შემოსავლიანობის პერსპექტივა და შემოსავლიანობა პერსპექტივაში ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელიც ყველა ჯანმრთელ და ნორმალურ ადამიანს ბუნებრივად უნდა აინტერესებდეს. თუ ფორექსზე ინტერნეტ ტრეიდინგით დაინტერესდით, მაშასადამე ალბათ ამის შესახებ ვიღაცამ გითხრათ ან სადმე წაიკითხეთ.
და თუ ფორექსზე ვაჭრობა სერიოზულად გადაწყვიტეთ, მაშასადამე წაკითხულში, ან მოსმენილში ბევრი დადებითი გაგიგიათ. ზოგი ავტომანქანის, ზოგი ბინის/სახლის და ა.შ. შეძენის შესახებ წერს/ამბობს, ამიტომ თქვენც ასეთი პერსპექტივით, სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობით ფრთაშესხმულმა გადაწყვიტეთ მოიძიოთ ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია ფორექსის შესახებ და შესაბამისად შემობრძანდით ამ საიტზე, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში 2012 წლიდან 2020 წლამდე პერიოდის განმავლობაში ერთადერთია, რომელიც დინამიურად ვითარდება და რეალურ ინფორმაციას აწვდის მკითხველს ფორექსის შესახებ. თუ, ეს ის საიტია, რომლითაც აპირებთ ფორექსის სწავლას, მაშინ პირდაპირ გეტყვით მოთოკეთ ეიფორია, ვინაიდან ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ზემოთ წაკითხულში ან მოსმენილში – ვარდისფერ ფერებში აგიღწერეს. ამ სტატიაში მინდა გავაქარწყლო კიდევ ერთი მითი, რომელიც ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობას უკავშირდება – მითი შემოსავლიანობის პერსპექტივების შესახებ.
ვიღაც გეტყვით, რომ ფორექსზე ვაჭრობისას მან 100%-იან შემოსავლიანობას მიაღწია, უფრო მეტიც, მას საკუთარი სავაჭრო ტერმინალის ინვესტორის პაროლიც კი შეუძლია მოგცეთ, რითიც დაგარწმუნებთ საკუთარ სიტყვებში და სავაჭრო წარმატებულობაში. მაგრამ გაიხსენეთ წინა სტატია, სადაც საუბარი გვქონდა მოვლენებისა და მათი დადგომის ალბათობის შესახებ.
მაღალი შემოსავლიანობა ერთი თვის განმავლობაში, არ ნიშნავს მაღალ შემოსავლიანობას შემდგომი თვეების განმავლობაშიც. არავინ არ არის დაზღვეული ზარალისგან, ან უარყოფითი სტატუსის შემოსავლიანობისაგან. ამიტომ, თუ ზემოთხსენებულმა ტრეიდერმა, თავდაპირველი დეპოზიტის რაოდენობიდან 50%-იანი ზარალი განიცადა მეორე თვეში, მაშინ მისი ორთვიანი მუშაობის რეზულტატი იქნება – 25% თვეში. და თუ მომდევნო 10 თვის განმავლობაში ტრეიდერი საერთოდ შეეშვება ვაჭრობას, მაშინ მისი წლიური მოგება 4%-ზე ცოტათი მეტი იქნება, რაც საბანკო სადეპოზიტო ანაბარის დივიდენდებზე გაცილებით ნაკლებია.
თანაც გასათვალისწინებელია, რომ დეპოზიტი ბანკში – არის ინვესტიცია რისკის დაბალი დონით. ფორექსზე მუშაობა კი არის – მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სტრესთან, გადღლასთან და ხასიათის ხშირ ცვლილებებთან. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თუ ტრეიდერის მოგება 3 თვის მანძილზე, თვიურ 30 %-ს შეადგენს, იგი მაშინაც არ არის დაზღვეული რისკისაგან, იმ შემთხვევაში თუ მე-4 ფინანსურ თვეს იგი დახურავს 100%-იანი ზარალით, მაშინ გამოდის, რომ მას წინა სამი თვე ტყუილად დაუკარგავს. მუშაობის პირველი პერიოდის მაღალი მაჩვენებლები შესაძლებელია მარტივად გადაფაროს ერთმა წარუმატებელმა გარიგებამ.
ამ სტატიით არავის ვუნერგავ შიშს საფინანსო ბაზრების მიმართ და არ ვამტკიცებ, რომ ფორექსზე მოგების მიღება ერთეულების ხვედრია, ან საერთოდ შეუძლებელია. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ფორექსზე სტაბილური და დიდი შემოსავლის მიღება რთული საქმეა. უფრო მეტიც შემოსავლის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. დაუკვირდით, ასე მარტივი რომ ყოფილიყო ფორექსზე ვაჭრობა, ისე როგორც ეს აღწერილია ტრეიდერების ლიტერატურაში, ან საბროკერო კომპანიების სარეკლამო ტექსტებში, მაშინ ყველა ადამიანი დაიზეპირებდა მათ და გახდებოდნენ მილიონერები. ბევრს იცნობთ მილიონერ ტრეიდერს? ამიტომ დასკვნები თავად გააკეთეთ.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით