ბოლინჯერის ველები Bollinger bands – ინდიკატორის კონცეფცია ძალაინ ჰგავს მცოცავი საშუალოს კონვერტორებს, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ სხვა სტატიაში. ბოლინჯერის ველების ინდიკატორი გამოიყენება ფორექსზე და სხვა ფინანსურ ბაზრებზე, სავაჭრო პოზიციებზე შესვლის ოპტიმალირი წერტილების მოძიებისათვის.
კონვერტორებისგან განსხვავებით ბოლინჯერის ველები კარგად მუშაობენ სწრაფად ცვალებად (ვილატილურ) სიტუაციებში (ბაზრებზე).
ბოლინჯერის ველები Bollinger Bands მუშაობის მაგალითი
ბოლინჯერის ველები წარმოადგენს ორ ზოლს, რომლებიც გარკვეული მანძილით დაცილებულია მცოცავი საშუალოს მრუდისგან. მაგრამ, კონვერტორებივით ერთნაირ მანძილებზე კი არ არის ფიქსირებული, არამედ სტანდარტული (საშუალოკვადრატული) გადახრის სიდიდისა და გარკვეული კოეფიცენტის ნამრავლის ტოლია. სტანდარტული გადახრა წარმოადგენს მათემატიკურ სიდიდეს და თავის მხრივ არის კვადრატული ფესვი დისპერსიიდან. აღნიშნულ ცნებას პირდაპირი კავშირი აქვს ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატისტიკასთან, ამიტომ მათ დეტალურ განხილვას აქ არ დავიწყებთ. სავაჭრო პლატფორმებში ბოლინჯერის ველები აიგება ავტომატურად. სურათზე წარმოდგენილია ბოლინჯერის ველების ინდიკატორი.
ბოლინჯერის ველების მათემატიკური გამოთვლის ფორმულას აქვს შემდეგნაირი სახე:
BB = MA ± k * stdDev,
სადაც MA – მცოცავი საშუალოა, stdDev – სტანდარტული გადახრა და k – სტანდარტული გადახრის კოეფიცენტი. შესაძლებელია გამოყენებული იქნას მცოცავი საშუალოს ნებისმიერი სახეობა, მაგრამ ყველაზე ხშირად მარტივი მცოცავი საშუალო გამოიყენება. ალბათობის თეორიის თანახმად, თუ საშუალო მნიშვნელობისგან ორივე მხარეს განლაგებულია სტანდარტული მნიშვნელობის სიდიდის სეგმენტები, მაშინ წარმოქმნილ არხში მოთავსდება შემთხვევითი სიდიდის არანაკლებ 68.26%-ისა. თუ საშუალოდან გადავიტანთ ორი სტანდარტული გადახრის სიდიდის სეგმენტს, მაშინ ასეთ არხში მოთავსდება შემთხვევითი სიდიდის არანაკლებ 95.44% -ისა. სტანდარტული გადახრის სამმაგი მნიშვნელობისათვის ეს სიდიდე გაიზრდება 99.73%-მდე. ამგვარი მტკიცებულება სამართლიანია, თუ შემთხვევით სიდიდეებს აქვთ ნორმელური გადანაწილება, რაც ასეა თუ ისე შესაძლებელია მივუსადაგოთ ფორექსზე ფასთა ცვლილებას.
ბოლინჯერის ველების აგებისას ყველაზე ხშირად გამოიყენება სტანდარტული გადახრის კოეფიცენტი k, რომელიც 2-ის ტოლია. ასეთი კოეფიცენტის შემთხვევაში ფასების დაახლოვებით 95 % ხვდება ფასთა დიაპაზონში, რომელიც შემოსაზღვრულია ინდიკატორის ზოლებით. ბოლინჯერის ველები გამოიყენება ვოლატილურ ბაზრებზეც, რადგან სტანდარტული გადახრის სიდიდე, რომელიც ინდიკატორის ზოლების აგების ძირითადი შემადგენელია, თავის თავში ითვალისწინებს ფასთა ცვლილების სიჩქარეს. სტანდარტული გადახრის სიდიდის გამოსათვლელად საჭიროა ავირჩიოთ გამოსათვლელი პერიოდის მნიშვლელობა. ასეთ მნიშვნელობად, როგორც წესი, გამოიყენება იგივე მნიშვნელობა, რომელიც აგრეთვე არჩეულია მცოცავი საშუალოს დაგლუვების კოეფიცენტისათვის.
ბოლინჯერის ველებისათვის დამახასიათებელია მცოცავი საშუალოს კონვერტების ზოგიერთი თვისებაც. კერძოდ, ფასები უნდა მიილტვოდნენ საშუალოსადმი. ფასის მიერ ზედა ან ქვედა ზოლის შეხება, ან გადაკვეთა მიუთითებს გადაჭარბებულ გადახრაზე (ბაზრის გადახურებაზე) და მოსალოდნელია კორექციული მოძრაობა უკან, საშუალო მნიშვნელობისაკენ. ამასთან ერთად, უკუსვლა ხშირად ხდება არანაკლებ მცოცავი საშუალოს მნიშვნელობამდე. გამონაკლისია სიტუაცია, როდესაც ფასთა კონსოლიდაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ბაზარზე მკაფიოდ გამოკვეთილი ტრენდი ყალიბდება. გრაფიკზე ასეთი სიტუაცია წარმოდგენილია ველების სწრაფი გაფართოვებით, რომელსაც წინ უძღვოდა ველების ხანგრძლივ პერიოდიანი სივიწროვე.
ბოლინჯერის ველების შევიწროვება, ერთგვარი “ყელის” წარმოქმნა, საკმაოდ ძლიერი სიგნალია, რომელიც შეესაბამება ფასთა მოძრაობის დიაპაზონის ძლიერ შევიწროვებას და რომელიც ნათლად ჩანს გრაფიკზე. ასეთი სივიწროვე მიუთითებს ბაზარზე არსებულ არანორმალურ ვითარებაზე და ადრე თუ გვიან მოსალოდნელია გაფართოვებული მოძრაობა, რომელიც აუცილებლად წარმოქმნის ახალ აღმავალ ან დაღმავალ ტრენდს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით