ვალუტის დასახელებები და მათი აღმნიშვნელი სიმბოლოები

ვალუტის დასახელებები და მათი აღმნიშვნელი სიმბოლოები

არსებობს ვალუტის დასახელებები და მათი აღმნიშვნელი სიმბოლოები. როგორც ცნობილია ყველა პროდუქტი იყიდება-გაიყიდება ფულზე. სართაშორისო სავალტო ბაზარზე პოდუქტის როლში გვევლინება თვითონ ფული. უბრალოდ ერთი ვალუტა იყიდება მეორე ვალუტის ფასად. ერთი ვალუტის ერთი ერთეული იყიდება მეორე ვალუტის გარკვეული რაოდენობის ერთეული ვალუტის ფასად.

ვალუტების მრავალფეროვნების გამო ფულადი ერთეულების სტანდარტიზაციის საერთაშორისო კომიტეტის მიერ, ყველა ვალუტას მინიჭებული აქვს სპეციალური სამი ლათინური ასოსგან შემდგარი აღნიშვნა. პირველი ორი ასო მიუთითებს ვალუტის წარმომშობ ქვეყანაზე, ხოლო ბოლო ასო უმრავლეს შემთხვევაში არის მოცემული სახელმწიფოს ვალუტის დასახელების პირველი ასო.

* თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად EUR.

თუ ავიღებთ აღნიშვნას JPY, ჩანს რომ პირველი ორი ასო JP მიუთითებს ვალუტის წარმოშობის ქვეყანაზე. მოცემულ შემთხვევაში ეს არის იაპონია (Japan). ხოლო ბოლო ასო აღნიშნავს იენას (Yen) – იაპონიის ფულის ერთეული.

მსოფლიო სავალუტო ბაზარზე ძირითადი ვალუტა არის აშშ დოლარი (USD), თუმცა ფინანსური ოპერაციების მასშტაბებით მას უკვე ბევრად აღარ ჩამორჩება ევრო (EUR). ქვემოთ მოყვანილი დიაგრამიდან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფორექსის სავალუტო ბაზრის ფინანსური ოპერაციების პროცენტული მასშტაბები ძირითადი ვალუტებისთვის.

სურათზე გამოსახულია საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ძირითადი ვალუტების ყიდვა/გაყიდვის ოპერაციების პროცენტული თანაფარდობა 2020 წლის მონაცემებით. მონაცემები ქვეყნდება შვეიცარიული ბანკის Bank for International Settlements მიერ ყოველ სამ წელიწადში. ჩემი დაკვირვებით ბოლო 15 წელი მონაცემები აბსოლუტურ გამოხატულებაში არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ ეს თანაფარდობა უნდა მივიჩნიოთ როგორც ამოსავალი წერტილი.

ვალუტის დასახელებები და მათი აღმნიშვნელი სიმბოლოები

ზოგიერთ ვალუტას დამატებით აქვს ფსევდონიმიც. ქვემოთ მოყვანილია ძირითადი ვალუტების დასახელებები, სიმბოლოები და ფსევდონიმები.

ვალუტის დასახელებები და მათი აღმნიშვნელი სიმბოლოები
ნაციონალური დროშა ვალუტის კოდი ვალუტის ინგლისური დასახელება ვალუტის ქართული დასახელება სიმბოლო სინონიმი დილერულ სლენგზე ფორექსზე ვაჭრობის %
Flag - USA USD United States Dollar აშშ დოლარი $ green buck, buck 45%
Flag - EUR EUR ევრო ევრო gopher, geppy 19%
Flag - JPY JPY (YEN) Japanese Yen იაპონური იენა ¥ cable 10%
Flag - GBP GBP (STG) Great Britain Pound ბრიტანული ფუნტი სტერლინგი £ swissy 8%
Flag - CHF CHF (SWF, SFR) Swiss Franc შვეიცარული ფრანკი Fr. aussie 3%
Flag - AUD AUD Australian Dollar ავსტრალიური დოლარი $ loonie, beaver 3%
Flag -CAD CAD Canadian Dollar კანადური დოლარი C$ 2%
Flag -SEK SEK Swedish Krona შვედური კრონა kr 1%
Flag -HKD HKD Hong Kong Dollar ჰონკონგური დოლარი HK$ 1%
Flag - NOK NOK Norwegian Krone ნორვეგიული კრონა kr kiwi 1%
Flag - NZD NZD New Zealand Dollar ახალზელანდიური დოლარი $ 1%
Flag - MXN MXN Mexican Peso მექსიკური პესო Mex$ < 1%
Flag - SGD SGD Singapore Dollar სინგაპურული დოლარი S$ < 1%
Flag KRW KRW South Korean Won სამხრეთ კორეული ვონი < 1%
Flag - ZAR ZAR South African Rand სამხრეთ აფრიკული რანდი R < 1%
Flag - DKK DKK Danish Krone დანიური კრონა kr < 1%
Flag - RUS RUB (RUR) Russian Ruble რუსული რუბლი руб < 1%
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

საბანკო ინტერესი

საბანკო ინტერესი

მარჯინალური ვაჭრობისას გამოიყენება ნასესხები კაპიტალი – ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში, სხვა სიტყვებით …