ფორექსის შესწავლის II ეტაპი

ფორექსის შესწავლის II ეტაპი — I ეტაპის წაკითხვისა და გააზრების შედეგად ჩვენ უკვე მივიღეთ საბაზისო ცოდნა, იმის შესახებ თუ რა არის ფორექსი. ამ რუბრიკაში გადავდივართ ეტაპზე რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ თუ როგორ უნდა ვივაჭროთ ფორექსის ბაზარზე.

 

მთლიანი რუბრიკა >>>

რიგითობის მიხედვით
I. შესავალი - ფორექსის ანალიზის სახეობები >>>

II. ტექნიკური ანალიზი >>>

 
III. ფუნდამენტალური ანალიზი >>>

კომენტირების ფორმა

გააკეთეთ კომენტარი

ქართული კლავიატურა
0
  • გიორგი

    დიდი მადლობა ლევან,ჩემს ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი.
    დასაფასებელია ასეთი პროექტი რომ გაქვთ,თანაც უფასო.

    Short URL:
  • Admin - ლევანი

    გიორგი - ფუნდამენტალური ფაქტორებენ ამძრავებენ ფასს, ანუ აძლევენ მას მოძრაობის იმპულსს. ფუნდამენტალური ფაქტორები მოიცავენ ამა თუ იმ ქვეყნის უმუშევრობის დონეს, საპროცენტო განაკვეთს მშპ-ს და ა.შ. სწორედ ეს პარამეტრები და მათი ცვლილება იწვევს ფასის მოძრაობას და მის ცვლილებას.

    ტექნიკური ანალიზი ეყრდნობა და ითვალისწინებს რა ფასის მოძრაობის ისტორიულ, ანუ წარსულ მაჩვენებლებს, გვიჩვენებს თუ საითკენაა შესაძლებელი რომ ფასმა იმოძრაოს და სად გაჩერდეს.

    ფუნდამენტიც და ტექნოც ეყრდნობა ალბათობას, ისევე როგორც სხვა ყველაფერი დედამიწაზე. ტექნიკური ანალიზით მუშაობისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მძლავრი!!!! უმნიშვნელოვანესი!!!! ფუნდამენტალური ფაქტორები და მიმაჩნია რომ ეკონომიკური კალენდრის დონე საკმარისია.უფრო ჩაღრმავება ტრეიდერს სიღრმეებში წაიყვანს და დააბნევს. ანუ ანალიზების შერწყმა საჭიროდ მიმაჩნია, თუმცა არ სიღრმისეულად. ერთმანეთს არცერთი ანალიზი რომელიც მე ვიცი არამც და არამც არ ეწინააღმდეგება, პირიქით ავსებს, ოღონდ მიმაჩნია რომ შერწყმის დოზა უნდა დავიცვათ.

    ფუნდამენტალური ანალიზი მუშაობს მაშინ როცა ქვეყნდება ფუნდამენტალური სიახლე და ფასს აძლევს ბიძგს მაქსიმუმ 30 წუთი-5 საათის განმავლობაში, გააჩნია პარამეტრების სიძლიერეს.

    რაც შეეხება ფუნდამენტის ერთ, ან რამდენიმე კვირიან მუშაობას. აშშ ეკონომიკა უფრო კარგ ვითარებაშია ვიდრე ტრამპამდე იყო ხოლო ევროზონის იგივე სიტუაციაშია როგორც მაგალითად წლის დასაწყისში იყო, მაგრამ ვხედავთ რომ ევრო იზრდება, არადა ყველა ფუნდამენტი გვიჩვენებს რომ ეს არასწორი ზრდაა, მაშასადამე რა ხდება? ხდება ის რომ ფორექსი არის წმინდა წყლის სპეკულაციური ბაზარი და აქ ყველაზე კარგად მასზე მუშაობს ალბათობის თეორია, რომელიც უფრო მეტად კავშირშია ტექნიკურ ანალიზთან, თუმცა ფუნდამენტალურის შერწყმით.

    ზემოთ ავხსენი ფორექსი, მაგრამ აქციებზე, ფიუჩერსებზე და ინდექსებზე ვაჭრობისას კი ფუნდამენტალურ ანალიზი უფრო წინა პლანზე იწევს ვიდრე ტექნიკური ანალიზი.

    Short URL:
  • გიორგი

    Admin ,ტრეიდინგში ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზი ერთდროულად გამოიყენება თუ ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება ?

    გამოსადეგია თუ არა ფუნდამენტალური ანალიზი მოკლევადიან(1 დღე,კვირა) პროგნოზებისთვის?

    Short URL:

სტანდარტული ინდიკატორები (Meta Trader 4 / 5)

კლასიკური ბირჟა

სტატისტიკა

Яндекс.Метрика
 
 
 
 

SSL სერტიფიკატი COMODO CA Limited

sll

 

გაფრთხილება რისკების შესახებ

საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე - ფორექსზე (Forex) და ოფციონებზე (Options) მუშაობის (ვაჭრობის) დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ თქვენ გაცნობიერებული გაქვთ რისკები, რომლებიც თან სდევს ვაჭრობას საკრედიტო მხარის გამოყენებით და რომ თქვენ ამისათვის გაქვთ თეორიული და პრაქტიკული მომზადების საკმარისი დონე.

Top