კიდევ ერთხელ სკეპტიციზმი - უარის თქმა მიღწეულზე?

კიდევ ერთხელ სკეპტიციზმი – უარის თქმა მიღწეულზე?

წინა სტატიაში უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რატომ არის საჭირო ტრეიდერისათვის ფორექსზე ვაჭრობისას საკუთარი მექანიკური სავაჭრო სისტემის ქონა.

ბოლო წინადადებაში აქცენტი გაკეთებულია სიტყვაზე “საკუთარი” – და ეს შემთხვევითი არ არის.

ინტერნეტ სივრცეში მოიპოვება უამრავი ფასიანი, ან უფასო სავაჭრო სისტემა. რამდენიმე ასეული აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, მყიდველს სთავაზობენ უნაკლო, გარანტირებულად შემოსავლიან სავაჭრო სისტემას. მაგრამ ამ უამრავ შემოთავაზებას შორის თითქმის უმრავლესობა თაღლითობაა. 100 %-იანი შემოსავლიანი, უნაკლო და უშეცდომო სავაჭრო სისტემა არ არსებობს.

პირველ რიგში, საკუთარი სავაჭრო სისტემის შედგენის პროცესში საჭიროა დროებით დავივიწყოთ ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის ელემენტები, რომლებიც უკვე შევისწავლეთ რუბრიკებში – “ფორექსის შესწავლის I ეტაპი” და “ფორექსის შესწავლის II ეტაპი”. “დროებით” იმიტომ უნდა დავივიწყოთ, რომ ფორექსზე სტაბილური შემოსავლის მიღებისათვის ყველაფერი ისეთი მარტივი რომ იყოს, როგორც ფორექსის ლიტერატრაშია აღწერილი, მაშინ ყველა ადამიანი დაიზეპირებდა მათ და უმალ გახდებოდნენ მილიონერები.

ალბათ აქვე გაგიჩნდებათ კითხვა – “მაშინ რატომ შევისწავლეთ რუბრიკები “ფორექსის სკოლა” და “ფორექსის ინსტიტუტი”?”. ამ რუბრიკებში ჩვენ გავაშუქეთ საბაზრო ვაჭრობის კლასიკური ხედვა, ჩავყარეთ ფუნდამენტი მომავალი ვაჭრობისათვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გვითქვამს, ის რომ, რაც იმ რუბრიკებში წერია – არის აქსიომა და აუცილებლად მათი მეშვეობით უნდა ვივაჭროთ, იმისათვის, რომ სტაბილურ წარმატებას მივაღწიოთ. სპეციალურად არ ვსაუბრობდი ამ თემაზე, რათა სწავლის პერიოდში მოვლენებისთვის წინ არ გამესწრო და ფსიქოლოგიურად არ განმეწყო მკითხველი მომავალი შეხედულებათა ცვლილებებისათვის. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ როგორ ვივაჭროთ სწორად, პირველ რიგში საჭიროა ჩამოვყალიბდეთ იმაში, თუ რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ საფინანსო ბაზარზე ვაჭრობის დროს.

საკუთარი მექანიკური სავაჭრო სისტემის ჩამოყალიბების დროს, პირველ რიგში აუცილებელია მივიღოთ ცნობად ის ფაქტი, რომ ტექნიკური ანალიზის ყველა ინდიკატორი აგვიანებს და იძლევა დაგვიანებულ სიგნალებს, ვინაიდან მუშაობის თვალსაზრისით ისინი აიგება ფასების საფუძველზე, რომელიც არის პირველადი ელემენტი.

ასეთ დაგვიანებულ სიგნალებს ან ხელიდან გაშვებულ მოგებამდე, ან გარდაუვალ დანაკარგებამდე მივყავართ, რაც უფრო მეტად სავარაუდოა. ამიტომ მშრალი უსისტემო სტრატეგიებით ვაჭრობა ფორექსზე არ შეიძლება.

თუ გსურთ ამაში დარწმუნება, აიღეთ ამ საიტის ნებისმიერი სტრატეგია და დაიწყეთ ვაჭრობა. მხოლოდ მშრალი, თქვენი მოთხოვნებისადმი არა ადაპტირებული უსისტემო ვაჭრობა, საბოლოო ჯამში მიგიყვანთ სავალალო შედეგამდე.

რაც შეეხება ტექნიკური ანალიზის ფიგურებს (ტრენდის გაგრძელების და ტრენდის შემობრუნების ფიგურებს) და საერთოდ გრაფიკულ ანალიზს, აქ საქმე ცოტა სხვაგვარადაა. რას უნდა მიაქციოს ყურადღება ტრეიდერმა – ეს არის სამყაროს მოწყობის ღერძე – “ისტორიას გააჩნია გამეორების თვისება”. თუ ტრეიდერების უმრავლესობას სჯერა, რომ ვარაუდის დიდი დოზით ტრენდი შემობრუნდება, მაშინ ასეთი მოვლენა მართლაც მოხდება.

თუ გრაფიკზე გამოსახული ფიგურა არაერთხელ იყო წინაპირობა იმისა, რომ ტრენდი შემობრუნდა, მაშინ თეორიის ამუშავების ალბათობაც იზრდება. მაგრამ აქაც ყველაფერი ისე მარტივად არ არის, რადგან სხვადასხვა ტრეიდერები ფიგურებს აანალიზებენ სხვადასხვა ინტერვალის გრაფიკებზე, სხვადასხვა მასშტაბით, დროის სხვადასხვა სარტყელში და ა.შ. უფრო მეტიც ტრეიდერების ერთ ნაწილს შეუძლია ამა თუ იმ ფუგურის გრაფიკზე დანახვა, ხოლო მეორე ნაწილი საერთოდ ვერ ხედავს მას. ასე, რომ სავალუტო წყვილების გრაფიკებზე გრაფიკული ფიგურების აღმოჩენის ალგორითმიც საკმაოდ რთულია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა – ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე მარტივი ტაქტიკაა.