ტრენდის გაგრძელების ფიგურები

ტრენდის გაგრძელების ფიგურები

ტრენდის გაგრძელების ფიგურები შესაძლებელია მიუთითებდნენ ძირითადი ტრენდის საპირისპიროდ ჩამოყალიბებულ დროებით კორექციაზე.

ასეთი ფიგურების დროულად გამოვლენა შესაძლებლობას იძლევა თავიდან ავიცილოთ ზარალიანი პოზიციის გახსნა.

ტრენდის გაგრძელების ფიგურებია
  • სამკუთხედი;
  • დროშა;
  • ალამი;
ტრენდის გაგრძელების ფიგურა განისაზღვრება ორი ხაზით
  • მხარდაჭერის ხაზით, რომელიც გავლებულია გრაფიკის ლოკალურ მინიმუმებზე;
  • წინააღმდეგობის ხაზით, რომელიც გავლებულია გრაფიკის ლოკალურ მაქსიმუმებზე;

რაც უფრო მეტი ლოკალური მინიმუმები და მაქსიმუმები ხვდება მხარდაჭერის და წინააღმდეგობის ხაზებზე, მით უფრო მეტად არის გამოკვეთილი ესა თუ ის ფიგურა.

ტრენდის გაგრძელების ფიგურა – “სამკუთხედი”

არსებობს “სამკუთხედის” ოთხი ტიპი:

  • დაღმავალი სამკუთხედი;
  • აღმავალი სამკუთხედი;
  • სიმეტრიული სამკუთხედი;
  • გაფართოვებადი სამკუთხედი;

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში “სამკუთხედი” შესაძლებელია მიუთითებდეს, როგორც ტრენდის შემობრუნებაზე, ასევე მის გაგრძელებაზეც.

ტრენდის გაგრძელების ფიგურა: “დაღმავალი სამკუთხედი”

ტრენდის გაგრძელების

ტრენდის გაგრძელების ფიგურა: “აღმავალი სამკუთხედი”

ტრენდის გაგრძელების

ტრენდის გაგრძელების ფიგურა: “სიმეტრიული სამკუთხედი”

ტრენდის გაგრძელების

ტრენდის გაგრძელების ფიგურა: “გაფართოვებადი სამკუთხედი”

ტრენდის გაგრძელების

თუ სამკუთხედის ბისექტრისა მიმართულია ქვემოთკენ (მარცხენა ზედა კუთხიდან მარჯვენა ქვედა კუთხისკენ), მაშინ სახეზეა “დაღმავალი სამკუთხედი”. თუ ესეთი ფიგურა გამოისახა გამოხატული აღმავალი ტრენდის ფონზე, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ ფასის მიერ ფიგურის გარღვევის შემდეგ აღმავალი ტრენდი გაგრძელდეს. ამ კონტექსტში “დაღმავალი სამკუთხედი” არის ტრენდის გაგრძელების ფიგურა. თუ ფიგურის წარმოქმნამდე აშკარად გამოხატული აღმავალი ტრენდი არ იყო, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ ფიგურა გაირღვევა ქვემოთა მიმართულებით და წარმოიშვება დაღმავალი ტრენდი. ამ კონტექსტში “დაღმავალი სამკუთხედი” არის ტრენდის წარმოშობის ან შემობრუნების ფიგურა. სამკუთხედის შიგნით ვაჭრობა არ არის რეკომენდებული, რადგან ფიგურა, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლებელია გარღვეული იქნას, როგორც ქვემოთა, ასევე ზემოთა მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ამ ფიგურის ფორმირების შემდეგ საჭიროა გაიხსნას პოზიცია, ვინაიდან მუშაობს ერთგვარი – ზამბარის ეფექტი. ვიწრო დიაპაზონში მოქცეული ფასი, დიაპაზონიდან გამოდის დიდი სიჩქარითა და ძალით, და გადის დიდ მანძილს.

როგორც წესი, ტრენდის გაგრძელების ფიგურების ფორმირებას წინ უსწრებს სავაჭრო მოცულობების კლება. მოცულობები უმნიშვნელოდ იცვლება ფიგურის შიგნით, და როგორც წესი იზრდება იმ მიმართულების თანხვედრილად, რა მიმართულებითაც უფრო მეტად არის სავარაუდო გარღვევა. ამიტომ, თუ სამკუთხედის შიგნით ფასის ზრდას თან ახლავს მოცულობების ზრდა, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ ფიგურა გაირღვევა ზემოთა მიმართულებით და წარმოიშვება აღმავალი ტრენდი. და პირიქით, თუ ფიგურის შიგნით ფასის კლებას თან ახლავს მოცულობების ზრდა, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ ფიგურა გაირღვევა ქვემოთა მიმართულებით და წარმოიშვება დაღმავალი ტრენდი.

ფიგურის გარღვევაზე შესაძლებელია გავლენა იქონიოს აგრეთვე გრძელვადიანი ტრენდის სახეობამ (აღმავალი ან დაღმავალი) და წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი დონეების და ხაზების სიახლოვემ.

თუ “სამკუთხედში” შესვლის წინ ადგილი ჰქონდა ტრენდს და სამკუთხედიდან გამოსვლა ხდება ტრენდის მიმართულებით, მაშინ ამგვარი გარღვევის შემდეგ ფასი შეიცვლება მყისიერად და მიზანმიმართულად. ამასთან ერთად, გამოსვლის მანძილის რაოდენობა მიახლოვებით იმავე მანძილის ტოლი იქნება რა მანძილიც წინ უძღვოდა ფიგურის ფორმირებას. გაგრძელების ფიგურის შიდა სივრცეს ყოფენ ინტერვალებად. თუ გამოსვლა ხდება ფიგურის სიგრძის 1/2 -დან 2/3-მდე ინტერვალში, მაშინ ასეთი გამოსვლის ეფექტი მაქსიმალური იქნება. თუ ფასი შევიდა ფიგურის ბოლო 1/3-ში, მაშინ როგორც წესი ხდება კონსოლიდაცია და ფასის ენერგიულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. გაგრძელების ფიგურის შიგნით, როგორც წესი ადგილი აქვს რხევების კენტ რაოდენობას, რომელიც იშვიათად არის ხუთზე ნაკლები. ფიგურის ერთ-ერთი საზღვრის გარღვევის მომენტში ყველაზე მეტი დარტყმა ხდება მაშინ, როდესაც უკანასკნელი ტალღა ბოლომდე ვერ აღწევს გასარღვევ ზღვარს.

ფიგურა “აღმავალი სამკუთხედი” მთლიანად ანალოგიურია “დაღმავალი სამკუთხედის” და აქვს იგივე, მაგრამ სარკისებურად საპირისპირო თვისებები.
ფიგურას “სიმეტრიული სამკუთხედი” არ აქვს მკვეთრად გამოხატული მიმართულება (სამკუთხედის ბისექტრისა ჰორიზონტალურადაა მიმართული). ამ ფიგურის გარღვევის შემდეგ ფასის მიმართულება, როგორც წესი განისაზღვრება იმ ტრენდით, რომელიც წინ უძღვოდა ფიგურის ფორმირებას.

ფიგურა “გაფართოვებადი სამკუთხედი” ნაკლებად საინტერესოა, ვინაიდან არ გააჩნია პოზიციების გახსნა-დახურვისათვის მკაფიო სიგნალები.

ფიგურა “დროშა” წაროადგენს დახრილ მართკუთხედს, რომელიც წარმოიქმნება ორი პარალელური – წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზით. მას წინ უძღვის ფასის მძლავრი ზრდა ან კლება. ორივე შემთხვევაში, გრაფიკზე ესეთი ტრენდი მოგვაგონებს ტარს (დროშის ტარს), სანამ ფასი შევა მართკუთხედში. “დროშა” წარმოადგენს ტრენდის გაგრძელების ფიგურას და როგორც წესი დახრილია იმ ტრენდის საპირისპიროდ, რომელიც წინ უძღვოდა ფიგურის ფორმირებას.
ტრენდის გაგრძელების ფიგურა – “დროშა”

ტრენდის გაგრძელების ფიგურა

ფიგურა “ალამი” თავისი არსით წარმოადგენს ვიწრო “სამკუთხედს” და მთლიანად “დროშის” ანალოგიურია. “ალამი” ტრენდის გაგრძელების ფიგურაა და ზუსტად იგივე თვისებები გააჩნია, რაც ფიგურა “დროშას.”

ტრენდის გაგრძელების ფიგურა – “ალამი”

ტრენდის გაგრძელების ფიგურა

ტრენდის შემობრუნების ფიგურებისგან განსხვავებით, რომლებსაც უმეტესწილად თვის და კვირის გრაფიკებზე განვიხილავთ, ტრენდის გაგრძელების ფიგურების იდენტიფიკაცია შესაძლებელია შიდა დღიურ გრაფიკებზეც. რაც უფრო მკაფიოდ არის გამოსახული გრაფიკზე ესა თუ ის ფიგურა, მით უფრო მეტ ტრეიდერს შეუძლია მისი იდენტიფიცირება და ამიტომ მეტად სავარაუდოა, რომ ფასი ისე მოიქცევა, როგორც ეს თეორიაშია აღწერილი. ანალიზის დროს ფიგურების იდენტიფიცირებისათვის საურველია გამოვიყენოთ სტანდარტული მასშტაბები (5 წუთი, 15 წუთი, 60 წუთი და ა.შ.), რადგან სხვადასხვა მასშტაბში ფიგურები სხვადასხვაგვარად გამოიყურებიან. არ დაგვავიწყდეს, რო წარმატებული ტრეიდინგისთვის, ტექნიკური ანალიზისას უნდა ვისარგებლოთ იმ მიდგომებით, რა მიდგომებითაც სარგებლობენ პროფესიონალი ტრეიდერების უმრავლესობა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.