ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები

გარდა ინფლაციის ძირითადი მაჩვენებლებისა, არსებობს ინფლაციის დამხმარე მაჩვენებლები.

ინფლაციის დამხმარე მეჩვენებლებია
  • მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლიატორი (GDP Deflator);
  • საიმპორტო ფასები (Import Prices);
  • საექსპორტო ფასები (Export Prices);
  • საშუალო საათობრივი ხელფასი (Average Hourly Earnings);
  • სამუშაო ძალის ღირებულების ინდექსი (Employment Cost Index);
  • სამუშაო ძალის ღირებულება წარმოებულ ერთეულ პროდუქციაზე (Unit Labour Cost);
  • საშუალო ხელფასი კვირის განმავლობაში (Real Earnings);

მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლიატორი (GDP Deflator) – გამოიყენება ეკონომიკაზე ინფლაციური ზეწოლის ხარისხის შეფასებისათვის და შესაძლებელია სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) ალტერნატივადაც მოგვევლინოს. მშპ-ს დეფლიატორი არის ნომინალური და რეალური მშპ-ს შეფარდება, სადაც ნომინალური მშპ არის – ინფლაციის გათვალისწინებით “მუდმივ ფასებში” გამოხატული, განვლილი პერიოდების მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემი. ამრიგად მაჩვენებელი ადარებს მშპ-ს განვლილი პერიოდების მონაცემებს რეალურ მსყიდველობით შესაძლებლობებთან, რომელიც არსებობს მიმდინარე მომენტში.

აღნიშნული გამოთვლები შესაძლებლობას იძლევა აგებული იქნას უფრო მოქნილი მაჩვენებელი, ვიდრე სამომხმარებლო ფასების ინდექსია, რადგან ითვალისწინებს იმ ცვლილებებს, რომლებიც ბაზარზე ახალი ნაირსახეობის პროდუქციის შექმნის ან სამომხმარებლო მიდრეკილების ცვლილებებითაა განპირობებული. ხოლო CPI-ის გამოთვლა კი, მიბმულია ფიქსირებულ სამომხმარებლო კალათასთან.

მშპ-ს დეფლიატორი (მისი მაჩვენებლის გამოქვეყნება) ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და შესაძლებელია აშშ დოლარის კურსის ზრდა გამოიწვიოს, იმ შემთხვევაში თუ იმავდროულად ძირითადი საპროცენტო განაკვეთების ზრდაც არის მოსალოდნელი. ყოველკვარტალურად, კვარტლის დასრულების შემდგომ ყოველ 20 რიცხვში, GMT 13:30 საათზე, მშპ-ს მონაცემებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნდება მშპ-ს დეფლიატორი, ხოლო შემდეგი ორი თვის განმავლობაში მაჩვენებელი ზუსტდება და გადაიხედება.

საიმპორტო ფასების ინდექსი (Import Prices). საიმპორტო ფასების ინდექსი ითვლება ინფლაციის ინდიკატორად და ახასიათებს, თვის განმავლობაში იმპორტულ პროდუქციაზე ფასების ცვლილებას. აღნიშნული მაჩვენებელი, სამომხმარებლო ფასების ინდექსის შემადგენელი ნაწილია, რადგან CPI ითვალისწინებს ფასებს იმპორტზე და სამომხმარებლო კალათის ცვლილებასთან მიმართებაში, ახასითებს საიმპორტო ფასების ცვლილების “წვლილს”. ინდექსის მაჩვენებელი ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში, ინდექსის მაჩვენებლის ზრდა იწვევს ვალუტის კურსის ზრდას. საიმპორტო ფასების ინდექსი და საექსპრორტო ფასების ინდექსი (იხილეთ ქვემოთ) ქვეყნდება ერთდროულად ყოველი თვის დაახლოვებით 10 რიცხვში.

საექსპორტო ფასების ინდექსი (Export Prices). საექსპორტო ფასების ინდექსი გამოითვლება, საიმპორტო ფასების ანალოგიურად და ბაზარზე შეზღუდულ გავლენას ხდენს. საექსპორტო ფასების ინდექსი ქვეყნდება საიმპორტო ფასების ინდექსთან ერთად და ანალოგიურად ახდენს პირდაპირ პროპორციულ გავლენას სავალუტო კურსზე: ინდექსის ზრდის დროს, საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინის პირობებში – იზრდება ვალუტის კურსი.

საშუალო საათობრივი ხელფასი (Average Hourly Earnings). ინდექსი ახასიათებს ინფლაციის პოტენციურ მნიშვნელობას. წარმოებაზე, კერძოდ სამუშაო ძალაზე, ხარჯების ზრდის გამო, პროდუქციაზე ფასები იზრდება, რაც თავის მხრივ ინფლაციას გამოიწვევს. საპროცენტო განაკვეთების გაზრდის შემთხვევაში, საშუალო საათობრივი ხელფასის გაზრდა, გამოიწვევს ვალუტის კურსის ზრდას. აღნიშნულ მაჩვენებელს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბაზარზე. მონაცემები ქვეყნდება ყოველი თვის პირველ პარასკევს, GMT 13:30 საათზე, ისეთ მნიშვნელოვან ფუნდამენტალურ პარამეტრთან ერთად, როგორიცაა Nonfarm Payrolls პარამეტრი.

სამუშაო ძალის ღირებულების ინდექსი (Employment Cost Index) – ითვლება, შრომოთი დანახარჯების ყველაზე ზუსტ საზომად, აგრეთვე ინფლაციის მოლოდინის სიგნალიზატორად. იდექსი ახასიათებს მუშა-მოსამსახურეების საერთო შემოსავალს, რომელშიც შედის ხელფასი, შემწეობა უმუშევრობაზე, დაზღვევა, საშვებულებო ხარჯები და ა.შ. ფედერალური სარეზერვო სისტემა, მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას, ეყრდნობა სამუშაო ძალის ღირებულების ინდექსს, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარამეტრს საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზებისათვს. საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინის პირობებში, ამ ინდექსის ზრდა იწვევს ვალუტის კურსის ზრდას. მონაცემები ქვეყნდება ყოველკვარტალურად, კვარტლის ბოლო კვირის განმავლობაში, GMT 13:30 საათზე.

სამუშაო ძალის ღირებულება წარმოებულ ერთეულ პროდუქციაზე (Unit Labour Cost) – მაჩვენებელი განსაზღვრავს ეკონიმიკური განვითრების ეფექტურობას და ახასიათებს ხარჯებს – ერთეული პროდუქციის გამოშვებაზე. ასევე, იგი გვევლინება ინფლაციური პროცესების ინდიკატორის როლში, რომელიც დაკავშირებულია ხელფასის ზრდასთან. პრაქტიკაში, Unit Labour Cost მაჩვენებლის ანალიტიკას ახორციელებენ შრომის ნაყოფიერების (Productivity) ინდექსთან ერთად.

იმ შემთხვევაში, როდესაც ერთეული პროდუქციის ღირებულება და შრომის ნაყოფიერება იზრდება, შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს საპროცენტო განაკვეთების ზრდის აუცილებლობაც, რაც თავის მხრივ ბიძგს მისცემს ვალუტის კურსის ზრდას. ინდექსს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბაზარზე. Unit Labour Cost ქვეყნდება ყოველი კვარტლის დაახლოვებით 10 რიცხვში, GMT 13:30 საათზე, მასთან ერთად ქვეყნდება Productivity ინდექსიც.

საშუალო ხელფასი კვირის განმავლობაში (Real Earnings). გამოთვლები ხორციელდება 1982 წელს არსებულ შრომის ანაზღაურებასთან შედარებით, რაც საშუალებას იძლევა, მასზე (ინდექსზე) ინფლაციის გავლენა გამოირიცხოს. აქედან გამომდინარე, Real Earnings შესაძლებელია ინფლაციური პროცესების ინდიკატორად მოგვევლინოს, რომელიც დაკავშირებულია შრომითი რესურსების ღირებულებასთან. მაჩვენებელში შეკრებილია მხოლოდ დასაქმების სტატისტიკური მონაცემები, რომელიც განვლილ პერიოდშია გამოქვეყნებული, ამიტომ ინდექსს არ გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენა ბაზარზე. საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში, Real Earnings-ის ზრდა იწვევს სალუტის კურსის ზრდას. მაჩვენებელი ქვეყნდება სამომხმარებლო ფასების ინდექსთან ერთად, ყოველთვიურად, GMT 13:30 საათზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.