ფორექსის ბაზრის რეაქცია პოლიტიკური არასტაბილურობის ფაქტორებზე – პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული. მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოვლენები, როგორც წესი, მომენტალურად ჰპოვებენ თავის რეზონანსს საერთაშორისო საფინანსო, მათ შორის სავალუტო ბაზარზე.
მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები შესაძლოა უშუალო კავშირში არ არიან სავალუტო ოპერაციებთან, ისინი ბაზრის მონაწილეთა ფსიქოლოგიურ განწყობაზე მაინც აისახება – სავალუტო კოტირებების სახით. ჯერ-ჯერობით მსოფლიო ძირითადი სარეზერვო ვალუტა არის აშშ დოლარი, ამიტომ ყველა მოვლენა, რომელიც პირდაპირ, ან ირიბად ეხება ამ ქვეყნის პოლიტიკურ მოღვაწეებს, ან სამხედრო ოპერაციებს, აისახება ამერიკის შეერთებული შტატების ვალუტის მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე, მაშასადამე პრაქტიკულად ფორექსზე ვაჭრობაში მონაწილე თითქმის ყველა სავალუტო წყვილზე.
ორიოდე სიტყვით შევეხები იმ მნიშვლელოვან ისტორიულ მოვლენებს, რომლებმაც მკვეთრი გავლენა იქონიეს ფორექსის სავალუტო ბაზარზე. შესაძლოა განხილული მაგალითები იმდენად მოძველებულია, რომ ზოგიერთმა იფიქროს, რა დროს 1990 ან 2003 წელიაო, მაგრამ უბრალოდ ხაზი მინდა გავუსვა, პირველ რიგში ფორექსის, როგორც ფინანსური ბაზრის სიძველეს, ვინაიდან ზოგიერთს ჰგონია, რომ ფორექსი სულ რაღაც რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს და მეორე რიგში მოვლენების მასშტაბურობას – ვინაიდან მხოლოდ მასშტაბური, ნაღდი მოვლენები ახდენენ ფორექსზე გავლენას და არა, თუნდაც პანიკიორი ჟურნალისტების არხიგაპიარებული მოვლენები.
- 1991 წლის 27 თებერვალს აშშ-მ გაანადგურა ერაყის არმია, რომელიც ქუვეიტში იყო შეჭრილი – აშშ დოლარის კურსი მკვეთრად გამყარდა ყველა ვალუტასთან მიმართებაში;
- 1991 წლის 19 აგვისტოს საბჭოთა კავშირი დაიშალა, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყველაზე დიდი მოვალე იყო. ამის გამო გერმანული მარკა მკვეთრად დაეცა. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ აღიარა საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობა და შესაბამისად ფინანსური ვალდებულებები, მათ შორის გერმანიის ვალებიც, გერმანულმა მარკამ დაიბრუნა თავისი პოზიციები;
- 1998 წლის ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე მოვლენები გეგმაზომიერად ამყარებდნენ აშშ დოლარის კურსს;
- 1998-1999 აშშ-ს პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და თეთრი სახლის სტაჟიორის მონიკა ლევინკის სასიყვარულო ისტორიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მკვეთრად დასწია აშშ დოლარის კურსი;
- 1999 წელს რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გადადგა, რაც რუსეთის პოლიტიკურ არასტაბილურობაზე მიუთითებდა. რეზულტატად, ევრო, აშშ დოლართნ მიმართებაში მნიშვნელოვნად დაეცა;
- იგივე, 1999 წელს გადადგა აშშ ფინანსთა მინისტრი რობერტ რუბინი. ფორექსზე ფაქტი აღქმული იქმა, როგორც აშშ ფინანსური სისტემის სისუსტე და შესაბამისად ევროს კურსი გაიზარდა აშშ დოლართან მიმართებაში;
- 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებმა, ბევრი ანალიტიკოსის ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, აშშ დოლარის კონსოლიდაცია გამოიწვია და არავითარ მკვეთრ რყევებს ფორექსის ბაზარზე ადგილი არ ჰქონია;
- ზემოთ აღნიშნულისგან განსხვავებით: 2003 წლის 15 აგვისტოს აშშ-ს და კანადის ელექტროსისტემაში ტექნოგენური გაუმართაობა მოხდა, რომელიც თავდაპირველად ტერორისტული აქტი ეგონათ, ამიტომ აშშ დოლაროს კურსი ევროსთან მიმართებაში თითქმის 100 პუნქტით დაეცა. ვითარების გარკვევისა და ტერორისტული აქტის გამორიცხვის შემდეგ დოლარმა, ისევ მყისიერად დაიბრუნა თავისი პოზიციები, ანუ რყევამ ჯამში დაახლოვებით 200 პუნქტი შეადგინა;
- 2003 წლის 21 მარტს აშშ-მ ომი დაიწყო ერაყში, რამაც დადებითი გავლენა იქონია აშშ დოლარის კურსზე. მაგრამ შემდგომმა ინფორმაციებმა, რომელთა მიხედვითაც აშშ-ს არმია შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში ყოფილიყო ჩათრეული ამ ომში, გამოიწვია აშშ დოლარის გაუფასურება. მიზეზი – საარმიო კონტინგენტის შენახვის გაზრდილი ასიგნებები. თუმცა არმიის შემდგომმა წარმატებამ აშშ დოლარს დაუბრუნა ძველი პოზიციები;
- 2014 წლის მაისის თვეში სტატიის დაწერის მომენტში საკმაოდ დიდი დაძაბულობა იყო რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, რამდენიმე დღის განმავლობაში რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია, თუმცა საფინანსო ბაზარმა მალევე აუღო ალღო იმასაც, რომ სანქციები თავისი არსით არაფრისმომტანია და რუბლმა კვლავ დაიბრუნა თავისის პოზიციები;
ეს არც არის გასაკვირი, რადგან მოვლენები პირდაპირ კავშირშია გლობალურ ეკონიმიკურ მდგომარეობასა და შემდგომი განვითარების პროცესებთან. მოვლენები მყისიერად ვრცელდება საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
მსოფლიო მასშტაბის მოვლენების საქმის კურსში ყოფნა, პროფესიონალი ტრეიდერისთვის მუშაობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ამიტომ, იმისათვის, რომ მოულოდნელი პოლიტიკური სურპრიზების გამო არ დაზარალდეთ – მუდმივად ადევნეთ თვალი სიახლეებს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით