ვულფის ტალღების მიზნების განსაზღვრის ერთ-ერთი მეთოდი
სტატიაში განვიხილავთ ფიბონაჩის არხების და ვულფის ტალღების კობინაციის მეთოდს.
სურათი № 1
ფიბო არხების აგებისათის საჭიროა სამი წერტილი. ვულფის ტალღებში ეს სამი წერტილია მე-3, მე-4 და მე-5 ტალღების მწვერვალები. საბაზო ხაზს ვავლებთ მე-3 და მე-5 ტალღებზე, ხოლო პარალელურს მე-4 ტალღაზე.
ამის შემდეგ ვიღებთ მე-6 ტალღის დასასრულის არეალს, იგი მდებარეობს 1-4 წრფისა და ფიბო არხის გადაკვეთაზე. სქემატურ ნახაზზე, რომელიც წარმოდგენილია სურათი № 1-ზე, ვულფის ტალღის საბოლოო მიზანი მდებარეობს ფიბო არხის 0,618 დონეზე. თუმცა ფიბო არხის სხვა დონეებსაც შეუძლია ფასური მიზნის ჩვენება. ამ საკითხზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
სურათი № 2
სურათი № 2-ზე წარმოდგენილია არა სქემატური, არამედ საბაზრო რეალური მაგალითი. ამ შემთხვევაში, მე-6 ტალღის დასასრული დაჯდა 1-4 წრფის (ტრენდული ხაზის) და ფიბო არხის 1,618 დონის კვეთაზე. აღსანიშნავია, რომ ამ მაგალითშიც, ისევე როგორც სქემატურ ნახაზში 0,618 დონემაც გაუწია ფასს წინააღმდეგობა, ასევე წინააღმდეგობა გაუწია ფასს 1 დონემაც.
სურათი № 3
სურათი № 3-ზეც წარმოდგენილია მაგალითი, სადაც მე-6 ტალღა დასრულდა ზუსტად 1-4 წრფის და ფიბო არხის 1,618 დონის კვეთზე.
სურათი № 4
სურათი № 4-ზე წარმდგენილია ვულფის ტალღის საინტერესო მაგალითი, სადაც მე-6 ტალღა გავიდა 1-4 წრფიდან, მაგრამ ზუსტად დასრულდა ფიბო არხის 2,618 დონეზე.
ისევე როგორც სხვა მაგალითებში, სურათი № 4-ზე წარმოდგენილ სიტუაციაშიც ფიბო არხის პრაქტიკულად ყველა დონე გვევლინება ფასის მოძრაობის ან მხარდაჭერად ან წინააღმდეგობად.
რეალურ სიტუაციაში ჩვენ მშვიდად განვსაზღვრავდით ფასურ მიზანს მხოლოდ ფიბო არხის 1,618, ვინაიდან ფასის გასვლის პროგნოზირება 1-4 წრფიდან უკვე ძალიან რთული.
სურათი № 5
სურათი № 5-ზე წარმოდგენილია მაგალითი, სადაც ერთდროულად მუშავდება რამდენიმე მიზანი. თავდაპირველი მიზანი იყო იყო 1-4 წრფის და ფიბო არხის 0,618 დონის კვეთა. ფასმა მიაღწია ამ მიზანს აისხლიტა 1-4 ტრენდული ხაზიდან, მაგრამ შემდეგ შეჩერდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ფასი მიადგა ფიბო არხის 1,618 დონეს, "უჩხვლიტა" მას შემობრუნდა და გაემართა აღმავალი ტრაექტორიით.
სურათი № 6
არსებობს სიტუაციები, როდესაც მე-6 ტალღა მთავრდება 1-4 წრფისა და ფობო არხის 1 დონის კვეთაზე. ასეთი სიტუაცია ნაჩვენებია სურათი № 6-ზე. პირველი მიზანი იყო ფიბო არხის 0,618 დონეზე. ფასმა მიაღწია მას, თუმცა შემდეგ მშვიდად მივიდა ფიბო არხის 1 დონემდეც.
სურათი № 7
სურათი № 7-ზე წარმოდგენილი აღმავალი ტრენდი დაიწყო ვულფის ტალღით. მე-6 ტალღა დასრულდა ფიბო არხის 0,786 დონეზე. მანამდე ფასმა მიაღწია ფიბო არხის 0,618 დონეს, რომელიც ამ სიტუაციაში იყო პირველი მიზანი. როგორც სურათიდან ჩანს, მცირე კორექციის შემდეგ ფასური რალი გაგრძელდა.
სურათი № 8
სურათი № 8-ზე ვხედავთ აღმავალ ვულფის ტალღას, სადაც მე-6 ტალღამ გაარღვია 1-4 წრფე და დასრულდა ფიბო არხის 1,618 დონეზე.
სტატიაში წარმოდგენილი მაგალითები ნათლად გვიჩვენებენ, რომ ვულფის ტალღებთან მუშაობის დროს ფიბო არხების გამოყენება ძალიან კარგი ინსტრუმენტია ფასური მიზნების განსაზღვრისათვის.
რეკომენდებული ფორექს ბროკერები
Comments (2)
-
Admin-ლევანი
მარიამი - არა მარიამ მიურეის დონეები სხვა რამ არის, იგივე წინააღმდეგობის და მხარდაჭერის დონეებია, ოღონდ რთული ფორმულარული გამოთვლებით, სტატიას მის შესახებ მალე გამოვაქვეყნებ, თუმცა იგივე წინააღმდეგობის და მხარდაჭერის დონეებია და პრაქტიკაში ისარგებლეთ ამ ცნებით, ანუ წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ცნებით, როგორც ხართ მიჩვეული ისე
კომენტირების ფორმა
გააკეთეთ კომენტარი