იაპონური სანთლების შესწავლის თვალსაზრისით განვიხილოთ პატერნები, რომლებიც შედგება ორი ან მეტი იაპონური სანთლებისაგან. უნდა ავღნიშნო, რომ ზოგიერთ მათგანს ნაკლებად იყენებენ ფორექსზე.
Bullish engulfing pattern (შთანთქმის ხარის მოდელი) და bearish engulfing pattern (შთანთქმის დათვის მოდელი). მოდელი წარმოდგენილია სურათზე.
აღნიშნული მოდელები წარმოიქმნება, მაშინ, როდესაც საპირისპირო ფერის გრძელი სანთელი წარმოიქმნება მოკლე სანთლის შემდეგ და ერთგვარად შთანთქავს მას. მოდელი მიუთითებს ტრენდის მიმართულების ცვლილებაზე, იმ შემთხვევაში თუ იგი გვხდება მკაფიოდ ჩამოყალიბებული დაღმავალი ან აღმავალი ტრენდის დროს.
პატერნი harami (ჰარამი) – სანთლის ტიპიდან და წინა ტრენდის მიმართულებიდან გამომდინარე ასევე შესაძლებელია იყოს, როგორც ხარის, ისე დათვის. აღნიშნული მოდელი გრაფიკზე გამოისახება მაშინ, როდესაც მოკლე ტანის სანთელი წაროიქმნება საპირისპირო შეფერილობის მქონე გრძელი სანთლის შემდგომ. პატერნი მიუთითებს ტრენდის შესუსტებაზე. მოდელი წარმოდგენილია სურათზე.
პატერნები piercing line (გამონათება ღრუბლებში) და dark cloud cover (ფარდა მუქ ღრუბლებში) არის შესაბამისად დაღმავალი და აღმავალი ტრენდის შემობრუნების სიგნალიზატორი.
პატერნი piercing line წარმოიქმნება დაღმავალი ტრენდის ფონზე, როდესაც გრძელი სანთლის შემდეგ გამოისახება საპირისპირო შეფერილობის გრძელი სანთელი. ამასთან, ეს სანთელი უნდა გაიხსნას უკანა სანთლის დახურვის დონის ქვემოთ, ხოლო უნდა დაიხუროს უკანა სანთლის შუა ნაწილის ზემოთ.
პატერნი dark cloud cover წარმოიქმნება აღმავალი ტრენდის ფონზე, როდესაც გრძელი სანთლის შემდეგ გამოისახება საპირისპირო შეფერილობის გრძელი სანთელი. ამასთან ეს სანთელი უნდა გაიხსნას უკანა სანთლის დახურვის ზემოთ, ხოლო დაიხუროს უკანა სანთლის შუა ნაწილის ქვემით.
პატერნების მაგალითი წარმოდგენილია სურათზე.
შემდეგი პატერნები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ შედგებიან სამი, ერთმანეთზე მიყოლებული სანთლებისაგან. მათ ჰქვიათ: morning star (დილის ვარსკვლავი) და evening star (საღამოს ვარსკვლავი). ამ კომტექსტში ვარსკვლავს უწოდებენ მოკლე სანთელს, რომელიც მეზობელი სანთლებისაგან განკერძოებულად მდებარეობს და არ არის გადაფარული მათი ტანებით (ჩრდილებით გადაფარვა დასაშვებია).
პატერნების მაგალითი წარმოდგენილია სურათზე.
ასეთი მოდელებიც მიუთითებენ ტრენდის შემობრუნებაზე. ვარსკვლავის ფერს არ აქვს მნიშვნელობა. თუ ამ მოდელს მოვაშორებთ ვარსკვლავს, მაშინ იგი პატერნების – piercing line და dark cloud cover იდენტური იქნება.
შემდეგი სახის პატერნებს ჰქვია three white soldiers (სამი თეთრი ჯარისკაცი) და three black crows (სამი შავი ყვავი). თუ ეს პატერნები წარმოიქმნება მკაფიოდ გამოხატულ შესაბამისად – დაღმავალი ან აღმავალი ტრენდის ფონზე, მაშინ ისინი მიუთითებენ ტრენდის სავარაუდო შემობრუნებაზე. პატერნები შედგება სამი სანთლისაგან. ყოველი შემდეგი სანთელი უნდა გაიხსნას უკანა სანთლის ტანის სივრცეში და დაიხუროს უკანა სანთლის მაქსიმუმის ან მინიმუმის გარეთ.
პატერნების მაგალითი წარმოდგენილია სურათზე.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პატერნებს, გარკვეული ალბათობით შეუძლიათ ტრენდის ცვლილების სიგნალიზირება, მაინც საჭიროა მათ მიმართ გარკვეული სკეპტიცზმით განვეწყოთ. უპირველეს ყოვლისა იაპონური სანთლების თეორია კარგად მუშაობს საბირჟო ბაზრებზე – საფონდო და ფიუჩერსულ ბაზრებზე. მეორე რიგში იაპონური სანთლების მოდელების ანალიზი უმთავრესად გამოიყენება დღიური და კვირის გრაფიკების ანალიზისას. მესამე რიგში, გრაფიკის ქცევა ერთი და იგივე სანთლის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვანაირი იყოს. აღნიშნული კონცეფცია წარმოდგენილია სურათზე.
როგორც სურათიდან ჩანს, სავაჭრო სესია, რომელიც წარმოდგენილია ერთი და იმავე სანთლით, შესაძლებელია თავის თავში მოიცავდეს ფასის სვადასხვა დონის ცვლილებებს. ცვლილებები შესაძლებელია იყოს, როგორც მშვიდი, ისევე ვოლატილური. ამიტომ ცალსახად თქმა იმისა, რომ იაპონური სანთლის ესა თუ ის პატერნი გვაძლევს ტრენდის შემობრუნების ან გაგრძელების სიგნალს, შეუძლებელია.
სხვა სტატიებში ჩვენ განვიხილავთ, ტრენდის შემობრუნების ან გაგრძელების პროგნოზირების სხვა მეთოდებსაც, აგრეთვე იაპონურ სანთლებს უფრო ვრცლად. იმედია ამ სტატიამ ჯერ-ჯერობით ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ მათზე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით