები შიშობენ ეკონომიკის შესაძლო გადახურების, ინფლაციის ზრდის და ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის შესაძლო გაზრდის შესახებ. ინდექსის 40 % ნიშნულამდე ვარდნის შემთხვევაში იწყება რეცესიის მოლოდინი.
ინდექსი ქვეყნდება თვის პირველ სამუშაო დღეს და შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს სამრეწველო წარმოების მოცულობის ინდიკატორი, რომელიც თვის შუა პერიოდში ქვეყნდება.
ISM Non-Manufacturing PMI
ISM Non-Manufacturing PMI – ინდიკატორი გამოითვლება ყოველთვიურად არასაწარმოო სექტორის ასეულობით წარმომადგენლის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე. გამოკითხვის პროცესში ხდება მიმდინარე და გასული თვის შედარება. გამოკითხვაში გამოიყენება კითხვარები რაიმე ციფრული გამოსახულებების გარეშე და რესპონდენტებს თხოვენ შეაფასონ საქმიანობის დონე პასუხებით: “უფრო კარგი”, “უფრო ცუდი”, ან “ცვლილების გარეშე”, ვიდრე გასულ თვეში იყო.
არასამრეწველო საქმიანობის რეზულტატების შესახებ, გამოკითხვის პასუხების საფუძველზე შედგენილი ინდექსი გვჩვენებს ცვლილებების ტემპსა და მიმართულებას, თუ ასეთი რამ გამოიკვეთა საქმიანობის გაანალიზებული სახეობასთნ დაკავშირებით.
ინდიკატორის 50-იანი მაჩენებელი გვიჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა არასამრეწველო სექტორის არც გაფართოება და არც შემცირება. 50-იან მაჩენებელზე მეტი მნიშვნელობა მიუთითებს სექტორის ზრდაზე, ხოლო 50-იან მაჩენებელზე ნაკლები მნიშვნელობა მიუთითებს რომ მომსახურების სექტორში ტემპი მცირდება.
ინდექსზე ხშირად გავლენას ახდენენ უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორები, ვიდრე ვითარების ფაქტიური მდგომარეობა.
ინდექსი ქვეყნდება ყოველი თვის პირველ რიცხვებში. ბაზარზე ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას. ინდექსის ზრდა წარმოადგენს დადებით ფაქტორს და იწვევს აშშ დოლარის კურსის ზრდას.
USD/CHF
- ფასის მინიმალური ცვლილება – 11 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 198 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 41 პუნქტი;
- 58-იდან 6-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 11%;
GBP/USD
- ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 183 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 47 პუნქტი;
- 58-იდან 2-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 4 %;
EUR/USD
- ფასის მინიმალური ცვლილება – 8 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 222 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 46 პუნქტი;
- 58-იდან 7-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 12 %;
USD/JPY
- ფასის მინიმალური ცვლილება – 7 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 189 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 39 პუნქტი;
- 58-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9 %;
USD/CAD
- ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 135 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 34 პუნქტი;
- 58-იდან 4-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 7 %;
AUD/USD
- ფასის მინიმალური ცვლილება – 10 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 116 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 33 პუნქტი;
- 58-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9 %;
NZD/USD
- ფასის მინიმალური ცვლილება – 11 პუნქტი;
- ფასის მაქსიმალური ცვლილება – 110 პუნქტი;
- ფასის საშუალო ცვლილება – 32 პუნქტი;
- 58-იდან 6-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 11 %;
როგორც სტატისტიკიდან ჩანს სიახლის გამოქვეყნებაზე შედარებით აქტიურად რეაგირებენ სავალუტო წყვილები: USD/CHF, GBP/USD, EUR/USD და USD/JPY. ამასთან ფასის საშუალო მოძრაობა 40 პუნქტია. მაქსიმუმი 180-220 პუნქტია.
სავალუტო წყვილები: USD/CAD, AUD/USD და NZD/USD დუნედ რეაგირებენ საშუალოდ 30 პუნქტის ფარგლებში, იშვიათად 110-130 პუნქტამდე.
ტრეიდერები ხშირად კამათობენ მიზანშეწონილია, თუ არა სავაჭრო პროცესის დროს ეკონომიკურ სიახლეებზე თვალყურის დევნა და მათი გათვალისწინება. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ თაიმფრეიმებზე ფუნდამენტალური სიახლეების გათვალისწინება არ ღირს, ვინაიდან მათი გავლენა მინიმალურია.
აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, მართლაც რომ მნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მიზანშეწონილია, მხოლოდ კონკრეტულ სავალუტო წყვილებზე მუშაობის დროს. თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობენ ისეთი ფუნდამენტალური სიახლეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ სავალუტო წყვილზე მუშაობის დროს.
ესენია:
სიახლეებზე ვაჭრობისათვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ ძალიან კარგი ინსტრუმენტი – სიახლეების კალენდარი >>>.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით